მოთხრობები - პატარა ქველმოქმედი მართამ გააუთოვა ერთი წყება სარეცხი, გამოახვია ზეწარში და უნდოდა მუშტართან წაე-ღო, მაგრამ ნახა, რომ უთო ჯერ კიდევ გახურებული იყო და განაგრძო საქმე. მართას საუთოე-ბელი ბევრი ქონდა და არ უნდოდა უთოს ტყუილ-უბრალოდ გაცივება. გააუთოვა კიდევ რამ-დენიმე ნაჭერი, მაგრამ მოაგონდა, რომ სარეცხის წაღება იყო საჭირო და არ იცოდა რა ექნა. ბო-ლოს ისევ არჩია, რომ მუშტარს არ აწყენინოს; გადადვა იქით უთო, რომელიც ისევ, თითქო მის გასახელებლათ, ძალიან ცხელი იყო და დააპირა სარეცხის წაღება. ამ დროს ოთახში შემოვიდა სკოლიდან დაბრუნებული, მართას პატარა ვაჟი, კოტე და, დედა რომ წასასვლელად მომზა-დებული ნახა, უცებ ჩამოიხსნა წიგნების ჩანთა და სიხარულით მოებღაუჭა კალთაზე მართას.
- დედიკო, მეც წამოვალ შენთან, მეც წამოვალ! - დაუწყო ხვეწნა. - შენ რა გინდა?.. დაისვენე! - უპასუხა დედამ.
- არა, არა, წამოვალ... მე არა ვარ დაღალული, - ემუდარებოდა კოტე. მართა უცებ შეჩერდა, ეტყობოდა, რაღაც ფიქრმა გაუელვა და შეხედა შვილს.
- იცი, რა გითხრა?.. თუ აგრე გულით გინდა სიარული, შენ წადი მარტო და წაუღე სარეცხი მუშტარს, მე-კი დავრჩები და ვაუთოვებ, სანამ უთო არ გაცივებულა. - თქვა მართამ.
- ძალიან კარგი! - აღტაცებით წამოიძახა კოტემ და მივარდა სარეცხს.
- მოიცა, მოიცა, ნელა მოკიდე ხელი, არ გასვარო, ან არა დაკარგო-რა!.. აქვე, მეორე ქუჩაზე რომ «ჩინოვნიკი» დგას, იმას მიუტანე, - უთხრა მართამ და კარგათ გამოხვეული სარეცხი მიცა შვილს.
- ფული გამოვართვა? - კითხა კოტემ, როცა კარში გავიდა.
- თუ მოგცემს, გამოართვი, მანეთი და ერთი შაური მერგება, - მიაძახა მართამ. - კარგი, კარგი, - ჩაილაპარაკა კოტემ და გაკურცხლა.
- დული, დული, იაბლოკი, ჰაა!.. - დაიყვირა კოტემ, როცა ქუჩაზე გამოვიდა, კოხტათ და-იდვა თავზე სარეცხი, თითქო ხილით სავსე გობიაო, და თავმომწონეთ წავიდა დანიშნულ სახ-ლისკენ. კოტეს პირველად დაავალეს მუშტართან სარეცხის წაღება და მის მხიარულობას საზ-ღვარი აღარა აქვს. მაშ, ის დიდია ახლა და შეუძლია დაეხმაროს დედას, რომელიც მუდამ დღე შრომობს: ხან რეცხს, ხან აუთოებს, ხან საჭმელს აკეთებს, ხან მუშტართან მიდის, ხან ბაზარში გარბის და სხვა. დღეიდან სარეცხის წამღებათ კოტე იქნება და ამნაირათ ცოტათი მაინც მოეხ-მარება საყვარელ დედას; დაიდებს ხოლმე სარეცხს თავზე და, თითქო ხილის გამყიდველი კინტოაო, შემოსძახებს: «დული, დული, იაბლოკი, ჰაა!».. იჰ, იჰ, რა კარგია! რა ბედნიერია კოტე! აქამდის რატომ არ მოიგონა ან თითონ, ან დედამ რატომ არ იფიქრა, რომ სარეცხის წაღება კო-ტესთვის მიენდო? ჯერ დილაობითაც, სანამ სკოლაში წავა, შეუძლია კოტეს ახლო-მახლო სა-რეცხის მიტანა, თვარა სკოლიდან რომ დაბრუნდება, ხომ სულ თავისუფალია და ბიჭებთან კოჭაობას, დედას დაეხმაროს არ ჯობია?.. რასაკვირველია, ჯობია და კოტეც ბეჯითათ შეასრუ-ლებს თავისს მოვალეობას: არც გასვრის სარეცხს, არც დააბნევს და ისე მიუტანს მუშტარს.
ამნაირ ფიქრებში გართულმა რამდენსამე წუთში მიირბინა კოტემ მუშტართან, ჩააბარა სა-რეცხი, ჩაიჩხრიალა ჯიბეში მანეთის თეთრი ფული და ერთიც შაურიანი და გამობრუნდა უკან, ბედნიერი, რომ პირველი მონდობილება მშვენიერათ შეასრულა. მოდის კოტე არხეინათ ქუჩაზე; მოდის ამაყათ და თავმომწონეთ. «ჩხრრრ, ჩხრრრ», გააქვს ჩხრიალი ჯიბეში ფულებს და მის ნეტარებას საზღვარი არა აქვს: კოტე ახლა პატარა კი აღარ არის, დედის მომხრეა, მისი მარჯვენა ხელია და შუაზე უყოფს შრომას. მივა თუ არა შინ, ახლა მეორე წყება სარეცხი დახ-ვდება მზათ და წაუღებს მუშტარს.
ამ ფიქრებში იყო კოტე, ხელები ჯიბეში ჩაეყო და თან ფულებს ანგარიშობდა, რომ უეცრათ ქუჩაზე დამჯდარი გლახის საცოდავი ხმა: «გამიკითხე, ღმერთი გაგიკითხავსო», შემოესმა.
გლახა იჯდა ქუჩის პირას და გამვლელ-გამომვლელს მოწყალებას სთხოვდა, მაგრამ გაიარა ერთმა, გაიარა მეორემ, მესამემ, მეოთხემ და, არც ერთმა ყურადღება არ მიაქცია გლახის მუდა-რას. კოტეს შეეცოდა გლახა და გული მოდიოდა მგზავრებზე, რომელთაც თითქო არც კი ეს-მოდათ გლახის ვედრება. «გულქვავები, საზიზღრები!» ფიქრობდა კოტე: «რატომ არ აძლევენ თითო გროშს საბრალოს». იქნება, დღეს არა უჭამნია-რა!» ამ დროს კოტეს ხელს მოხვდა ჯიბე-ში შაურიანი. «ამოიღე და მიეცი!» უთხრა გულმა კოტეს. ამანაც მოკიდა შაურიანს ხელი, მაგრამ უცებ შეჩერდა. ფული ხომ მისი არ არის, დედამისისაა. თვითონ-კი განა ბევრი აქვთ, რომ გლა-ხებს ურიგონ ფული? არა, კოტე თავს დაღუნავს და ისე გაივლის გლახის წინ, როგორც სხვა მგზავრები მიდიან. მართლაც დაღუნა კოტემ თავი და უნდოდა უცებ გაერბინა მათხოვარის წინ, მაგრამ კიდევ მოესმა გულის შემზარავი: «გამიკითხე, ღმერთი გაგზრდისო» და შეჩერდა. გლახას ხელი გამოეშვირა