იონა მეუნარგია - ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა
მასალები და დოკუმენტები სოლ. ცაიშვილის რედაქციით
ბარათაანთ გვარს შესანიშნავი მწერალი ემართა. იმ მოდგმათა რაზმს, რომელიც მოჰყვა ბარდა ჯამბაკურის ჩამომავალთა მას შემდეგ, რაც ესენი ძველთა-ძველად გადმოსახლდნენ საქართველოში « ვიდრე ხუთი ათასითა ოდენ მეკომურისა კაცითა » , იმ მდიდარსდა პოხიერ სისხლს, რომლის შერეულმა ტალღამ მისცა ჩვენს მწერლობას ნიკო ბარათაშვილი, არა ერთი კაცი გამოუჩენია საქვეყნოდ განთქმული სამშობლოს ერთგულებითა და ვაჟკაცობით. დრო იყო, როცა თითო ბარათაშვილი თითო ჯარად უღირდა საქართველოს. მაგრამ სამწერლო სარბიელზე ამათში მხოლოდ ორბელიანთ გვარს ჰქონდა შეკვლეული გზა. ბარათაანთ სახელი ამ ასპარეზზე პირველად იმან შეიტანა, რომლის ცხოვრების აღწერას ეკუთვნის ეს მცირ შრომა. ეს გვარის დამამშვენებელი კაცი არის ჩვენი სასიქადულო პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.
I
ბარათაშვილის დედ-მამა. - მისი დაბადება, - პირველდაწყებითი სწავლა კალოუბნის სასწავლებელში, – კეთილშობილთა სასწავლებელი, – პოეტის მასწავლებელნი და ამხანაგნი. – სხვადასხვა მოგონებანი სასწავლებლის ცხოვრებიდან.
ნიკოლოზის მამა, მელიტონ ბარათაშვილი – კავალერიის თეთრ მუნდირში, ჩამრგვალებული, ჯმუხი. ქართველი თავადი, – კავკასიის მთავრმმართველების ერმოლოვის და პასკევიჩის დროს მთავარსამმართველოს თარჯიმანი იყო. ეს ის დრი იყო, როდესაც ახალად ჩამოთესილ მთავრობასა და საზოგადოებას შორის თარჯიმანს დიდი ადგილი ეჭირა. ჩვენში ჯერაც არ დავიქყნიათ სახელები იმ დროის თარჯიმნებისა: ბებუთოვის, ენიკოლოფოვის და ფალავანდოვისა. შემდეგში მელიტონ თბილისის მაზრის მარშალი იყო და ხშირად გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლოიც. მისი ოჯახი ფართოდ გაშლილი ოჯახი იყო და სუფრა ღონეზე გადამეტებულად მდიდარი და ნაქები მთელ ქალაქში. ხშირმა სტუმარმა და წვეულებამ თან წარიღეს მისი ავლადიდებაც.
მელიტონი ჩავარდა დიდ, გადუხდელ ვალში, რომლის გამო პოეტიც ნაკლულევანებაში იყო მთელი სიცოცხლე.
მის ზნეობით ვინაობაზე ბარათაშვილის ამხანაგი და ცხოვრების ამწერი კონსტანტინე მამაცაშვილი წერს: « მელიტონ იყო ქართულს ენაზე განათლებული კაცი, კარგი მოლაპარაკე, ზედმიწევნით მცოდნე ქართული ლიტერატურისა. იმის სახლში ნახავდით ძველს ჩვენს სწავლულს ქართველებს. იმათ შორის თითქმის ყოველდღე მელიტონთან დაიარებოდა მღვდელი ეგნატე იოსელიანი, პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ძმები ნიკოლოზ და მიხეილ ფალავანდიშვილები, სოლომონ მეითარი – თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები, – დისწულნი მელიტონისაა, – და ბევრნი მაშინდელ დროს განათლებულნი ქართველნი » .
ყველა სხვა ღირსებასთან მელიტონს ერთი საშინელი თვისება ჰქონდა: მეტის-მეტად ანჩხლი იყო და მყვირალა. ივენე კერესელიძემ გვამბო: მელიტონ თავის სადგომში რომ გააბამდა ყვირილს ანჩისხატის გვერდით, ტეკლე ბატონიშვილის სახლში გვესმოდა, კანტორის პირადპირ. მის გულფიცხელობისაგან მთელს მის ასხლობას არა ერთხელ ცხარე ცრემლი უღვრია და მწარე პური უჭამია. ერთხელ მაზრის მარშლად ყოფნის დროს, იმან გუბერნატორის სეკრეტარი გალახა, რომელმაც რაღაც ქაღალდის მოძებნის უარი უთხრა.
მაგრამ ასეთი არ იყო პოეტის დედა ეფემია, ის სამგზის კურთხეული დედა, რომელმაც, როგორც მუზამ, სულთ უდგა მის ძმას გრიგოლ ორბელიანს დაეწერა ლექსი ქართული მწერლობისა « ჩემს დას ეფემიას » , ის იყო მშვიდი წყნარი, რომლის ალერსი უახროდა შორით მის დიდებულ ძმას და იზიდავდა მისდამი ყიველთა პატივისცემას. « ეფემია იყო მშვენიერი ქალი და ქართულად კარგად გაზრდილი » , ამბობს კონსტანტინე მამაცაშვილი. ის იყო საშუალოს ტანისა და პირხმეელი, – დასძინა ივ. მუხრან-ბატონმა.
მელიტონ სახელობით ჯერ მუხრანიანთ ხიდს ახლო იდგა და შემდეგანჩისხატის უბანში, იქ საცა აბხაზი იდგა, დეკანოზ დიმიტრი მესხიშვილის სახლის პირადპირ. ბარათაშვილი, – შინაურობაში ტატო, ნათლობის სახელით ნიკოლოზ, – დაიბადა ქ. თბილისში 22 ნოემბერს 1816 წელს.
ამ დროს ჯერ ისევ არსებობდა თბილისში სამრევლო სასწავლებლები, საცა თითო ოროლა ანაბანას სწავლობდნენ ყველა ჩვენი შე სანიშნავი კაცნი წარსულის დროებისა. შვიდი წელი რომ შესრულდა ტატოს დედამ ასწავლა იმას წერა-კითხვა და მიაბარა კალოუბნის სასწავლებელში, საცა 10-12 წლის წინათ სწავლობდა გრ. ორბელიანი. აქ დაუდვა იმან პირველი საფუძველი იმ კარგს წერას და ენის კილოს, რომლითაც მდიდარია ყველაფერი, რაც რამ დაუწერია მის მარჯვენას. ლოცვანი, დავითნი, ჟამნი, სამოციქულო, სახარება, ე. ი. ათასი წლის ქართული ენა, რომლითაც გულმხურვალედ ულოცნია ქართველ კაცს, უქია და უდიდებია შემომქმედი, გამოუხატნია უაღრესი და უდიდესი თვისი სულის მოძრაობა. შეიქმნენ ქვაკუთხედად მისი მომავლის მსახურებისა ქართულ მწერლობისადმი. ნუ დავეძებთ იმას, თუ როგორ, ან რას ასწავლიდნენ სკოლაში, რადგანც მხოლოდ პირველდაწყებითი სწავლა მიიღო პოეტმა აქ. ასწავლიდნენ აქ შამღვთო წიგნებს, სიტყვიერებას, ასწავლიდნენ აქ მამაპაპურად, პატრიარქალურად. ბარათაშვილის ცხოვრების ამწერი ზ. მთაწმინდელი, რომელსაც არა ერთი საინტერესო ცნობა გამოუჩხრეკია პოეტის ცხოვრებისა, წერს ამ