*** ერთ მოქმედებად.
ეძღვნება ჟიული შარტავს ხსოვნას.
(პიესა დაწერილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით).
მოქმედი პირნი:
ჟიული
ცისანა შარტავა (ჟიულის და)
ლია (ჟიულის მეუღლე)
ქვეყნის პირველი პირი (ე. შევარდნაძე)
დიმა
კახა
ილონა
ნუცი
ჯარისკაცები
ჟურნალისტი
სოხუმელები (ქალები, მოხუცები, კაცები და ბავშვები)
***
ციასანა:(მოხუცი, წელში მოხრილი, ლაბადით, თავშლით, ხელჯოხითა და სათვალით).
ამასწინათ, სულ ახლახან, ერთმა ქალმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.
- რასთან დაკავშირებით?! - ვკითხე
- თქვენს ძმაზე, რაღაცის დაწერას ვაპირებო. მინდოდა, როგორმე ამეცილებინა ეს შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვიშორე (ხანგრძლივი პაუზა).
ბაღში, გრძელ სკამზე იჯდა და მელოდებოდა.ოო, როგორ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მივესლმეთ თუ არა ერთმანეთს,ღიმილით, მაგრამ, მაინც წავიწუწუნე: -რა გინდათ ჩემგან?! რას მერჩით?! ყველაფერი დაწერილია ჩემს ძმაზე . ვისაც რისი მოგონება შეეძლო, ყველამ ყველაფერი გაიხსენა, გაზეთებში დაიბეჭდა, წიგნებიც არის გამოცემული, ვიდეო კადრები შემორჩა ..
-ვიციო- მითხრა, ყველაფერი წაკითხული და ნანახი მაქვსო. აბა, რა გინდათ - მეთქი ?! - ის, რაც არსად არ წერია და არ მოგიყოლიათო.- ჰმ, მაგის მოყოლას არც ვაპირებ! - მინდოდა მეთქვა , მაგრამ დამასწრო:
- მეც გარდაცვლილი მყავს ძმა, 36 წლის , თავი ჩამოიხრჩო და ჩემმა მშობლებმა ჩამოხსნესო … ცოტა ხანს არც ერთს აღარ ამიგვიღია ხმა. მას ჩემზე მძიმე ტვირთი ედო მხრებზე,ნუგეშისცემა მომინდა, მაგრამ ვერ გავბედე... იჯდა ყელში ბურთგაჩხერილი და ისე მიღიმოდა, თითქოს ახლა მე უნდა გადამეწყვიტა მისი ბედი. გვერდით ჩამოვუჯექი, დიდხანს ვისხედით ჩუმად, მერე კარგად დავაკვირდი , ჩემზე ბევრად ალგაზრდა იყო. პირველად მაშინ გავიფიქრე, რომ ჩვენს ოჯახზე მეტი სიმძიმეც ბევრი იყო ამქვეყნად და ამ ტრაგედიებს სახელები არ ერქვათ. თვითმკვლელებს წესსაც არ უგებენ... არა ამას ვერ ვკითხავ... ჩემს ძმას კი, ჟიული შარტავა ერქვა და წელს 75 წლი შეუსრულდებოდა. ( სანთელს აანთებს ჟიულის სურათთან).დღეს იმას მოვყვები, რაც არსად არც დამიწერია და არც- მითქვამს. როცა მის ცხედართან ვიჯექი, იყო წამები, რომ ბედნიერების სრული განცდა მქონდა, გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ახლა კი 25 წლის წინ გადავინცვლოთ.
(მოხუცი ცისანა ლაბადას იხდის, თავშალს იძრობს, სათვალეს იხსნის , წელში სწორდება , 20 - 30 წლით ახლგაზრდავდება. ხელჯოხით, მთელი ძალით აბრახუნებს კარზე. გაისმის ნაბიჯების ხმა და ცისანა ჯოხსაც მოისვრის , კარი იღება, კარში ლია დგას , ჟიული შარტავას მეუღლე, მისივე ასაკის 40 -45 წლის. ცისანა შემოდის, მისაღებ ოთახში ტელევიზორია ჩართული და ჩანს სოხუმის კადრები).
ცისანა : წავიდა?
ლია : კი
ცისანა :რამდენი ხანია ?
ლია: ერთი საათიც არ იქნება
ცისანა: ოჰ, როგორ ვერ მოვუსწარი?!..
ლია: რა იზამდი? მაინც ვერაფერს შეცვლიდი ...შენ საიდან გაიგე?
ცისანა: რადიოში გამოცხადეს. ვერანარი ტრანსპორტი ვერ ვიშოვე , ფეხით მოვრბივარ მას მერე, ეჰ, როგორ ვერ მოვუსწარი?!
ლია: დაჯექი, დაისვენე, ჩაი , ყავა... რას დალევ ?
ცისანა: არა , არ მინდა არაფერი,