იტვირთება...

ნუ დაიღლები სიყვარულში და...

იოსებ ბექელაძე

4,293 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
როდესაც უფალმა ადამის ნეკნისგან შექმნა ჩვენი პლანეტის უმშვენიერესი არსება - ქალი, სიყვარულიც მასთან ერთად გააჩინა. მას შემდეგ ქალი და სიყვარული, სიყვარული და ქალი ერთ არსებად იქცა. ასე რომ, ქალი უსიყვარულოდ იგივეა, რაც დედამიწა - მზის სხივების, სინათლისა და სითბოს გარეშე. ამ კრებულში შემავალ თითოეულ ლექსს თავისი ისტორია აქვს. თითოეული მათგანი სულის წრიალის შედეგია და გულის უკიდეგანო სიღრმეშია დაბადებული. თუ როგორ ვეფერები სიყვარულისთვის ლაღად შექმნილ, მთელი სამყაროს მშვენება - თვალს, ძვირფასო მკითხველო, განსასჯელად თქვენთვის მომინდია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
როდესაც უფალმა ადამის ნეკნისგან შექმნა ჩვენი პლანეტის უმშვენიერესი არსება - ქალი, სიყვარულიც მასთან ერთად გააჩინა. მას შემდეგ ქალი და სიყვარული, სიყვარული და ქალი ერთ არსებად იქცა. ასე რომ, ქალი უსიყვარულოდ იგივეა, რაც დედამიწა - მზის სხივების, სინათლისა და სითბოს გარეშე. ამ შეუცნობელ სასწაულს, ძლიერი სქესის სულის ამღვრევ და გულის ამაფორიაქებელ მოვლენას, უხსოვარი დროიდან ეტრფოდნენ და ეთაყვანებოდნენ. განა სემირამიდას კიდული ბაღები ბაბილონის მეფის მიერ მეუღლე დედოფლისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად არ გაშენდა? ძვ. ეგვიპტეში ათასწლეულების მიღმა შექმნილი სამიჯნურო ლექსიც ეჰნატონისა ხომ ნეფერტიტისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და სანეტარო ტრფიალების უცილობელი დასტურია. ვის არ შეხებია ამურის მომნუსხველი და დამატყვევებელი ძალა! ამ ძალას საუკუნეთა მანძილზე რა შედევრები არ შეუქმნია. განა სიყვარულის ნაყოფი არაა გენიალური რუსთველის განუმეორებელი „ვეფხისტყაოსანი“, ანდა კიდე ბესიკის უმშვენიერესი სატრფიალო პოეზია! ეს, კარგი, გამხელილი, მაგრამ რამდენს გაუმხელელი გრძნობაც თან გაჰყოლია ზეცაში და ალბათ, სწუხდნენ, გადაუშლელი რომ დარჩათ გულები ამ ვნებიან წუთისოფელში! სიცოცხლე კი გრძელდება... უთუოდ მომავალშიც შეიქმნება თუ დაიწერება დიდი თუ პატარა, ვულკანისებრ გრძნობებად ამოფრქვეული, ეთერში ჟრუანტელის მომგვრელ ჰანგებად აჟღერებული, სათაყვანებელ არსებათა მიმართ მიძღვნილი უმშვენიერესი ნაწარმოებები. ამ კრებულში შემავალ თითოეულ ლექსს თავისი ისტორია აქვს. თითოეული მათგანი სულის წრიალის შედეგია და გულის უკიდეგანო სიღრმეშია დაბადებული. თუ როგორ ვეფერები სიყვარულისთვის ლაღად შექმნილ, მთელი სამყაროს მშვენება - თვალს, ძვირფასო მკითხველო, განსასჯელად თქვენთვის მომინდია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9135-7-0
სათაური:
ნუ დაიღლები სიყვარულში და...
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
26
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
4293
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]