იტვირთება...

მზე შენს თვალებში

ალექსანდრე ნარსია

2024 წელი | ინტელექტი
206 ნახვა
3.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7.75
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„ალექსანდრე ნარსია განწყობათა მოულოდნელი ცვლის პოეტია – სიტყვამახვილი და ამავე დროს მსუბუქი ტექსტები ადვილად აღწევს მკითხველის გულამდე უამრავი შეგრძნების გასაღვიძებლად. ალექსანდრესთან ყველაზე ხშირად შეხვდებით საქართველოს, მშობლიური კუთხის, ჩხოროწყუს მონატრებასთან დაკავშირებულ მინიმებს. ემიგრაციაშია დაწერილი ეს წიგნიც, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს, ტყესთან ჩაგატარებს, მდინარესთან შეგასვენებს, ყვავილებს დაგაკრეფინებს, პირველ სიყვარულს მოგაგონებს და სასიამოვნოდ აგაფორიაქებს. ჩვენს დროში ყველა ყოფის რუტინაში ვართ, მათ შორის ალექსანდრეც, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოდან შორსაა – ჰოლანდიაში. მას ყოველდღიურად ენატრება საკუთარი ქვეყანა, მარტო დარჩენილი დედა, მშობლიური კერა ახუთში, მეგობრები, თბილისის ქუჩებში უთავბოლო ხეტიალი და ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც წილად კი, პირიქით, ამ ყველაფრის დამსახურებით, მუდმივად წერს და ძიებაშია, როგორც შემოქმედი. „მზე შენს თვალებში“ უთუოდ იქცევა მკითხველის სამაგიდო წიგნად, რადგან ნებისმიერ გვერდზე გადაშლისას აღმოაჩენთ სიყვარულს, მონატრებას, სითბოს, სიმყუდროვეს, ბავშვობას, სინათლეს, სიწრფელეს, რწმენას, ერთგულებას, სუსხიან ზამთარს და მწველ ზაფხულსაც, ბუნების სრულ ჰარმონიას ადამიანთან. აკი ვთქვი, რომ ის განწყობათა მუდმივი ცვლის პოეტია. წარმატებული დებიუტი ალექსანდრეს ცხოვრების ახალ გამოწვევაში, რომელსაც პოეზია ჰქვია!“ – გიორგი ბალახაშვილი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-774-3
სათაური:
მზე შენს თვალებში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
108
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
206
რეიტინგი:
3,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
3.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]