უფალი გვაბრთხილებს, რომ ჩვენ ვკარგავთ მორალურ თავისუფლებას, ვხდებით მდაბალი მოთხოვნილებების მონები და ვკლავთ ჩვენს სულს საუკუნო სიკვდილით. ასეთი სრული სულიერი მონობისაკენ მიჰყავთ ადამიანები თანამედროვე მსოფლიო რევოლუციის ბელადებს. მათი სწავლებები და მოწოდებები ღაღადებენ ერთობასა და ძმობაზე, მაგრამ სინამდვილეში ისინი ცდილობენ მიმართონ ადამიანები ერთი მატერიალური კეთილდღეობისაკენ, რათა განაშორონ ყოველ ამაღლებულს, მორალურ და რელიგიურ მისწრაფებებს. როდესაც ადამიანისთვის ერთადერთ ღირებულებად იქცევა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, მაშინ ის სრული მონა შეიქნება იმისი, ვინც მისცემს ამ კეთილდღეობას. ხალხის მატერიალურად დაკმაყოფილება, ანიქრისტეს გაუმყარებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას, რამეთუ არსებობის ყველა შესაძლებლობა მის სრულ განკარგულებაში აღმოჩნდება. ის უხვად დაურიგებს მატერიალურ სიკეთეებს მხოლოდ თავის მიმდევრებს, დამქაშებს და იმ ადამიანებს, რომელსაც არ ძალუძს მოთმინება, არ გააჩნია სულიერი და პრინციპული სიმყარე. ისინი იძულებით დაემორჩილებიან მის ნებას: ”... აიძულა ყველა - პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე, რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი, მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი”( გამოცხ.თ.13, 16, 17 ).