*მარტო ვართ ორნი*
როცა თითები მუსიკას წერდნენ,
გამალებული ცვიოდა წვიმა.
სარკმელთან იდგა ლამაზი ქალი,
გაიძახოდა სამყაროვ მცივა.
მე უშენობა დარდს არ მომიკლავს
უაზროდ ქუჩას მივეხეტები,
ვერ დამხატავდა სალვადორ დალი!
მე სულიერად მგვანან მტრედები.
თავისუფლების მონობის ქვეშ ვარ
ეჰ რა ტონია ირგვლივ ავკაცთა,
ნუთუ ცხოვრების მელანქოლია
და სევდის ჯარი არა, არ _ ამცდა.
რით ვიმსახურებ ამ მარტოობას
და ამ ნოტების ცივ მელოდიას?
დრონი გათელეს ამ პოეტებმა
და ურჩად ჩემთან ლექსით მოდიან.
ვუყვარ ალბათ ამ ღამის წვიმას
და ამ სამყაროს კვლავ ვევედრები.
თავისუფლება ლომთა ხვედრია
დამტრიალებენ ირგვლივ მტრედები.
მიტოვებული მეგონა თავი მაგრამ პოეტებს გავახსენდები!
მარტოობა კი ჩვენი ხვედრია ვალსს ვიცეკვებთ და კვლავ დაგნებდები..