რედაქტორისაგან ნათია თაბაგარის ფაქიზი სული და მოკრძალება ნათლად ვლინდება წინამდებარე კრებულში. სწორედ ამიტომ პრეტენზია არა აქვს ავტორს, რომ მისი ლექსები ან სხვის ლექსებს არ ჩამოუვარდება, ან უკეთესია... მაგრამ ამ ლექსებში იგრძნობა ის პრიმატული უშუალობა და სუფთა გული, რის გარეშეც შეუძლებელია მართალი ლექსის წერა. შიგადაშიგ აღმოაჩენთ უტოპიური სახის ფილოსოფიურ აზრებს, მაგრამ ლექსი არ არის მხოლოდ ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, - იგი ფაქტების ჩვენთვის სასურველი სახით გადმოცემასაც გულისხმობს და სწორედ ამ "სასურველისადმი" რწმენაა ნათია თაბაგარის ლექსების ხიბლი.
მზია ხეთაგური
მწერალი, საზოგადო მოღვაწე,
წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი