ინტერპრეტაცია №1
ერთი იგავია მათეს სახარებაში. სამარიელი ქალი, ქალაქ სიქარში, თვლაარეულ მერამდენე ქმრის სახლიდან გამოსულა და ჭასთან მივიდა, თიხის ჭურჭლით ხელში, წყაროს ამოსაღებად. ნახა იქ მჯდარი ახალგაზრდა კაცი იუდეველთა ტომიდან. ცხელოდა და შუადღის მზისგან ძალღონე გამოცლილმა ჭაბუკმა ქალს წყალი სთხოვა. იუდეველებს ჩვენი ტომის ქალები ხმასაც არ სცემენ და წყალს როგორ დაგალევინებო, გაიკვირვა ქალმა. ხოლო იესომ უთხრა, შენ რომ იცოდე სიცოცხლის წყალს მომთხოვდიო, ქალო.. ხოლო ღმერთი რომ სულია, მას შემდეგ გაანდო, რაც ქალს თავისი წარსული მოუყვა და გააკვირვა.
ამ ბიბლიური ამბავიდან სხვა თუ ვერაფერი ის მაინც უნდა გავიგოთ რომ სულია ღმერთი და ჩემი სული ანუ ღმერთი, როდესაც პოეტმა ჩაიფიქრა, სულიწმინდის ძალით, განა ეს მისტიური ხილვ არ არის?!
ჩემი სული განაპირა მდინარეა - განა, რომელი?! სიცოცხლის წყაროს შენაკადი?!
რაფსოდია №1
- ჩემი სული განაპირა მდინარე; -
ბატონების ნანინა და იავნანა, კიდევ საქორწილო, კიდევ ომში წამსვლელთა, კიდევ სატრფიალო, ყველა ადამიანურ თავგადასავალს თავისი ამომღერება ერთვის. დაჯდება აღაზა ალუდას ცხედრის შორი-ახლოს და მოსთქვამს და მისი ნატირალი, გულის ფსალმუნებრივი ამომღერებაა. თუნდაც თეონა ქუმსიაშვილის განსვლა მდინარის გზით და მისგან დატოვებული სიმღერა, გულის ტალღების გამომწვევი, აქეთ ნაპირზე გამორიყულ-დარჩენილი განგების ნებით, ესეც ხომ, თავად ცხოვრებიდან ტაეპი, პოეზიია.
როგორც ჩანს, ნინო სადღობელაშვილის სულმაც ამოიმღერა, როცა ირგვლივ, ჯოჯოხეთის კარი მოღიავებულია, როცა ადამიანები გაურბიან ღამის დეპოებზე მელკიადესის მატყუარა ბოშების ვნებიან, აშმორებულ მზერას, და როცა, სადღაც სიშავეში გექაჩება ბრუნავი-მორევი გარემო, მოგწვდეს ხმა, პოეზიიდან, როგოც გამოწვდილი ხელი წყალგამყოფზე გადმოგიყვანოს.