იტვირთება...

კართაგეენია

სალომე სულაბერიძე

2013 წელი | საუნჯე
5,197 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"

სალომე სულაბერიძის ლირიკული პოემა მრავალმხრივ საინტერესო ტექსტია. ჯერ ერთი იმით, რომ ლირიკული პოემის უაღრესად თავისებური ჟანრი, რომელმაც პრინციპული აღმავლობა, ჩვენს პოეზიაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განიცადა, დღეს, თითქოსდა, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა და ამ ფორმის თხზულებები ბოლო ხანს იშვიათად შემხვედრია.
 ცხადია, მიზეზები სხვადასხვაგვარია, მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ ჩვენს დროში ლიტერატურის დიდი ჟანრებიც კი ერთგვარ მსხვრევას განიცდიან, თვით რომანიც კი კლასიკური სახით იშვიათად გვხვდება და რა გასაკვირია, პოეტებმა მცირე სალექსო ფორმები და ფორმატები დაამჯობინონ.
 მითუმეტეს, რომ თავის დროზეც, ამ ჟანრის პიკის დროს, ბევრ ლირიკულ პოემას უბრალოდ არასწორად განსაზღვრავდნენ ასე, თორემ სინამდვილეში ერთ თემაზე შექმნილი ლექსების ციკლებად წარმოგვიდგებოდნენ და აკლდათ მთავარი, რაც პოემას (თუნდაც ლირიკულს) უსათუოდ უნდა ახასიათებდეს შეიძლება ძალზედ მქრქალი, მაგრამ მაინც გარკვეული სიუჟეტური ქარგა, რომელზედაც მძივივით აესხმება ნაირგვარი პოეტური მოტივი.
 სალომე სულაბერიძის ამ პოემაში აღნიშნული პრინციპი შესაშური პროფესიონალიზმით არის დაცული და შენარჩუნებული. არსებითად, ავტორმა მოახერხა, ისე გადმოეცა პოეტური ნარატივი, რომ გაქცეოდა ბელეტრისტიკას და თხრობა პოეტური ტონებისა და ობერტონების კალაპოტით წარემართა.
 მეორე ნიშანი, რაც ამ პოემას ზოგადად განასხვავებს, ჩვენი ფიქრით, არის ის, რომ იგი მითის პოეზიად ტრანსფორმაციის ძალზე წარმატებული მცდელობაა.
 " /გიორგი ლობჟანიძე/
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
კართაგეენია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
5197
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]