ლაზარე თუ ლაზარი ქართველთა მრავალ თაობას აღელვებდა შინაარსი იოანე ზოსიმის ჰიმნისა – “ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ” .
ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით გებულობს ამ ჰიმნის შინაარსს და ამტკიცებს, რომ მეორედ მოსული ქრისტე ქართულ ენას აღადგენს ვითარცა ლაზარეს და ამ ენით გაასამრთლებს მთელი მსოფლიოს ხალხებს.
მაგრამ ბევრს უჩნდება ისეთი ლოგიკური შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია სახარების და მოციქულთა წერილების მიხედვით. სახარებისეული დასაბუთების გარეშე კი ნებისმიერ რელიგიურ დოქტრინას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ტრადიციული რელიგიური მიმდიანრეობა თუ ახალი სექტა – კათოლიკეები, პროტესტანტები, ბაპტისტები და სხვანი მრავალნი, თავისი რელიგიური დოქტრინის სიმართლეს მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიიდან ამოკრეფილი ციტატებით ასაბუთებენ, რადგან უაპელაციო ქადაგებას ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებიც აწარმოებენ. ბევრი მათაგანი სრულიად გულიბყვილოდ და თავდაჯერებით ამტკიცებს, რომ ღვთისწარმოგზავნილი ახალი მოციქული არის.
პირველ რიგში ჩნდება კითხვა, რატომ უნდა აღადგინოს ქრისტემ ქართული ენა ვითარცა ლაზარე? – იგი ჯერ ხომ არ მომკვდარა, როგორც მაგალითად არამეული ან ხეთური.
თუ ეს აღდგენა საიდუმლოებების გაზიარებას ნიშნავს – რა საჭიროა ამისათვის ასომთავრულის ნიშნები ან ქართული ენა ?
საიდუმლოს გამხელა ხომ ნებისმიერ ენაზე შეიძლება ასო-ნიშნების თუ გრაფიკული სიმბოლოების გარეშე?
ასევე ძნელად ასახსნელია, თუ რატომ უნდა გაასამართლოს ქრისტემ მკვდრეთიდ აღმდგარი სხვა ხალხები ქართულ ენაზე, როდესაც ამ ხალხებმა ქართული ენა არ იციან და ვერც საფლავებში ისწავლიან. ნუთუ მსაჯული ქრისტე ისე განსჯის ცოდვილთ, რომ არ გააგებინებს მათ, თუ რისთვის სჯის და რატომ? დავუშვათ რომ მკვდრეთით აღდგენილები ქართულ ენას შეისწავლიან სული წმინდის მადლით ისევე როგორც ეს მოხდა მე 50-თე დღეს, მაგრამ რა საჭიროა ასეთი ენობრივი ბიუროკრატია, როდესაც ღმერთთან კავშირი აზრობრივია და არა სიტყვიერი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ღმერთის წიგნი “ ბიბლია ” ებრაულ ენაზეა დაწერილი. თვითონ იესო ქრისტე კი, როგორც ამბობენ, არამეულ ენაზე ქადაგებდა, რადგან ეს ენა ახლო აღმოსავლეთის ყველა ხალხმა იცოდა და არა მხოლოდ ებრაელებმა. არამეული ენა ხალთა შორის საკომუნიკაციო ენა იყო მაშინდელ მცირე აზიაში, როგორც მაგალითად რუსული ენა ყოფილ საბჭოთა კავშირში. რატომ დაივიწყებს ღმერთი ებრაულ ან არამეულ ენას და რატომ მიანიჭებს უპირატესობას ქართულს?
დავუშვათ, რომ “ აპოკალიფსის ” შემდეგ ახალი ქვეყნიერების “ სახელმწიფო ” ენად ქართული გამოცხადდება, მაგრამ ძალიან დაუსაბუთებლად გამოიყურება იოანე ზოსიმეს მტკიცება, რომ “ ამა ენასა სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიანო ” .
სახარების არც ერთ ვარიანტში, არაკანონიკურ წერილებშიდაც კი, არ არის ნახსენები არც ქართული ენა და არც საქართველო. ქართული ენა არ მოიხსენიება არც მე-50-თე დღის სასწაულის დროს, როდესაც მოციქულებმა სული წმიდის მადლით უცხო ენების ფლობის უნარი შეიძინეს. ასევე არ მოიხსენიება ქართული ენა აპოკალიპსში, სადაც აღწერილია მკვდრეთიდ აღმდგარი ადამინების გასამართლება. ზოგი იტყვის, რომ ეს ცნობები სპეციალურად ამოიღეს საქართველოს მტრებმაო, მაგრამ “ აპოკლიპსის ” იგივე “ გამოცხადების ” ტექსტი სრულიად უცვლელია, რადგან მათ გადამწერებს ძალიან ეშინოდათ იოანეს წყევლისა ( გამოცხადება. თავი 22, პუნქტი 18):
“ 18 … .. . . . . .თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას , ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
19. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან , წმიდა ქალაქიდან და იქიდან რაც ამ წიგნში სწერია ”
შუა საუკუნეებში, როდესაც ათეისტი ადამიანი თითქმის არ არსებობდა, ვერვავინ ვერ გაბედავდა წმინდა წერილის ტექსტის შეცვლას თუნდაც ქართული ენის ავტორიტეტის დამცირების მიზნით.
მაშ საიდან დაასკვნა იოანე ზოსიმემ, რომ ქართულ ენას სახარებაში “ ლაზარე ჰქვიან ” ? სახარებაში მოხსენიებული ლაზარე სრულიად კონკრეტული ადამიანი იყო და არა რომელიმე ენა ან ანბანი. სახარებაში იმასაც კი არ ენიჭება მნიშვნელობა, თუ რა ენაზე საუბრობდა თვითონ მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე.
ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მხოლოდ ქართული წარმართული “ არსთა განრიგის ” ახსნით შეიძლება. როგორც ჩანს, იოანე ზოსიმემ კარგად ვერ გაიგო ასომთავრულის მისტიკური მნიშვნელობა, რაც მან ალბათ ქურუმთა წიგნებიდან ამოიკითხა სანამ მათ დაწვავდნენ. არმაზის ქურუმთა აზრით, ასომთავრულის ყოველი ასო წარმოადგენდა არა მხოლოდ