13 თავი ა ხალი ტექნოლოგიები - საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
ამ თავში განხილული საკითხები:
ახალი მრავალფუნქციური საშუალებების გამოყენება
კომპიუტერი ინტერნეტი
ინტერნეტი და საზოგადოებასთან ურთიერთობა ინტერნეტის
ძირითადი ასპექტები ინტერნეტის პრობლემები
კომპიუტერის გამოყენების სხვა ასპექტები
კარნახი და ხმის წარმოქმნა საექსპერტო სისტემები
საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის საშუალებები
სამაგიდო საგამომცემლო სისტემა მისამართების სიები ონლაინკონფერენციები გრაფიკები,
დიზაინი და ფოტოგრაფია ფაქსის გაგზავნა
საინფორმაციო რელიზების გავრცელება
საინფორმაციო ვიდეოდა აუდიორელიზების გავრცელება ტელევიზიის,
რადიოსა და ვებმონიტორინგის სამსახურები
ტელეკონფერენცია ვებკონფერენცია სატელიტური მედიატური
სხვა საშუალებები
მობილური ტელეფონები პერსონალური
ციფრული ასისტენტი მეხსიერება:
CD-R/RW, DVD-R/RW და ფლეშმეხსიერება
ელექტრონული დაფები
მზერა მომავალში
მომხმარებლის მიერ შექმნილი შინაარსი:
სოციალური მედია და ვებ 2.0
ახალი მრავალფუნქციური საშუალებების გამოყენება
ამ თავში წარმოდგენილი განვითარებული და ინოვაციური ტექნიკური საშუალებების გამოყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში პროფესიულ მეთოდებს აყალიბებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ტექნიკის წარმატების საწინდარი მისი სწრაფი და ოსტატური გამოყენებაა. ახალი ტექნოლოგიების ბუმი დიდ შესაძლებლობებს იძლევა საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებისთვის. მათ წინამდებარე თავში განვიხილავთ. თუმცა ეს შესაძლებლობები ვერასდროს შეცვლის გონივრულად დაგეგმილ სტრატეგიას და საგულდაგულოდ შედგენილი სახელმძღვანელო პროგრამის თანმიმდევრულ შესრულე- ბას.
„ პიარ-რეპორტერის “ მიერ შეკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ძირითადი ტენდენციაა. მრავალგვარი ციფრული მოწყობილობა საშუალებას აძლევს წარმატებულ და ამბიციურ პრაქტიკოსს, ჩართული იყოს გარე საკომუნიკაციო პროცესებში. ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს საზოგადოების უფრო ზუსტ და მყისიერ ინფორმი-რებას, რაც განაპირობებს პრაქტიკოსისა და დამსაქმებლის წარმატებას კონკურენციაში ან დაწყებული კრიზისის მოგვარებაში. იმავდროულად, საზოგადოებასთან ტრადიციული ურთიერთობა უკვე გამოცდილია ჟურნალისტების მიერ და ამიტომ უფრო მისაღებია მათთვის. მიდლებერგ/როსის (Middleberg/Ross) მიერ ეროვნული მასშტაბით ჩატარებული ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგების თანახმად, ინტერნეტი სწრაფად ზრდის საზოგადოებასთან ურთიერთობის წყაროებისაგან საინფორმაციო რელიზების, სიუჟეტური იდეებისა და აუდიოდა ფოტომასალების მიღების შესაძლებლობას.
