თქვენ მეც მიპოვეთ რამდენიმე საათის დაღამებული იყო, ქობულეთის სამკურნალო სასტუმროს ტიპის სანატორიუმის აივანზე გამოვედი და საკმაოდ მოხერხებულ, ბამბუკისგან დამზადებულ სავარძელში ჩავჯექი და ზღვის მხარეს შორს ჰორიზონტს გავყურებდი, ხან მოწმენდილ ცას ხანაც ზღვისკენ გადავიტანდი მზერას, არა და უკვე, რომ ღამდებოდა, ჩემი საკმაოდ დაბალი მხედველობის თვალებითაც, სულზე და გულზე მოთამაშედ აღვიქვამდი ჩამავალი მზის სილამაზეს.
ახლა კი როდესაც მზის ჩასვლის შემდეგაც დარჩენილი მკრთალი სინათლეც, რომ მიილია, შორს ჰორიზონტზე, თითქმის ვეღარაფერს ვხედავ, არა და ამ მოწმენდილ ცაზე, ჯერ კიდევ სანამ მთვარე არ ამოსულა, ვიცი ცა მთლიანად ვარსკვლავებით იქნება გადაჭედილი.
ასე ჩაფიქრებულმა, ჩემდა უნებურად ამოვილაპარაკე: დიდად კაი მხედველობა არასდროს მქონია, მაგრამ ცაზე მოჭედილი ვარსკვლავების სილამაზეს, რაღაც დონეზე მაინც ვხედავდი თქო.
იმ სანატორიუმის საკმაოდ დიდ შენობას, სართულებზე, მთლიანადგასდევდა გრძელი აივნები და ყველა ნომრის აივანი, თხელი კედლებით იყო ერთმანეთისგან გამოყოფილი და ეს ჩემი ნათქვამი, მეზობელ აივანზე მყოფდამსვენებელს გაუგონია და იქედან გამომელაპარაკა: რას იზამ მეგობარო ასაკშიასე იცის, მაგრამ მე შემიძლია თქვენ დაგეხმაროთ ამ სილამაზის დანახვაში,რასაც კაი ხანია ვაკვირდები, აი ზუსტად ახლა ვარსკვლავი მოწყდა, სადღაც გაფრინდა და გაუჩინარდა.
მე ფეხზე წამოვდექი, იმ მეზობლის საზღვარს მივუახლოვდი და ვუთხარი: ესეც ასაკის ბრალია ხმამაღლა, რომ ვფიქრობ, მაგრამ ამასაც ჰქონია მისი დადებითი მხარე, აგერ გამომლაპარაკებელი გიპოვეთ, მოგესალმებით ჩემო ბატონო, მე თქვენი მეზობელი თორნიკე გახლავართ და თქვენ რა გქვიათ?
გამარჯობათ ჩემო ბატონო, მე ლევანი მქვია და რომ გითხარით, ამ სილამაზის დანახვაში დაგეხმარებით თქო, აი გამომართვით დურბინტი, რითიცბევრად უკეთ დაინახავთ, ცის სილამაზეს, მეც მაგით ვაკვირდებოდი წეღან ცას,თორემ ისე მეც ამ სილამაზის მეათედსაც ვერ ვხედავ.
მას მადლობა გადავუხადე, ის დურბინტი ჩემს მხედველობას მოვარგე და ცას დავუწყე თვალიერება, სკოლაში ნასწავლი რამდენიმე თანავარსკვლავედივიცანი, მართლაც აღარც მახსოვდა, თუ ასე უსაზღვროდ ბევრი ვარსკვლავი ციმციმებდა ცაზე.
