მართალია, ისტორიული პროცესი, როგორც ერთგვარი აუცილებლობის გამოხატულება, გარკვეულწილად, ზეპიროვნული ხასიათსატარებს, რადგან რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო, მაგრამ რამდენადაც ყველაფერი ადამიანის ნებით და ხელით კეთდება, არ არის სულერთი, როგორი პიროვნებები არიანჩართულნი ამ პროცესში, მითუმეტეს, თუ საქმე ისეთ გარდამტეხ ეპოქას ეხება, როგორიც ქვეყნის გაქრისტიანებაა. ჩვენი ტექსტის ამ თვალსაზრისით და ამ კუთხით წაკითხვა არამხოლოდ პროცესის მონაწილეთა ინდივიდუალურ თვისებებს და ზოგადი პრობლემისადმი მათ ეკსისტენციალურ დამოკიდებულებას გაგვაცნობს, არამედ იმ თავისებურებებსაც,რომლებითაც ქართლის მოქცევა განსხვავდება ჩვენი ახლობელი თუ შორეული მეზობლების მოქცევისგან.
მეორე პრობლემა, რომლის შესწავლის ცდა მოცემულია ჩვენს ნაშრომში, არის ამ პიროვნებათა და მათთან ერთად ხალხის („სიმრავლე ერისა“) დამოკიდებულებასიწმიდისადმი, რომელიც ახალ რელიგიურ მენტალობას მოითხოვს და, იმავდროულად, აყალიბებს მას. პიროვნებათა და დემოსის ქმედებანი, შეგნებულად თუ სპონტანურად,მიმართულია ქვეყნის, უფრო სწორად, მცხეთაში განსახიერებული ქვეყნის, ლანდშაფტის გარდასაქმნელად. ჰიეროფანიები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,ახალ ამოცანას და გამოწვევებს უყენებს როგორც მოძრაობის წინამძღოლებს, ისე „სიმრავლეს ერისა“. ჰიეროფანიები მატერიალურ განხორციელებას პოულობს ჰიეროტოპიულშემოქმედებაში, რომელშიც ჩაბმულია მთელი ერი. ენთუსიასმი, რომელიც აერთიანებს ერის ყველა ფენას, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ყოველ მონათხრობში გამოსჭვივის.
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ყოველ პასაჟს, მთელ ტექსტს მსჭვალავს ახალი ჟამის განცდა, რომელიც ერთგან მის კულმინაციაში გამოხატულია შეძახილით „ნეტარ მას ჟამსა, რაჲიგიიქმნებოდა“. ეს ჟამი არის ბერძნული კაირ3“, რომლითაც ბერძნულმა ენამ, როგორც პაულ ტილიხი წერს, გამოხატა შინაარსით და საზრისით დატვირთული დრო, განსხვავებითქრონოსისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულ და ცარიელ წამთა თანამიმდევრობის აღმნიშვნელია. „არ არის შემთხვევითი, რომ სიტყვამ კაიროს შეიძინა აზრისსიღრმე და შევიდა სიტყვახმარებაში მას შემდეგ, რაც ბერძნული ენა გახდა ის ჭურჭელი, რომელმაც მოიცვა იუდაიზმისა და ადრეული ქრისტიანობის ისტორიული დინამიკითდამუხტული სული ახალ აღთქმაში. მისი კაიროსი ჯერ არ იყო მოსული, ითქვა იესოზე, და მერე კი ერთხელაც მოვიდა 6ნ კაირ0 (კაიროსში), დროთა აღვსების წამს. მხოლოდაბსტრაქტულსაგნობრივი რეფლექსიისთვის არის დრო ცარიელი ფორმა, რომელიც შეიძლება ნებისმიერი შინაარსით აივსოს. მაგრამ სიცოცხლისა და შემოქმედებითიხდომილების შეგნებისთვის დრო დამუხტულია დაძაბულობით, შესაძლებლობებებით და შეუძლებლობებით, თვისობრივია და სავსეა შინაარსით. ყველა დროს ყველაფერი არარის შესაძლებელი, ყველაფერი ჭეშმარიტი არ არის ყველა დროში... სხვადასხვა დროში სოფელი სხვადასხვა კოსმიური ძალების ხელშია“ [ტილიხი:10].
