რედაქტორისგან
მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია (1868-1956 წწ.) არ საჭიროებს დახასიათებას, რამდენადაც მისი დამსახურება მეცნიერებისა და მწერლობის დარგში, ისევე როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე, კარგად არის ცნობილი. 1889 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი დაუღალავად ემსახურებოდა ქართული კულტურის წარმატებას, მის წინსვლას. კერძოდ, არ საჭიროებს განსაკუთრებულ რეკომენდაციას თედო სახოკიას ნაშრომი „ქართული ანდაზები“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იბეჭდება.
თედო სახოკია მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე უდიდეს ყურადღებას უთმობდა ქართულ ზეპირსიტყვაობას, განსაკუთრებით კი ხატოვან თქმებსა და ანდაზებს. 1889 წლიდან მოყოლებული, იგი ამგვარ მასალას ხალხში გულმოდგინედ კრებდა და თავის კარტოთეკას დღემუდამ ახალი მასალით ამდიდრებდა. ავტობიოგრაფიაში, რომელიც დაწერილია 1943 წელს, თ. სახოკია აღნიშნავს:
„ერთ წელიწადს სოფლის მასწავლებლად მოვყევი ქართლის სოფელში.1 თუმცა ქართულ ენას ძალიან ვეწაფებოდი და მეგონა, სხვა ენებთან შედარებით, ეს ენა ასე თუ ისე, ვიცი-მეთქი, მაგრამ ქართლში ყოფნამ და ქართლელების ლაპარაკმა დამარწმუნა, რომ დიდი და დიდი მუშაობა მჭირდებოდა ამ ენის შესათვისებლად, რომ არ შემრცხვენოდა საზოგადოებაში ჩემის ქართულის ცოდნით თავის გამოჩენა. პირდაპირ აღმაფრთოვანა ჩვენის ხალხის ზეპირსიტყვაობამ, ამ მრავალფეროვანმა და ამოუწურავმა ზღვამ ხალხის სიბრძნისამ... აქვე ჩაეყარა საფუძველი ჩემს მიერ ქართული ხატოვანი თქმების სალექსიკონო მასალათა და ანდაზათა შეკრების საქმეს. ქართული მეტყველების მასალათა შეკრებისა და ერთად თავმოყრისათვის ზრუნვა გადამექცა კულტად, ჩემის სიცოცხლის მიზნად“.2 როგორც ცნობილია, თ. სახოკიამ „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ დაბეჭდა სამ ტომად, პირ ველი ტომი გამოვიდა 1950 წ., მეორე და მესამე 1954
1 ეს სოფელია ტირძნისი, სადაც თ. სახოკია მასწავლებლად იყო 1889 წელს.
2 თ. სახოკია, ავტობიოგრაფია, ხელნაწერი, თბილისი, 1943, გვ. 51. ინახება თ. სახოკიას პირად არქივში.
ეს ხელნაწერი გამოქვეყნდა საიუბილეო კრებულში „თედო სახოკია“, თბ., „მეცნიერება“, 1969 წ., გვ. 201-245. ციტირებული ადგილი გვ. 220. რედ.
და 1955 წწ. რაც შეეხება ანდაზებს, როგორც სათანადო ცნობიდან ჩანს,1 1903 წლისათვის თ. სახოკიას აღრიცხული ჰქონია 7000-ზე მეტი ანდაზა, ამ მასალის ერთი ნაწილი შეტანილია თ. სახოკიას უბის წიგნაკებში, ხოლო მეორე ფირფიტებზეა გადატანილი. ავტობიოგრაფიაში თ. სახოკია წერს: „მეორე წიგნი (პირველ წიგნად იგულისხმება სამტომეული „ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ — გ. ჩ.), რომელზედაც ახლა ვმუშაობ, არის ქართული ანდაზები, როგორც ჩემამდე სხვების, ისე ჩემ მიერ შეკრებილები... უნდა გამოვიდეს 20-25 თაბახამდე. ამ უკანასკნელის დასამუშავებლად და საბოლოო სახის მისაცემად საჭიროა, სულ უკანასკნელი, ორი-სამი წელიწადი“.2 1951 წლისათვის თ. სახოკიას „ქართული ანდაზების“ პირველი ვარიანტი უკვე ჰქონდა მზად ანბანზე დალაგებული. ანდაზების ეს კრებული იმავე წელს მან უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიას. ხელნაწერი ამჟამად დაცულია მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. იმ დოკუმენტში, რომელიც ხელმოწერილია მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტის ა. შანიძის მიერ, წერია:
1 თჰ. შაკჰოკია, ლეს პროვერბეს გéორგიენს, პარის, 1903, გვ. I.
2 თ. სახოკია, ავტობიოგრაფია, გვ. 52 (ნაბეჭდ ვერსიაში გვ. 345. რედ.).
მწერალს თედო სახოკიას.
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ მიიღო თქვენი საკუთარი ხელით დაწერილი ანდერძი, რომლის თანახმად აკადემიას გადმოეცა უსასყიდლოდ ორი თქვენი ნაშრომი: 1. ქართული ანდაზების კრებული (ეს ნაშრომი თან მოჰყვა ანდერძს) და 2. ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმათა II ტომი, რომელიც ამჟამად ხელთ ჰქონია პროფ. გ. ჩიტაიას სარედაქციოდ. დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი ძვირფასი შემოწირულებისათვის... ვიცე-პრეზიდენტი ა. შანიძე, 6 თებერვალს 1951 წ.“
მეორე ამგვარი სახოკიასეული ხელნაწერი ინახება საქართველოს ლიტერატურის ისტორიის მუზეუმში (# 18230). საბუთებიდან ჩანს, რომ თ. სახოკიას არც ერთი და არც მეორე ხელნაწერი არ მიაჩნდა საბოლოო ნუსხად, რადგან იგი ავსებდა მათ ახალი მასალით, ან კიდევ ამოკლებდა.
თ. სახოკიას პირად არქივში დაცულ უბის წიგნაკებში შეტანილია დიდი სიფაქიზით, სიზუსტითა და გულისყურით სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა შემთხვევის გამო გაგონილი ან ამოკითხული ანდაზები. რიგ ჩანაწერს თან ახლავს, თუ როგორ ესმის ანდაზის შინაარსი მთქმელს, ან კიდევ, თუ რა შემთხვევასთანაა დაკავშირებული
ესა თუ ის გამონათქვამი. არქივში შემორჩენილი უბის წიგნაკების თავფურცლებზე აღნიშნულია უბის წიგნაკის რიგითი ნომერი, წიგნაკის დაწყებისა და დასრულების თარიღი და ადგილი.
ანდაზების შეგროვებასთან ერთად, თ. სახოკია დროდადრო ბეჭდავდა ანდაზებს ნაწილ-ნაწილ. ასე, მაგ., მან გამოაქვეყნა სამეგრელოში შეგროვილი ანდაზები 1897 წელს (ჟურნ. მოამბე, #10), ფრანგულად — ლეს პროვერბეს გéორგიენს (ქართული ანდაზები) 1902-03 წწ. (ჟურნ. ღევუე დე თრადიტიონს პოპულერს, ტ. ხვII, # 11, 1902 წ., ტ. ხვIII, # 1), გამოიცა ცალკე წიგნად