კონტრაბანდა ჯოჯოხეთში არ მიშვებენ:
ყოველ ჯერზე – ოკეანე შემაქვს კოლბით,
როიალის კლავიშები – ჯიბით შემაქვს;
არ მიშვებენ: პოეტური ეშმაკობით –
რას ვაჯობებ ეშმაკობას;
და სამკბილა იასამნის ციცქნა მარცვლებს –
ფრჩხილებიდან მაცლიან და არ მაცდიან –
კოცონისკენ – თაღებს გავცდე;
კოცნა შემაქვს. არ მიშვებენ – სამოთხეშიც:
თითო ტკივილს თან ვიტოვებ ყოველ ჯერზე;
და როდესაც პოულობენ, –
შერცხვენილი – პოეტობას ვიმიზეზებ.