ბილიკები - * * *(მე ის კაცი ვარ ვინც სიზმრებში ხედავს ტრამალებს) „იყუჩე და მოკვდი“
ალფრედ დე ვინი
მე ის კაცი ვარ ვინც სიზმრებში ხედავს ტრამალებს
ვინც უდაბნოში დამშრალ ჭასთან წამით ყოვნდება
მე ის კაცი ვარ ვისაც სხვებთან მარტოდ ყოფნა სურს
ვის ყველა უყვარს და ვისაც სურს თავი ანებონ
რჩევებით და შეგონებებით
მე ის კაცი ვარ გაქცეულ კურდღელს რომ თანაუგრძნობს
თუმცა კი უნდა თვითონ იყოს სხვებზე ძლიერი
მე ის კაცი ვარ საკუთარი ბავშვობა დამპალი ტოტივით
ვინც მოიკვეთა
რომელიც ფესვებს ხის სიცოცხლეს ზედ არ უყურებს
მე ის კაცი ვარ ლექსიკონში სიტყვა ბევრი-ს წაშლა რომ უნდა
მე ის კაცი ვარ ვინის მგელს რომ ეთაყვანება
მე ის კაცი ვარ ერთი რომ დგას ასის წინაშე
და ასივენი დუჟმომდგარნი ქვებით ჩაქოლვას ემუქრებიან
როგორც კაენს ჭკუათხელი აბელის მსაჯულს
მე ის კაცი ვარ რომელმაც იცის რომ ვერ იტანენ
მარტოსულებს ადამის შვილნი
ბერს დაყუდებულს ხრიოკ მიწაზე ანდა იესოს მარადიულ ერთს
მე ის კაცი ვარ ვის არაფრის არა აქვს დარდი
მე ის კაცი ვარ ვინც ატარებს ათასის სევდას
მე ის კაცი ვარ ვინც სიზმრებში ხედავს ტრამალებს
რომელსაც უნდა სხვებთან ყოფნა და არის მარტო