წინათქმა ჩხუბათ გუგუას ბაგრატას,
მთელ ბუღნიაურთ საკვეხარს,
სამჯერ მოქმედს დიდი სმისა.
და
ბიჩინაგას,
მეფე ერეკლე II-ის შვილს –
არ ვი, ზენბაცალიგოელი,
არ ვი, ქვენბაცალიგოელი
ქალისგან,
რომელიც ისეთი ფეროვნებისა იყო (ალი-ვარდისა),
რომ ყელში ჩამდინარი წყალი მოუჩანდა.
და, ომარ თურმანაულს – ფშაველს,
უცხო მიწაზე გადახვეწილს,
ვისთანაც ერთხელ ცოდვები გავაზიარე.