იოანე ზოსიმე - გუნდნი იგი ზეცისანი გუნდნი იგი ზეცისანი
გუნდნი იგი ზეცისანი
შენ, წმიდასა, განწყობითნი
გიგალობენ:
მე უღირსი შეგივრდები,
რათა ვიყო მათთანავე
შენგან უძაგ,
ესე შესხმა სულიერი,
შენ მიერვე მოცემული,
კაცთა მიერ მოღუაწეთა
ფრიად სიბრძნით გამოთქუმით[ა]
შეიწირე ჩემ მიერცა
კაცთ-მოყვარე.
ორთა მიერ ბრწყინვალეთა
ღმრთისა კაცთა, სასურველთა
სიღრმითა მით გულისაჲთა,
სათნოდ ღმრთისა შეკრებილი,
ვითარცა რაჲ მარგალიტი
ურიცხჳსა სასყიდლისა,
ჩუენ მოგუეცა მორწმუნენო,
რათა ჩუენცა ვიხარებდეთ
შუენიერად დატკბობილნი,
ჴმათა მათთა სიმრავლითა,
გალობითა ბრწყინვალითა,
შესხმითა მით წმიდათაБთა,
რომლითაცა იდიდები
შენ სახიერ!
განგჳმრავლე ქველის მოქმედ,
განძი ესე სულიერი,
მოცემული შენმიერი,
ძალსა მისსა მყვენ მომწდომელ
რათა არა იყოს ჩუენდა აუგ.
იხმარებდით მოძღურებითა
სულიერად შესხმისაБთა,
ჵ კრებულო მსწავლულთაო,
ურთიდეთ რაჲ სიტყუათა მათ
გალობითა ჴმეან[ი]თა,
რომელთაგან იდიდების
კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი.