ავტორისგან „ ხიდის თაღებქვეშ სულთმობთძავი მზე თვალებს ლულავს...
მის ქვეშ თუთუხებს კაცთა მოდგმა გონმიუწვდომი!.. “
შარლ ბოდლერი.
მე-19 საუკუნის დიდი პოეტის შარლ ბოდლერის შემოქმედება მუდამ იწვევდა ჩემს დიდ ინტერესს. მისმა პროზად დაწერილმა ლექსებმა კი ძალზე ჩამაფიქრა და ახალი აზრი შთამაგონა...
მის შემოქმედებაში დიდი დოზითაა „ ფრანგული სპლინი “ , სადაც კარგად ჩანს ადამიანთა როგორც სიდიადე, ისე უბადრუკობა...
ბოდლერის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სევდის, მოყირჭების განცდამ, სიყვარულის მირაჟთან მწარე სიახლოვემ ვერ ჩაახშო მისი მარადიული სწრაფვა მშვენიეებისაკენ, სულიერი ღირებულებებისაკენ, რასაც თან ერთვოდა პოეტური არამიწიერების მუდმივი შეგრძნება და განცდა.
მის შემოქმედებაში სახეთა დიდი სიმავლე შეინიშნება... ცნობილია, რომ პოეტს დიდიად არ სწამდა არც ჰუმანიზმის, არც პროგრესის, არც ცივილიზაციის, მაგრამ მას უყვარდა „ ბრბოში ჩაკარგვა “ ... ეხერხებოდა მათი ტკივილების ამოცნობა... არც ლოთები სძულდა, არც მეძავები. მათი ყოფის გულისშემვრელი მომენტების ქაღალდზე გადატანაც ოსტატურად ეხერხებოდა და დიდ მოწყალებასაც იჩენდა „ ცხოვრებისაგან დაჩოქილთა “ მიმართ. ის მორალის წაუკითხავად ახერხებდა მათ სულებში შეღწევას და თანაგრძნობის გამოწვევას.
ბოდლერი ზუსტად და შეულამაზებლად აღწერდა და ამ ფონზე წინ წამოსწევდა ხოლმე ნამდვილ ადამიანურ ღირებულებებს. მუდმივად ტანჯავდა სინდისის ქენჯნა და დიდი დრამატული განცდები...
მისი დევიზი იყო: „ არცერთი დღე უპოეზიოდ! “ იმასაც ამბობდა: „ არასდროს დამიწერია ლექსი უფერული და უგერგილოო “ .. . არშემდგარი პირადი ცხოვრების ფონზეც კი არ კარგავდა აქტუალობას... მის პროზაშიც პოეზიაა!.. სწორედ ამან შთამაგონა მისი პროზა პოეზიად მექცია, რითმულად მიმეყვანა მკითხველის სმენამდე. მისი ყველა სენსორი ჩამერთო აღსაქმელად. მწერლის ზემგრზნობიარე სული ჩემეულ ხლართში მომექცია და მერე ლაზო მომეგდო ბოდლერზე შეყვარებული მკითხველისათვის, მის გულისგულში ჩამეღწია და დამეტყვევებინა...
თუ რამდენად შევძელი ბოდლერის ხმა თქვენამდე მომეტანა, მისი განცდები და ემოციები თქვენეულად მექცია, ეს შენ განსაჯე ჩემო პირუთვნელო მკითხველო.