ნ
ნაავადარ-ი ნაავადმყოფარი. ფიგურ. ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი (ანა).
ნაათალ-ი ძვ. მეათედი. „არა ამისთვის მოგახსენებ, ლეონს შენგან ბოძება აკლდეს,... არცა ნაათალს ღირსა იგი“ (საბა).
ნაასალ-ი ძვ. მეასედი. „სიყვარულს ხომ მაინც მიუხვდებოდი... თუნდა ნაასალი მადლიც გიორგისა არა სცხებოდა“? (ილია).
ნაბად-ი მოთელილი მატყლის წამოსასხამი. „თეთრ მოკლე ნაბადს ქვემოთ მოჩანდა თეთრი გულისპირი (ნ. ლორთქ.). [გედიამ] ჩაიარა შეთეს... სახლის წინ დათოვლილი ნაბდით (გ. ლეონ.).
ნაბახუსევ-ი ნაღვინევი, ნასვამი. „ნაბახუსევს ჩამეძინა მალე“ (ჭ. ამირეჯ.).
ნაბინავარ-ი 1. ვინმეს ნაცხოვრები ადგილი, - ნასახლარი. „ამაღამ ...ამოხვალ ანტონეს ნაბინავართანო“ (რ. ინან.). 2. ადგილი, სადაც ადრე ბინა, ცხვრის სადგომი იყო. [ცხვრები] ნაბინავრებში და ბაკებში დალასლასებდნენ შიმშილით მიხრწნეულები (თ. რაზიკ.).
ნაბიჯით მიჰყავს (ცხენი) ნელა, ჭენების გარეშე მიჰყავს (ცხენი). ცხენი ლაგამს ღრღნის, ...ლამობს ჩორთზე გადავიდეს, მაგრამ მე თავს ვუჭერ და ნაბიჯით მიმყავს
(მ. ჯავახ.).
ნაბულ-ი ძაღლის (ქორის) შემართვა საკბილოზე თავდასახმელად, - კამარის შეკვრა, ნახტომი (განაბვით). [ლეონმა ჯუმბერი] ქორსა და ქორის ნაბულს ადევნა (საბა).
ნაგაზ-ი დიდი ტანისა და ავი ჯიშის ძაღლი, ეზოსა და საქონლის დარაჯი. „მონადირე არ გახლავს, უბრალო შავი ნაგაზია“ (დ. კლდ.). ფინიები... გამოუცვივდნენ ნაგაზს და ყეფით დაედევნენ (ა. სულაკ.).
ნაგალ-ი კუთხ. გათელილი, გაქელილი. ღამ-ღამ ხედავენ სურათსა ზვავისგან ნაგალს გორაში (ვაჟა).
ნაგემ-ი რის გემოც გაიგეს, რაც იგემეს, ნაგემები. ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად (ა. ჭავჭ.).
ნაგეშ-ი დაგეშილი, გაწვრთნილი გეშის, კვალის აღებაში. „[დავითს] ხელზე ლამაზი ნაგეში მიმინო უზის და ნადირობს“ (ილია).
ნაგულებ-ი კუთხ. შეგულებული, შერჩეული. [სიმონა] ზამთარში იჯდა ყალიონით პალატის ბუხრის პირას მისგან ნაგულებ ადგილას (დ. კლდ.).
ნად-ი ერთობლივი შრომა ვინმეს მამულში, ერთმანეთის დახმარება (ბოლოს სუფრა), - მამითადი. ააშენა ღმერთმა ნადი, ...ბევრი იმღერეს, იცეკვეს, ...წლის სარჩო სიმინდი გადაარჩიეს (ნ. ლორთქ.). მუნჯი ბაჩუას ობლად დარჩენილ ყანას... დღეს ოცი კაციდან შემდგარი ნადი შესეოდა (ლ. ქიაჩ.).
ნადელ-ი [რუს.] ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ გლეხისათვის იჯარით მიცემული მიწა. დიდი მამულების პატრონები... დაავალა ამ წესდებამ, რომ [გლეხკაცებისათვის] მიეცათ ნადელი
(ა. ყაზბ.).
ნადურ-ი სიმღერა, რომელსაც მღეროდნენ ნადის წევრები. ნადურს შუა სულის მოთქმის დროს ნადი იგონებდა ბაჩუას და სწუხდა მის სიკვდილს (ლ. ქიაჩ.).
