***
თუკი აქამდე მხოლოდ მხატვარ გიორგი დუნდუას
ვიცნობდით, ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა
დავინახოთ ზემო ხსენებული შემოქმედი ამჯერად
პოეტურ ჭრილსა და ამპლუაში. ავტორი საკუთარი
ლექსების ორიგინალური კრებულით წარდგება
მკითხველის წინაშე. ფერმწერი-პოეტი გიორგი დუნდუა
ამ არტ-ექსპერიმენტული კრებულით
მაღალოსტატურად გამოხატავს საკუთარ
მრავალფეროვან „მეს“ და სამყაროსადმი
მეტაფიზიკურ დამოკიდებულებას. ვერლიბრები
ავტორისავე ფოტოებითაა ილუსტრირებული,
ან პირიქითაც შეიძლება ითქვას - რომ ფოტოებია
პოეტურად შემკული და ლექსებად ამეტყველებული.
ამ შემთხვევაში ორივე რაკურსი თანაბრად
კანონიკური და ერთმანეთის საპირწონეა - მით უმეტეს,
რომ პოეზიისა და ფოტოს ასეთი ჰარმონიული
კოლაბორაცია ავტორს საშუალებას აძლევს,
კიდევ უფრო ზუსტად და ემოციურად გამოხატოს თავისი
სათქმელი და ცხოვრებისეული პოზიცია.
ბესო ხვედელიძე