ღმერთს
შენ - სამყაროსი გული ხარ ყველგან, გამჩენო,
სამყაროს არ აქვს არც ღვიძლი, არცა ფილტვები.
ქარებმა სუნთქვა როგორც არ უნდა აჭენონ -
უსასრულობის სამანებს შენღა სცილდები.
უსასრულობის მშვილდები შენღა მოზიდე
და - ვიმართებით შენებრი კეთილ ტირანით...
ღმერთო, შენ ყველგან გული ხარ სამყაროსიდა
გარს არ გეკვრიან ადგილნი განაპირანი...
გალაქტიკები შენ შეჰქმენ ვარსკვლავთ ვენახად
და მათ - გადაკრულ სიტყვასაც არეუბნები...
ყველა ვარსკვლავი გულია, ანუ შენა ხარ,
ანუ - სამყაროს არა აქვს გარეუბნები.