პროლოგი
(სცენაზე გამოდის ოქროსფერ ტანისამოსში
გამოწყობილი შური)
შური
ვინც კი არ მიცნობს,
ეს მე ვარ შური,
ვარ მუდამ მასთან,
ვისი სურვილიც,
არის მიიღოს, ის რაც კი არ აქვს,
ამიტომ ყველას მეგობარი ვარ.
ბინას დავეძებ მუდამ იმ ალაგს,
სადაც ვიპოვი სიცარიელეს,
მე ბრბოს პირიდან ამოძახილი
სიცარიელეს ვავსებ ბოლომდე.
თქვენ, დიახ, თქვე!
რომელნიც მისმენთ,
თქვენ გეუბნებით დღეს მოცლილებო,
ვიღებ იმ ციხეს, რომელის შიგნით,
მოთავსებული არის სიბრიყვე,
მაგრამ რა ვუყო ბრძენთა გალავანს,
თავქუდმოგლეჯით ვაწყდები კოშკებს,
და ვერც კი ვცდები, როგორც ცოდვილი,
სახარებაში თქმულ საზვერეებს,
მაგრამ ბრძენთათვის და ბრიყვებისთვის
დღეს შევასრულებ უვერტიურას,
მეფე ლაშას და მის ქვეშ მდგომთ შორის,
ნახავთ თუ როგორ მუშაობს შური,
ისე ვირჯები ვით გუთნის დედა,
ვთესავ და ვთესავ მე შურის გებას
და როს დამიდგეს გიორგობის თვე
უხვად ავიღებ რაც კი დავთესე,
ახლა კი დროა სიტყვები თქმული,
ნახოთ სცენაზე გაცოცხლებული.
(გადის)