თანამედროვე პირობებში ვითარდება. წარმოების პირობების დიალექტიკა ეკონომიკაზე არანაკლებად ზედნაშენშიც მჟღავნდება. ამის გამოა სწორედ, რომ მცდარი იქნებოდა ასეთი თეზისების საბრძოლო დანიშნულების უგულებელყოფა. ისინი მთელ რიგ ტრადიციულ ცნებას უკუაგდებენ, იქნება ეს შემოქმედებითობა თუ გენიალურობა, მარადიული ღირებულება თუ საიდუმლოება, რომელთა გაუკონტროლებელი – დღესდღეობით კი რთულად გაკონტროლებადი – გამოყენება ფაქტობრივი მასალის ფაშისტური მიზნით დამუშავებას იძლევა. შემდგომი მსჯელობებით ხელოვნების თეორიაში შემოტანილი ახალი ცნებები უფრო ჩვეულთაგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი ფაშიზმის მიზნებისათვის აბსოლუტურად გამოუსადეგია. პირიქით, ისინი ხელოვნების პოლიტიკაში რევოლუციური მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად შეიძლება გამოვიყენოთ.
ხელოვნების ნაწარმოები პრინციპულად ყოველთვის რეპროდუცირებადი იყო. ადამიანებს ყოველთვის შეეძლოთ მიებაძათ საკუთარი შემოქმედებისათვის და ასეთ რეპროდუქციებს ამზადებდნენ კიდეც: მაგალითად, მოწაფენი – თავიანთი ხელობის დასახვეწად, ოსტატნი - გინდ დაიქცეს ქვეყანა ამბობს ფაშიზმი და ტექნიკით შეცვლილი გრძნობადი აღქმის მხატვრულ დაკმაყოფილებას, როგორც ამას მარინეტი აღიარებს, ომისაგან მოელის. ასეთია, როგორც ჩანს, ლ’არტ პოურ ლ’არტ-ის სრულქმნა. კაცობრიობა, ოდესღაც ჰომეროსთან ოლიმპიური ღმერთების ჭვრეტის ობიექტი, ახლა ასეთად საკუთარი თავისათვის იქცა. მისმა თვითგაუცხოებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ საკუთარ განადგურებას ის უმაღლესი რანგის ესთეტიკურ ტკბობად განიცდის. ასეთი ვითარება გვაქვს პოლიტიკის ესთეტიზაციის შემთხვევაში, რასაც ფაშიზმი მიმართავს. კომუნიზმი მას ხელოვნების პოლიტიზაციით პასუხობს.