საზოგადოებრივი აზრი - და დარწმუნება ამ თავში განხილული საკითხები:
რა არის საზოგადოებრივი აზრი
საზოგადოებრივი აზრის ლიდერები,
როგორც კატალიზატორები ლიდერის
ტიპები საზოგადოებრივი აზრის ნაკადი
მასმედიის როლი
დღის წესრიგისა და განაწესის თეორია
მედიაზე დამოკიდებულების თეორია ჩარჩოში
მოქცევის თეორია კონფლიქტის თეორია
დარწმუნება: ყველგან შეღწევადი ჩვენს ცხოვრებაში
საზოგადოებასთან ურთიერთობის გაბატონებული ხედვა დარწმუნების გამოყენება
დამარწმუნებელი კომუნიკაციის ფაქტორები
აუდიტორიის ანალიზი წყაროს სანდოობა მოწოდება კერძო ინტერესისაკენ შეტყობინების ნათლად ჩამოყალიბება დრო და კონტექსტი აუდიტორიის მონაწილეობა შეთავაზებები სამოქმედოდ შეტყობინების შინაარსი და სტრუქტურა დამარწმუნებელი საუბარი დარწმუნების კვლევის სასარგებლო აღმოჩენები
პროპაგანდა
დარწმუნება და მანიპულაცია
შეტყობინების არასაკმარისი შეღწევადობა ურთიერთმოქიშპე შეტყობინებები თვითშერჩევა თვითაღქმა
დარწმუნების ეთიკა
რა არის საზოგადოებრივი აზრი
ამერიკელები იმგვარად ლაპარაკობენ საზოგადოებრივი აზრის შესახებ, თითქოს იგი მონოლითური, ერთსახოვანი ერთეული იყოს, რომელიც მთელ გარემოს ჩრდილავს და ფარავს. რედაქცი ების კარიკატურისტები მას ადამიანურ სახეს ანიჭებენ, ქმნიან პერსონაჟებს, ვინმე ჯონსა და ჯეინს, რომლებითაც ახდენენ ადამიანთა ნააზრევის სიმბოლიზებას ამა თუ იმ მოცემული საკითხის შესახებ. სინამდვილე კი ის გახლავთ, რომ საზოგადოებრივი აზრი რაღაც ძალიან მოუხელთებელი და გასაზო მად უკიდურესად რთულია ნებისმიერ მოცემულ მომენტში.
მეტაფორა რომ გავაგრძელოთ, საზოგადოებრივი აზრი, ფაქტობრივად, კრებითი ჯონისა თუ ჯეინის მიერ აღქმული მონოლითების მთელი წყებაა, რომლებიც ერთდროულად არსებობენ. ძალიან ცოტა საკითხი თუ იწვევს აზრის ერთსულოვნებას მოსახლეობაში და საზოგადოებრივი აზრიც ნებისმიერი საკითხის შესახებ რამდენიმე მიმართულებით იყოფა. შეიძლება, მოულოდნელიც კი იყოს შენიშვნა იმის შესახებ, რომ დროის მოცემულ მომენტში კონკრეტულ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობს. მაგრამ თუ ადამიანები და პრესა იწყებენ ლაპარაკს რაღაც განსაზღვრული საკითხის შესახებ არსებულ საზოგადოებრივ აზრზე, როგორც არსებულ ფაქტზე, იგი იმპულსსა და ბიძგს იღებს. ელიზაბეთ ნოელე-ნოიმანის „ დუმილის სპირალის “ თეორიის თანახმად, საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ხელშესახებ ძალად იქცეს ადამიანთა აზროვნებაზე გავლენის მოსახდენად. ნოელე-ნოიმანი საზოგადოებრივ აზრს განსაზღვრავს, როგორც აზრებს, მოსაზრებებს საკამათო, სადავო საკითხებზე, რომელთა საჯაროდ გამოხატვა მავანს თვითიზოლაციის თავიდან ასაცილებლად შეუძლია. ეს გულისხმობს კონფორმიზმის ელემენტს, რომელსაც საზოგადოებრივი აზრი თავს ახვევს ინდივიდუუმებს, რომელთაც სურთ, თავი აარიდონ გარიყვასა და გაუცხოებას დანარჩენებისგან.
