თავი პირველი
1 პირველად ესე სიტყუაჲ ვყავ ყოვლისა მისთჳს, ჵ, ღმრთისმოყუარეო, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ. 2 იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია. 3 რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ. 4 შეკრიბა ისინი და დაავალა: "იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ; 5 რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით ” .
კომენტარი : ქრისტეს დედამიწაზე ყოფნამ დაამტკიცა, რომ ეკლესია ამაქვეყნისა არ არის, არამედ ეს სულიერი სამეფოა, რომელიც არასდროს მთავრდება, სავსეა სიხარულითა და სამართლიანობით, სიყვარულითა და ჭეშმარიტებით, თავმდაბლობითა და თავშეკავებით. ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე უხსნიდა თავის მოწაფეებს რჯულიდან, ფსალმუნებიდან და წინასწარმეტყველებებიდან ამ საიდუმლოს, ლამაზი მოვლენების ჩათვლით, რომლებიც აღწერეს მართალმა წინასწარმეტყველებმა. მათ სწყუროდათ ღვთის სასუფეველი და ელოდებოდნენ, როდის გაბრწყინდებოდა მისი შუქი. ახლა კი მოვიდა ზეციური სახელმწიფო, გამოჩნდა სამუდამო მეფე და ნამდვილად თავის მიმდევრებს შორის იდგა! წმიდა და დიდებული ღმერთი მზადაა გვიშვილოს, აგვავსოს საკუთარი არსებით და გაგვხადოს საკუთარ შვილებად! სწორედ ამ მიზნის გამო მოკვდა იესო ჯვარზე. მან გვაპატია ჩვენი ცოდვები და გაგვწმიდა, რათა ღმერთთან მისასვლელი გვქონოდა და შეგვეყვარებინა მამა. მისი სახელი კი უნდა ჩანდეს ჩვენ საქციელებში. ქრისტემ თავიდანვე აუხსნა თავის მოწაფეებს ღმერთის აღთქმების ჭეშმარიტი აზრი და ნათლად დაანახა, რომ ისინი ღმერთს გაიცნობენ ისეთს, როგორიც არის. ის როგორც მამა წარუდგენს მათ თავს და განსაკუთრებულ შილებად აქცევს. მათ არ უნდა ეშინოდეთ მისი, როგორც ძლევამოსილი დამღუპავის და უცნობი მოსამართლის. ქრისტეს ეს უნიკალური გზავნილია: წმიდა ღმერთი, გულმოწყალე მამაა. ამ გამოცხადებამ შეცვალა ჩვენი კულტურა. ჩვენ გვესმის, რომ მომავალი სამეფო - მამის სამეფოა, და მათ შვილებს მოუწევთ მეფეების როლში და მლოცველ მოსამართლეებად მსახურება. ისინი იესოს მაგალითს მიჰყვებიან, რომელიც ყველასთვის მოკვდა, რათა გამოესყიდა ისინი ღმერთის სამართლიანი რისხვისგან.
იოანე ნათლისმცემელმა იცოდა მომავალი ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეძრავდნენ ცას და მიწას. ცხოვრობდა რა იოანე უდაბნოში იცოდა, რომ ღმერთის სამეფო ასე მალე არ მოვა ამ ბოროტ და თავმოყვარე ადამიანებთან, ვინაიდან მზად არ არიან, ქვის გული აქვთ და დაუმორჩილებელი გონება. იოანემ მონათლა მონანიებული ცოდვილები იორდანეს მდინარეში იმის ნიშნად, რომ სიკვდილს იმსახურებდნენ. როდესაც წყლიდან ამოდიოდნენ, ეს იყო ახალი ქმნილების სიმბოლო. იოანე ღიად ასწავლიდა და აღიარებდა, რომ მისმა ნათლობამ სინამდვილეში ვერავინ შეცვალა. წყალში შთაფლობა მიუთითებდა იმაზე, რომ არავის შეუძლია საკუთარი თავის გამოსწორება ან სხვების შეცვლა. არავის შეუძლია საკუთარი თავი განწმიდოს რაღაცეებზე უარის თქმით ან მკაცრი ცხოვრებით, ვინაიდან ყველანი ბოროტნი, ხორციელნი და საზიზღარნი ვართ. წინასწარმეტყველი უდაბნოში საუბრობდა ღვთის კრავზე, რომელიც მონანიებულებს სულიწმიდით მონათლავს. ის სულისგან შობილი იყო და ცოდვის გარეშე ცხოვრობდა. მან ყველა მორწმუნე მამასთან შეარიგა, რათა შეგვძლებოდა გავმხდარიყავით ამ კეთილი და კურთხეული სულის ნაწილები. შენ, ძვირფასო მორწმუნევ, ამოიცანი თუ არა მამის ეს აღთქმა? ამ სულმა გადაწყვიტა, რომ დაივანოს შენში. თავად ქრისტე დაიკავებს ცენტრალურ ადგილს შენ გულში, ხოლო შენი სხეული გახდება ცოცხალი ღმერთის ტაძარი. მზად ხარ თუ არა, რომ მიიღო ღმერთი?
6 ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: "უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს? ” 7 უთხრა მათ: "თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. 8 არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე ” .
კომენტარი: როდესაც მოწაფეები მივიდნენ იესოსთან ამ მიწიური და პოლიტიკური კითხვით, სულიწმიდა ჯერ მიღებული არ ჰქონდათ. ისინი ჯერ კიდევ თავიანთ იუდევლურ პატრიოტიზმსა და პასუხისმგებლობებზე ფიქრობდნენ იერუსალიმში. მათ გადაწყვიტეს, რომ მეფე ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, დაიწყებს დიდებაში მეფობას იერუსალიმსა და ყველა სხვა ერზე. გასაკვირი ის არის, რომ ქრისტე ამას არ უარყოფდა. მან დაადასტურა, რომ ღვთის მეფობა ნამდვილად დადგება. თუმცა მკაფიოდ და გასაგებად უთხრა თავის მოციქულებს, რომ ეს ზეციური მეფობა არ იქნება ისეთი, როგორიც ადამიანების წარმოსახვაშია და არა აწმყო დროში. ღმერთის ძალაუფლება დაფუძნებულია სიყვარულსა და ჭეშმარიტებაზე და არა უსამართლობაზე. ვინც ღმერთი შეიცნო, როგორც მამა - ხარობს მომავლით. ამყარებდა რა იესო თავის დაფარულ მეფობას, მან