ლოცვა-შეგონებანი მათეს სახარების მიხედვით თავი 1
უფალო, იყოს ნება შენი:
1 . ვიყოთ მართალნი, რათა არ დავრჩეთ შერცხვენილნი (1.19).
2 . ვიყოთ შენი ხალხი, რათა იყო ჩვენთან, ჩვენი ცოდვებისაგან რომ გვიხსნა ჩვენ; რადგან ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი ; და როგორც უთხრა ანგელოზმა იოსებს: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, რადგან ვინც მასში ჩასახულია, სულის წმიდისაგან არის. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან (1.21-23).
თავი 2
უფალო, იყოს ნება შენი:
1 . ვიხილოთ შენი ვარსკვლავი, წინ რომ წაგვიძღვეს და მოვიდეთ შენთან, რათა დავემხოთ და თაყვანი გცეთ შენ; როგორც იხილეს აღმოსავლეთში შენი ვარსკვლავი მოგვებმა, წინ უძღოდა მათ და მოვიდნენ შენთან, დაემხნენ და თაყვანი გცეს შენ; და ვიყოთ შენი ერი, რომ დაგვმწყემსო ჩვენ; რადგან დაიწერა მიქა წინასწარმეტყველის მიერ: და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს (2.1-11).
2 . ნუ დაგვტოვებ უნუგეშოდ, რათა არ მოგვიხდეს: გოდება, ტირილი და დიდი გლოვა; რადგან დაიწერა იერემია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა გაისმა რამაში გოდებისა, ტირილისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან (1.18).
თავი 3
უფალო, იყოს ნება შენი:
1 . ვიყოთ მომნანიებელნი ცოდვათა, რათა მოგვიახლოვდეს ცათა სასუფეველი _ გაგვიმზადდეს გზა უფლისა, გასწორდეს მისი ბილიკნი; რადგან ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი (3.2-3).
2 . მოვინათლოთ და ვაღიაროთ ცოდვები; ნუ ვიქნებით მსგავსნი ფარისეველთა და სადუკეველთა, იქედნეს ნაშიერთა, არამედ შეგვაძლებინე _ გამოვიღოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა, რათა არ გვეწიოს მომავალი რისხვა და არ მივეცეთ ცეცხლს; ვინაიდან გვაუწყე: აწ უკვე ცული ხეების ფესვთანა დევს; ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა (3.6-10).
3 . მოვინათლოთ წყლით მოსანანიებლად ცოდვათა, რათა ღირსნი გავხდეთ სულით წმიდითა და ცეცხლით მონათვლისა (3.11).
4 . ვიყოთ როგორც ხორბალი, რომელსაც ინახავენ ბეღელში, და არა როგორც ბზე, რათა არ მივეცეთ უშრეტ ცეცხლს (3.12).
5 . აღგვასრულებინე ყოველი სიმართლე _ გაგვეხსნან ცანი, რომ ვიხილოთ სული ღმრთისა მტრედივით დაშვებული და გადმომავალი იესოზე, ღმრთის საყვარელ ძეზე, ვის მიმართაც გაისმა ხმა ზეცით: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე (3.15-17).
თავი 4
უფალო, იყოს ნება შენი:
1 . ნუ ვიქნებით ცდუნებულნი ეშმაკის მიერ, არამედ შეგვაძლებინე _ ვიმარხულოთ ჩვენ და ვიცოდეთ, რომ შენა ხარ ძე ღმრთისა (4.1-3).
2 . გვაცოცხლე არა მხოლოდ პურით, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით; რადგან წერია რჯულში: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან (4.4).
3 . ნუ ვიქნებით გამომცდელნი ღმერთის; რადგან წერია რჯულში: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (4.7).
4 . ნუ დავეცემით ეშმაკის წინაშე და თაყვანს ნუ ვცემთ მას, სანაცვლოდ რომ მოგვცეს ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი (4.8-9).
5 . გაგვაშორე ჩვენ სატანა და ვიყოთ თაყვანისმცემელნი ღმერთის და მხოლოდ მას ვემსახუროთ; რადგან წერია რჯულში: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (4.10).
6 . ვიყოთ მომნანიებელნი ცოდვათა, რათა მოგვიახლოვდეს ცათა სასუფეველი _ გამოგვიბრწყინდეს ნათელი დიდი მსხდომთ ბნელში, ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში; რადგან ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი (4.16-17).
7 . გვიხმე ჩვენ და შეგვაძლებინე _ მივატოვოთ ყველაფერი და მოგყვეთ შენ, რათა გვიქადაგო და გვასწავლო სახარება სასუფევლისა, და განგვკურნო ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურებისგან (4.19-23).
8 . მოგდევდეთ, მოგვყავდეს შენთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, რომ განგვკურნო ჩვენ (4.24-25).
თავი 5
უფალო, იყოს ნება შენი:
1 . მოგიახლოვდეთ, რომ გვასწავლო ისე, როგორც ასწავლე მთაზე შენს მოწაფეებს (5.1-2).
2 . ვიყოთ გლახაკნი სულით, ვინაიდან