აი, ამგვარად გაგებულჟამს, რომელიც უცხო ქალმა მოიტანა მცხეთაში და მის შემოგარენში, განიცდის დიდი და პატარა, მდაბიორი და წარჩინებული, პიროვნებანი და „სიმრავლე ერისა“ თავისერთიანობაში, ანუ „ყოველი ერი“, არა უბრალო სიმრავლე, ბევრი ხალხი, რომელიც სხვა ჟამს შეიძლება ყოფილიყო მასა, როგორც ბრბო და ამბოხი, ერთმანეთთანდაუკავშირებელ თუ ეფემერულად დაკავშირებულ ადამიანთა კრებული, არამედ ეკსისტენციალურ საფუძველზე შედუღაბებული ერთობა. ჟამის, როგორც კაიროსის, განცდა არისერთერთი ფუნდამენტური ნიშანი, რომელიც არსებითად განასხვავებს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტს ნარატივისგან, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გაქრისტიანების პირველნაბიჯებს გადმოსცემს.
ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ჭეშმარიტება, რომ ყოველ ჟამს გამოხატულების თავისი ენა აქვს. ნუმადენის ფიუსტელ დე კულანჟიმოუწოდებს ისტორიკოსებს, რომელთაც მიზნად დაუსახავთ რომელიმე ეპოქის ადეკვატური განცდა, დაივიწყონ ყველაფერი, რაც მათ ამ ეპოქის შემდგომი ისტორიიდან იციან.ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ისტორიკოსი გარკვეულწილად და შეძლებისდაგვარად უნდა განეყენოს იმ ენასაც, რომელიც მისი ეპოქისთვის არის დამახასიათებელი. მართებულიიქნება, თუ ჩვენს ერუდიციას და განსწავლას და იმ ინტერესებს, რანიც დრომ მოიტანა, არ მივაწერთ არც წყაროს და არც პიროვნებებს, რომლებიც ჩაბმულნი არიან ისტორიულპროცესებში. ყველა ეპოქას თავისი მენტალობა, ხედვა და გამოხატვის ენა აქვს. განსაკუთრებით ეს ითქმის „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიმართ. მისი სახით ჩვენ გვეძლევაშესაძლებლობა მოვუსმინოთ ისტორიული პროცესის უშუალო მონაწილეებს, რომლებიც ამავე დროს ტექსტის ავტორებიც არიან. ისტორიკოსი არ გაუშვებს შანსს, რომდაეკითხოს მათ, რათა მიიღოს მათგან ადეკვატური პასუხი მათ შესაძლებლობათა თუ შეუძლებლობათა კვალობაზე. ასეთ პასუხს კი მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ კითხვა სწორადიქნება დასმული, არა ჩვენი საკუთარი, არამედ მათი ეპოქის ინტერესებიდან, ცოდნიდან და პრობლემატიკიდან გამომდინარე. ამოცანას აადვილებს ან, შესაძლოა, ართულებდესკიდეც ის გარემოება, რომ აქ ერთმანეთს ემთხვევა ქმნადობა რეალობისა და ქმნადობა ტექსტისა ეს ორი ქსოვილი ერთმანეთზეა დადებული.
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“, როგორც ლიტერატურული ქმნადობის შედეგის, სახით ჩვენს ხელთაა უნიკალური პოლიფონიური ტექსტი, რომელიც სხვადასხვა კუთხიდანაშუქებს ახალ ჟამს, რომელიც ქვეყანაში განმანათლებელმა ქალმა მოიტანა. რაიმე რიტორიკის გარეშე, რედაქტორი, რომლის ხელში გაიარა ერთ ათეულზე მეტმამონათხრობმა (და, ვინ იცის, რამდენი ნარატივი და წერილი დარჩა კორპუსის გარეთ), თითქოს იყენებს ფაქტების გადმოცემის სახარებისეულ მეთოდს: თითოეული მთხრობელითავისი გამოცდილებით, ცოდნით და ინტერესით, საკუთარი ხედვის კუთხით გადმოცემს მოვლენებს და, თუ მონათხრობები ყველა დეტალში არ ემთხვევა ერთმანეთს, სწორედ ესდაუმთხვევლობა უნდა ჩაითვალოს წყაროს სპონტანურობისა და ავთენტურობის საბუთად, კერძოდ, იმის ნიშნად, რომ იგი სწორედ მასში აღწერილ ხდომილებათა ეპოქასეკუთვნის და არა მისგან დაშორებულ ხანას, როცა „მოქცევაჲს“ ნარატივის წინაუკმოობით შეცბუნებულ გვიანდელ ჰაგიოგრაფს შეუძლია საკუთარი ეპოქის ნორმებით გამართოსტექსტი.