ახლა,
არ არის დრო სიყვარულის,
არ არის არსად ადგილი ღმერთის,
ახლა,
სიჩუმე ისე ხმაურობს,
რომ მოდის ჟამი ახალი ჯვარცმის.
ახლააააააა,
არ არის დრო ლექსის წერის,
სისხლიან მუზებს ეშლებათ ფეხი,
ახლა,
სიცოცხლე გაიაფდება
და აყვავდება შავი ყვავილი.....
..............................................................
...და გადავედი სამანებს წუხელ,
სიზმარი იყო როგორც საჰარა,
კვდებოდა სხივი ქვიშიან კვალზე
და ჩემგან მარჯვნივ,
მზე,
მთავრდებოდა.