მედიაში ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დამყარდეს პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან, მედიის „ კარიბჭის მცველებისა “ და მათთან თანამშრომლობით გამოწვეული პრობლემების გვერდის ავლით. ათასობით კომპანია, ორგანიზაცია, მედიასაშუალება და პიროვნება ინტერნეტქსელით ატყობინებს სამყაროს საკუთარი არსებობის შესახებ, ყიდის საქონელს, ეწევა საკუთარი იდეების პოპულარიზაციას, ურთიერთობს ინტერნეტის ათობით მილიონ მომხმარებელთან მთელ მსოფლიოში. ბევრი ახლად დამკვიდრებული ტექნოლოგია ინტერაქტიულია, იძლევა ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან პროფესიული ურთიერთობისთვის. იმის ნაცვლად, რომ ტელეპროგრამებსა და საკაბელო სისტემებზე იყოს დამოკიდებული, მაყურებელს შეუძლია შეუკვეთოს ვიდეოფილმები (pay-per-view movie) და მიიღოს შესაბამისი მომსახურება ან უმტკივნეულოდ ცვალოს თავის ტელეეკრანზე ტელეგადაცემები მაღალი სიჩქარის ინტერნეტით. ახალი ამბები, მუსიკა, კინოფილმები, ინტერნეტვიდეო „ იუთიუბიდან “ ან სხვა ინტერნეტწყაროებიდან, ვიდეოთამაშები, სარეკლამო თამაშები და ვებბრაუზინგი ახლა ინტერნეტით პირდაპირ მულტიმედიურ პირად კომპიუტერს (entertainment PC) მიეწოდება. მათი მიღება უკაბელო კავშირით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით სახლის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება. სახლის კომპიუტერი სულ უფრო ხშირად ასრულებს არა მხოლოდ ტექნიკურად აღჭურვილი სამუშაო ადგილისა და შეტყობინების მიღებისა და გაგზავნის უსწრაფესი საშუალების ჩვეულ ფუნქციას, არამედ საინფორმაციო და გასართობ პორტალად იქცევა მთელი ოჯახისთვის. ინტერნეტის გამოყენების ეს ძირითადი მიმართულებები ზრდის საზოგადოებასთან ურთიერთობის შეტყობინებების აუდიტორიას, რადგან სამუშაო ადგილზე მიღებულ შეტყობინებას ემატება ინტერნეტით სახლში მიღებული მედიაშინაარსები, რომ არაფერი ვთქვათ პორტატული ციფრული პერსონალური ასისტენტით (PDA) და მრავალფუნქციური მობილური ტელეფონით მიღებულ შეტყობინებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი დედამიწაზე ყველგან აღწევს, ციფრული ტექნიკის გავრცელების თვალსაზრისით სერიოზული უთანასწორობა სუფევს, რაც სტრატეგიულ პრობლემას შექმნის, თუ საკომუნიკაციო რესურსები მხოლოდ ახალი ან ძირითადად ახალი მედიაარხებით გავრცელდება. ასე შეიძლება შეტყობინებამ ვერც მიაღწიოს ძირითად ჯგუფებამდე. ინტერნეტი ყველაზე მიმზიდველია იმ ახალ ელექტრონულ საშუალებათაგან, რომლებიც ზოგადად ცვლის კომუნიკაციის პროცესს და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკას ახალი საშუალებებით ამდიდრებს. სხვა ციფრულმა ტექნოლოგიებმა რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვაში. ამ თავში გამოკვლეულია, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ბოლო მიღწევების გამოყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნების განსახორციელებლად. როგორც 13.1 ცხრილიდან ჩანს, ახალი ტექნოლოგიები ზემოქმედებს მედიაზე და, საბოლოო ჯამში, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე
პრაქტიკული ნიმუში
ეთიკა
ვის ეხება ციფრული წყალგამყოფი?
ჟურნალ „ Monde Diplomatique “ -ს ამ სარედაქციო წერილში გამო ხატულია წუხილი ციფრული ტექ ნოლოგიების გავრცელების სფეროში მსოფლიოში არსებულ უთანასწორო ბაზე. გაეცანით სარედაქციო წერილში გამოთქმულ პოზიციას და განიხილეთ წარმოდგენილი პრობლემა.
ინტერნეტი სულ რაღაც 10 წლის წინ გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ამ მცირე ხნის განმავლობაში ინტერნეტმა ისეთი რევოლუციური ძვრა გამოიწვია