აი მართლაც მოწყდა ვარსკვლავი, ოხ რა დასანანია, ვერაფრის ჩაფიქრება, ვერ მოვასწარი, არა და ცოტა დრო, რომ მქონოდა, რამდენი ასასრულებელი ოცნების მოფიქრება შეიძლებოდა, ისე დიდად კი არ მჯერა მასეთი რაღაცეების,მაგრამ ხან მაინც შევასრულებ ხოლმე ამდაგვარ სავარაუდოდ ცრუ რწმენის რიტუალს. ნუ კარგი არა უშავს, სხვა დროსაც თუ შევამჩნიე, ვარსკვლავის მოწყვეტა, მაშინ აღარ დამავიწყდება, დროულად რაიმე სურვილის ჩაფიქრება, ახლა კი მეტს ვეღა დაველოდები, თორემ უხერხულია, ეს დურბინდი უკვე უნდა დავუბრუნო პატრონს.
ისევ მიუახლოვდი მეზობელი აივნის საზღვარს და მეზობელს მივმართე:ბატონო ლევან მაქ ბრძანდებით თქო და მან მაშინვე მიპასუხა: დიახ აქვე ვარო.
მართლაც რა სილამაზეა და რა კარგად ჩანს ეს ყველაფერი ამ დურბინტით თქო, ვუთხარი და დურბინტი გავუწოდე, მადლობა გადავუხადე და თან დავაყოლე; მეტი ხნით აღარ მოგწყვეტთ ვარსკვლავების და ღამის ქალაქისთვალიერებას თქო.
ლევანმა დურბინდი გამომართვა და მომიბოდიშა სავით: თუ გნებავთ კიდევ გქონდეთ რამდენ ხანსაც გინდათო.
მე ისედაც პატარა საქმე მქონდა ლეპტოპში, რომანის რაღაც მონაკვეთი უნდა ჩამესწორებინა და ვუპასუხე: არა სხვა დროს იყოს, აქ ალბათ საკმაო დღეები მოგვიწევს მეზობლად ყოფნა და მერე ისევ გეთხოვებით თქო.
ნება თქვენიაო მითხრა ლევანმა და თან დააყოლა: ბატონო თორნიკემეზობლები ვართ და ჯერ მხოლოდ ერთმანეთის თითო ხელი გვაქვს დანანახი,ამ დურბინდის ერთმანეთზე გადმოცემის დროს, ხვალ კი კარგად გაგიცნობთახლა ასე გვიან სტუმრობის დრო აღარაა და მე ყოველ დილით, ცოტ ცოტას დავრბივარ ხოლმე და დილით შემოგივლით, იქნებ თქვენაც წამოხვიდეთ ეზოშიო.
დიდი მადლობა გადავუხადე და ჩემი პრობლემა ავუხსენი, რომ ჯანმრთელობის გამო გადაადგილება შეზღუდული მაქვს თქო და სირბილი ჩემთვის გამორიცხული რომ არის, მაგრამ ცალი ყავარჯნით შემიძლია წამოვიდე, ცოტა გამოვისეირნო და თქვენ სანამ ირბენთ, მე იქვე ახლოს, სკვერშიდამჯდარი დაგელოდებით თქო.
ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე ჩემს ოთახში შევედი, ლეპტოპი ჩავრთე და სანამ სრულყოფილად ამოქმედდებოდა, იქვე გვერდით მდგომ სავარძელში ჩავჯექი, თვალები დავხუჭე და ის წეღან ნანახი ვარსკვლავების სილამაზე გავიხსენე, საიდანაც მერე დიდი ხნის წინანდელი დროის ფიქრებშიგადავეშვი, იმ დროიდან მოყოლებული, ვარსკვლავებს დურბინდის გარეშეც კარგად, რომ ვხედავდი და თან და თან, იმ დროიდან დღემდე მომხდარი, თითქმის ყველაფერი ამომიტივტივდა გონებაში.
იმ ფიქრებში წასულს, ყველაზე კარგად ის გამახსენდა, თუ როგორმიყვარდა არდადეგებზე ჩემს დედულეთში ჩასვლა, სადაც იმ დასვენების დღეებიდან უმეტესობა დღეებს ვატარებდი.
იქ დედაჩემის სოფელში როდესაც ჩავდიოდი, ავტობუსიდან, რომ ჩამოვიდოდი და სოფლის ცენტრალური გზიდან გადავუხვევდი თუ არა, ერთი ორი წუთის სავალზე,