ავტორის წინასიტყვაობა
დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი
ნახატი გარეკანზე : კოტე მიქაბერიძე
რედაქტორი და გამომცემელი:სოსო დუმბაძე
მეორე გამოცემა, 2010
© საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა., 2009
www.sa-ga.org
იმათი უმრავლესობა, ვისაც ამ პატარა წიგნში ვიგონებ, აღარ არის ჩვენ შორის. თუ რა კეთილი გავლენა მოუხდენიათ მათ ჩემზე, ამ მოგონებიდანაც კარგად ჩანს. მაშინდელი, ე.ი. ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი, ყველაფერი შესანიშნავი იყო: შეხვედრები, კამათი, სუფრები, გატაცება პოეზიით, მუსიკით, წიგნით, რომანტიკული გაზვიადებებით, თავგანწირვის სურვილით და ა.შ. დიახ, ყველაფერი მშვენიერი იყო. ურთიერთობები ჩნდებოდა თითქოსდა უმიზეზოდ, თავისთავად. მადლობელი ვარ იმათი, ვისაც ვიგონებ. ისინი მიმსუბუქებდნენ ცხოვრების მძიმე წუთებს. ახლა კი მიმსუბუქებენ უმძიმეს წუთებს - წუთისოფელთან გამოთხოვებას.
მადლობელი ვარ სოსო დუმბაძის, გულისხმიერი ყმაწვილი კაცის, რომელმაც ყურადღება მიაქცია პრესაში გამოქვეყნებულ ჩემს მოგონებებს და გადაწყვიტა მათი შეკრება და გამოცემა. აგრეთვე, მადლობას მოვახსენებ გაზეთ „თბილისის“ ჟურნალისტს, ლიტერატურისა და კულტურის განყოფილების გამგეს, ქალბატონ მარინა მაისურაძეს, ვისი ხელშეწყობითაც ქვეყნდებოდა ამ გამოცემაში თავმოყრილი წერილების ერთი ნაწილი.
ყველას ვუსურვებ სიკეთეს და სიხარულს. მართალია, სიხარული ცოტაა ამქვეყნად, მაგრამ ეს ცოტაც ბევრ ცუდს გადაწონის ხოლმე.
რეზო კვესელავა