არსებობს ორი მიზეზი იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამომხატველმა სეგმენტებმა და ამ აზრის შემქმნელმა იმპულსებმა ღრმა გავლენა იქონიონ საზოგადოებრივი აზრის შექმნის პროცესსა და შედეგზე. პირველი, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ საზოგადოება პასიურობის ტენდენციას იჩენს. ძალიან ხშირად ვარაუდობენ, რომ აზრის გამომხატველი მცირერიცხოვანი ჯგუფი წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებებსა და მიმართებებს, სინამდვილეში კი უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა აპათიური და განურჩეველია, რადგან ის საკითხი, რომელზეც აზრი იქმნება, მათ არც აინტერესებთ და არც ეხებათ. ამგვარად, „ საზოგადოებრივი “ დაპირისპირება ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა ბირთვული ენერგია, ჰომოსექსუალისტთა ქორწინება, აბორტი ან იარაღზე კონტროლი, რეალურად, შეიძლება, მცირერიცხოვანი, მაგრამ დაინტერესებული და მოტივირებული გავლენიანი ადამიანების თვალსაზრისი იყოს.
მეორე, შეიძლება მოსახლეობის ერთი ნაწილის ყურადღებას ერთი რომელიმე საკითხი იპყრობდეს, სეგმენტის ინტერესს კი სხვა საკითხი აღძრავს. მაგალითად, მშობლებმა შეიძლება შექმნან საზოგადოებრივი აზრი საშუალო განათლების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ, ხანდაზმული მოქალაქეები კი საკმაოდ მასშტაბურ საზოგადოებრივ აზრს ჩამოაყალიბებენ გაზრდილი სოციალური უსაფრთხოების სარგებლიანობის საჭიროების შესახებ.
ზოგადოებრივი აზრი ინდივიდუალური მოსაზრებების ჯამია საკითხის შესახებ, რომელიც ამ ინდივიდუუმებს ეხება და მათზე გარკვეულ შედეგს ახდენს “ . მეორე პოპულარული განმარტება ასეთია: „ საზოგადოებრივი აზრი კონკრეტული საგნით დაინტერესებული ადამიანების, პირების შეხედულებათა ნაკრებია “ . ამგვარად, პირს, რომელსაც არ ეხება ან არ აინტერესებს (ან არ შეუძლია) ესა თუ ის კონკრეტული საკითხი, არ შეაქვს წვლილი ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შექმნაში. ამ ორივე განსაზღვრისათვის დამახასიათებელია კერძო ინტერესის ცნება. საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ხშირად ჩნდება შემდეგი ტიპის განცხადებები ან მტკიცებები:
* საზოგადოებრივი აზრი იმ მრავალი ინდივიდუუმის აზრის კოლექტიური გამოხატულებაა, რომლებიც გაერთიანებული არიან ჯგუფში საერთო მიზნებით, მიზანსწრაფებებით, საჭიროებებითა და იდეალებით.
* ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან ან შეიძლება, სხვებთან საერთო ინტერესი თუ კერძო ინტერესი ჰქონდეთ ამა თუ იმ საკითხის მიმართ – ან რომლებსაც, შეიძლება, ეხებოდეთ ამ საკითხის შედეგი – აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის შესახებ.
* ფსიქოლოგიურად აზრი ძირითადად კერძო ინტერესით განისაზღვრება. მოვლენებს, სიტყვებს ან სხვა სტიმულებს მხოლოდ იმდენად შეუძლიათ გავლენა იქონიონ აზრზე, რამდენად ცხადადაც არის გამოხატული მათი კავშირი საკუთარ ინტერესთან ან ზოგადად პრობლემასთან, საზოგადოებრივი შეშფოთების საგანთან.
* საზოგადოებრივი აზრი ვერ ინარჩუნებს აღმავლობასა