იაკობ ცურტაველი - შუშანიკის წამება „ შუშანიკის წამება “ - უძველესი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები, იაკობ ცურტაველის მიერ V საუკუნის მიწურულში შექმნილი - ქართული კულტურის საფუძვლად დადებული ქრისტიანული მსოფლხედვის და ღირებულებების მკაფიო, შთამბეჭდავი გამოხატულებაა.
შორეულ ეპოქაში დაწერილი „ შუშანიკის წამება “ დღესაც ისე იკითხება, როგორც დრამატულ ადამიანურ ურთიერთობათა წარმომჩენი ცოცხალი ისტორია.
და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ (ახლა ზედმიწევნით ზუსტად, დაწვრილებით გადმოგცეთ) აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი.
(ეს) იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ (სპარსთა მეფის კარზე) წარემართა ვარსქენ პიტიახში (ერისთავი), ძეი არშუშაისი, რამეთუ (ამდენად, როგორც არშუშას შვილი) პირველ (თავიდან) იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაისპეტისაი (სარდლის), მამისაგან (მამისეული) სახელით — ვარდან, — და სიყუარულით სახელი მისი — შუშანიკ (სომხურად: შროშანი), მოშიში ღმრთისაი სიყრმითგან (ბავშვობიდან) თვისით.
და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაისა მარადის გულს-ეტყვინ (მუდამ აფიქრებდა თავისი ქმრის უკეთური ბუნება, ზნე) და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად (ყველას ევედრებოდა ელოცათ) მისთვის, რაითამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა (რათა ღმერთს შეეცვალა მისი გონიერებას მოკლებული ზნეობრივი სახე) და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა (დამყარებოდა ქრისტეს ჭეშმარიტებას, ქრისტიანულ სიბრძნეს).
-------------------------------
სპარსთა მეფე - ირანის მეფე პეროზი (მეფობის წლები: 459-484).
ვარსქენი - ქვემო ქართლის ერისთავი (V საუკუნის II ნახევარი).
არშუშა - ირანის დამპყრობლურ პოლიტიკასთან დაპირისპირებული ქართველი დიდებული.
ვარდანი - ვარდან მამიკონიანი, ირანის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ სომეხთა ბრძოლის ერთ-ერთი მოთავე, ამ ბრძოლას შეწირული.
-------------------------------
ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაი (იგულისხმება: ვინმემ როგორ გამოხატოს უბედური და უზომოდ საცოდავი, მთლად დაღუპული ვარსქენის ხვედრი), ვითარ-იგი განაგდო (თუ როგორ უკუაგდო) სანატრელი სასოებაი (სანუკვარი იმედი) ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის (დასტიროდეს, იბრალებდეს) მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახვილი, არცა პყრობილებაი (ტუსაღობა) ქრისტესთვის?! (იგულისხმება, რომ ვარსქენმა ქრისტიანობა ძალდატანებით კი არ უარყო, არამედ ნებაყოფლობით და ეს განსაკუთრებულად ამძიმებს მის ცოდვას, შესაბამისად - მისი სულის იმქვეყნიურ ბედს). რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათვის (არა იმისთვის, რომ მეფეს პატივი მიეგო მისთვის), არამედ ძღუნად თავსა თვისსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ (იგულისხმება: არამედ მეფისთვის თავის დასამონებლად), უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაითა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოველით კერძოვე (რადგან ყოველმხრივ) თავი თვისი ქრისტესგან განაგდო (განაშორა).
ხოლო საწყალობელი (საცოდავი) ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაითამცა სათნო-ეყო მეფესა (რათა მეფის გული მოეგო), და ესრეთ (ასე) ეტყოდა, ვითარმედ (რომ): „ რომელი-იგი ბუნებითი (ჩემს წარმომავლობასთან დაკავშირებული) ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა სჯულსა (შენს სარწმუნოებაზე გადმოვიყვანო), ვითარცა-ესე (როგორც) მე “ (ვარსქენი გულისხმობს, რომ ცოლ-შვილი, რომელიც ჰყავს, მისი ოჯახური, ეროვნული და რელიგიური წარმომავლობის ძალით არგუნა ბედმა). ამას უქადებდა (პირდებოდა), რომელი-იგი არა აქუნდა ხელთა შუშანიკისაგან (რაზეც შუშანიკის თანხმობა არ ჰქონდა). მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაი.
-------------------------------
თაყუანის-სცემდა ცეცხლსა - ძველი ირანული რელიგია მაზდეანობა, ზოროასტრიზმი, რომელიც ვარსქენმა მიიღო, ღვთაებრივი სიწმინდის თაყვანსაცემ განსახიერებად ცეცხლს მიიჩნევდა.
-------------------------------
და იჯმნა (წამოვიდა) მეფისაგან სპარსთაისა პიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი (როცა მოაღწია) საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა (მხარეს) მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაითა აუწყოს (განიზრახა ემცნო თავისიანებისთვის, რომ დაბრუნდა) და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაითა მათ გამო (იგულისხმება: ასეთი საზეიმო დახვედრის საბურველქვეშ), ვითარცა (როგორც) ერთგული, სოფლად (ქვეყანაში) შევიდეს. და წარმოჰმართა (გამოგზავნა) სადიასპანოითა (საშიკრიკო, სამალემსრბოლო) ცხენითა მონაი თვისი.
და ვითარცა (როცა) მოვიდა (შიკრიკი) დაბასა, რომელსა სახელი ჰრქუან ცურტავ და შევიდა წინაშე შუშანიკისა, დედოფლისა ჩუენისა, კითხვაი ჰრქუა (მოიკითხა), ხოლო სანატრელმან შუშანიკ, ვითარცა წინაისწარმეტყუელმან ჰრქუა (როგორც გულთმისანმა, ნათელმხილველმა უთხრა): „ უკუეთუ (თუკი) სულითა ცხოველ არს (ცოცხალია) იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა (დღეგრძელნი იყავით შენც და ისიც), უკუეთუ (თუ) სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაი ეგე შენი შენდავე მოიქეცინ! “ (შენთვის შეინახე). ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა (ვერ გაუბედა რაიმეს თქმა). ხოლო წმიდაი შუშანიკ აფუცებდა (აფიცებდა) და ჰკითხვიდა დამტკიცებულად (ზუსტ, გარკვეულ პასუხს ითხოვდა მისგან). ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ (უთხრა, რომ): „ ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი “ . ვითარცა