იტვირთება...

სკნელ(ებ)ი

ნატა ვარადა

6,833 ნახვა
5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ნატა ვარადას პოეტური სიზმრები ერთ წიგნში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნატა ვარადამ იპოვა თავისი სტილი, მიაგნო თავის თავს მხატვრულ-პოეტურ სტიქიაში. მას აქვს თვითგამოხატვის წესი, ნება და უნარი. ნატა ვარადა არის ნათელხილვის ოსტატი, რომელიც ლექსს კი არ სწერს, არამედ აშენებს, აღმართავს, აყალიბებს როგორც თვითკმარ სივრცეს, სადაც ახალ სიცოცხლეს ანიჭებს მითო-პოეტურ სიმბოლოებს... პოეტურ ტექსტებში ეთერის, ყამარის, ცამცუმის, მესეფის ასულთა თუ სხვა ზღაპრულ-მითოლოგიურ პერსონაჟთა გამოჩენა იმას მოასწავებს, რომ დესტრუქციის სულიდან იბადება მხატვრული სინამდვილე. ფრანგმენტი წარმოადგენს მთელს. ვარადასეული მანერა, პოსტმოდერნისტული ციტირების ხერხს მოგვაგონებს, სინამდვილეში მიზნად ისახავს მითის დეტალებად დაშლას და ამ დეტალებიდან ახალი, სუბიექტური რეალობის შექმნას. მის ლექსში ენობრივი, ინტონაციური და აზრობრივი ნიშნები შერწყმულია ჰარმონიად, რომელიც ემსახურება ესთეტიკურ ფასეულობათა მხატვრულ გაფორმებას. ნატა ვარადას ეპიკურ ხილვებში არის წესრიგი, სისტემა, სიუჟეტი, დინამიკა და მიწიერება. წესრიგი იმისათვის, რომ სიტყვა და იდეა თანხმიერი იყოს; სისტემა იმისათვის, რომ ფოლკლორულმა არქიტიპმა პოეტურობა შეინარჩუნოს; სიუჟეტი იმისათვის, რომ იდეამ იცოცხლოს; დინამიკა იმისათვის, რომ მკითხველმა აღქმის რიტმი არ დაკარგოს; მიწიერება იმისათვის, რომ ზეცა არ გაქრეს თვალთახედვიდან და შედგეს რეალობა, პოეტური რეალობა. ივანე ამირხანაშვილი, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა”, 27 ივლისი, 2012. #15 (171)
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სკნელ(ებ)ი
ავტორი:
გამომცემელი:
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
6833
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]