ნავ-ი ძვ. გემი. [იოვანე] წარვიდა, რაყთა პოვოს ნავი კერძოთა სპანიისათა მიმავალი
(გ. მთაწმ.).
ნავალ-ი კვალი. ეგრეთ იქმნების აღხოცილ ამ სოფლით მისი სახელი, გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი
(გ. ორბ.).
ნავარდ-ი სწრაფი ჭენება (ცხენისა). [ცხენი] ჯერ გაქანებული ჩორთით მივუშვი და მერმე ნავარდზე გადავიყვანე (მ. ჯავახ.).
ნავთქურა გასათბობი (და საჭმლის მოსამზადებელი) ხელსაწყო ნავთითა და პატრუქებით. ერთი „კუშეტკა“ გვედგა, ...ერთი მაგიდა, ...კარს უკან - ნავთქურა
(რ. ინან.).
ნავტიკ-ი ტიკებზე სახელდახელოდ გამართული პატარა ტივი. გერმანელთა... ზარბაზნებმა მდინარეზე დაგებული ნავტიკები გაგვინადგურა (კ. ლორთქ.).
ნაზირ-ი [არაბ.] მმართველი, გამგებელი, მინისტრი მეფის კარზე. ამაღამ ნაზირს ვეწვევითო (საბა).
ნაზირ-ვეზირ-ი ნაზირი და ვეზირი. ხელმწიფეს გაუხარდა იმ ყმაწვილის პოვნა, გაუგზავნა თავისი ნაზირ-ვეზირები და თავისთან დაიბარა (ზღაპ.).
ნაზმაზუნა ძალიან ნაზი, მგრძნობიარე (გული). ისე ამოიოხრა, ...გული თან ამოატანა, ნაზმაზუნა გული, აწ დაბზარული (ვ. ბარნ.).
ნაზსათუთად ნატიფ-ი ნაზად, ფაქიზად, სანიმუშოდ გამოყვანილი, გამოკვეთილი. ყვავილებიც... იმდენია ნაზსათუთად ნატიფები (ანა).
ნაზუქ-ი თონეში გამომცხვარი რძეში, ერბოსა და კვერცხში მოზელილი ნამცხვარი. [იოსება] ერთ მუჭა წიწიბოში ერთ ნაზუქს... გვართმევდა (რ. ინან.). მაგ ჩემ გამომცხვარ ნაზუქებს ღმერთი ტკბილად შეგარგებსა (ხალხ.).
ნათავარ-ი „ფარაში პირველად მოგებული ყველაზე დიდი მამალი ბატკანი, რომელსაც ძველად, ჩვეულებრივ, ხატის შესაწირად ტოვებდნენ“ (ქეგლ). აბელმაც მიართვა [უფალს] თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი (ბ. სულაკ.,
თ. ქიტოშ., VII კლ.).
ნათელთევზა 1. ზვიგენი. მეზღვაურმა ზღვაში შეამჩნია ხომალდს ადევნებული უშველებელი თევზი... „ნათელთევზა უნდა იყოს!“
(ნ. კურდღ. თარგმ.). 2. ზღაპრული მანათობელი თევზი. [ელიოზს] დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა, ...მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო ხელთ და ვერა (გ. ლეონ.).
ნათელ-იღებ-ს ძვ. ქრისტიანული წესით მიიღებს ნათელს, - მოინათლება. ისწრაფა... [ჰაბომ] მიახლებად ქრისტჰსა და ნათელ-იღო (ჰაბო).
ნათელ-მირონ-ი მონათვლით დაკავშირებული პირები, ოჯახები. „შენ ჩემი ნათელ-მირონი ხარ“ (ილია).
ნათელ-მირონს შეიტანს (ოჯახში) მონათლავს ოჯახის რომელიმე წევრს. [თიმსალ-მაკომ] ზოგიერთ ოჯახში ნათელ-მირონიც კი შეიტანა (აკაკი).
ნათელმირონობა მონათვლით დაკავშირება, დაახლოება პირებისა, ოჯახებისა. გარდა ნათელმირონობისა თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა (აკაკი).
ნათელღებულ-ი მონათლული. ეუწყა მთავარსა მას... ნეტარისა ჰაბოყსთკს, რამეთუ ახალ ნათელღებულ არს (ჰაბო).
ნათელ-ს-ცემ-ს