ესაია წინასწარმეტყველი მოგეხსენებათ წინასწარმეტყველი ესაია იუდეის მეფე ხიზკიას მმართველობის დროს (ძვ. წ. 770/760 - 687/642) ემსახურებოდა უფალს და ესაიას პირით თავად უფლის სიტყვა ლაპარაკობდა, არსებობს უამრავი გარდამოცემები მასზე, მაგრამ ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია არა ის, თუ სხვა რას ამბობს ესაიას შესახებ, არამედ მე პირადად რა აზრი გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის დასრულებისას თავად ესაიას პიროვნებაზე, რელიგიური წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ესაიას გვამის ადგილმდებარეობა, ვიდრე თავად ესაიას, როგორც ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა. მათი გადმოცემით ესაია დაკრძალეს სილოამის მახლობლად, რათა მისი ლოცვით აღმოცენებული წყალი არ დამშრალიყო, ხოლო ბიზანტიის იმპერატორის თეოდოსიუს - უმცროს II-ის[1] მეფობისას მისი ძვლები გადაიტანეს პანეადაში და დაასვენეს წმ. ლავრენტის ტაძარში.
მე პირადად, როგორც ქრისტიანისთვის, შეუფერებლად მიმაჩნია, რომ გვამებს დავუწყოთ ძებნა ან რამე სახის თაყვანისცემა და არ გავიზიაროთ ესაიას სიტყვა თუ რა შეხედულების იყო ეს პიროვნება იმდროინდელ საზოგადოებრივ ვითარებაზე, მოგეხსენებათ ბიბლია კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ტაძრის აშენებას და მისი „ უფლის ტაძრის “ სტატუსით გამოცხადებას, ბიბლიის მიხედვით ეს სიტყვები „ უფლის ტაძარია აქ “ [2] სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს, ისევე როგორც იერემიას ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი გულების გამონაგონს, ღვთის სიტყვად აცხადებდნენ ისრაელ ერში, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან უფალი იერემიას პირით ამბობს: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.[3]
ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი დღესაც შევხვდებით პიროვნებებს, რომლებიც გვიქადაგებენ არა იმას, რაც შეესაბამება ბიბლიურ რეალობას, არამედ იმას, რაც მათი წარმოდგენებისა თუ შეხედულებების მიერაა განცხადებული ერებში, თუმცა სიმართლის წყარო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი წიგნია - ბიბლია, რომელზე დაყრდნობითაც ისინიც ხელმძღვანელობენ, მაგრამ ამავდროულად ამახინჯებენ უფლის სიტყვას შეგნებულად, რათა ჩაახშონ ღვთის სიყვარული ადამიანთა გულებში, რომელიც ისახება სულიწმიდის მიერ, ვინაიდან ბიბლიის ავტორი თავად სულიწიდაა.
ადამიანების უმრავლესობას წიგნი ბიბლია ჰგონია მითოლოგიური ზღაპრების კრებული, ამიტომ ჩემი მიზანია წიგნის სანდოობისთვის მოვიყვანო ის ისტორიული თუ ეპოქალური მოვლენები, რომლებიც წინასწარმეტყველ ესაიას მიერ უფლის ძალით რეალურად ახდა:
1) აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ.[4] მიდიელებმა ესაიას პერიოდში არაერთი ზიანი მიაყენეს ასურეთის სამეფოს, ტიგლათფილასარი[5] და სარგონი[6] დიდად ეცადნენ მათ დამორჩილებას, სარგონმა მიდიელთა დიდი ნაწილი ემათსა და კელესირიაში გადაასახლა, თუმცა რაც უფრო სუსტდებოდა ასურეთის სამეფო, მით უფრო ძლიერდებოდნენ მიდიელები, ესაია არ ახსენებს სპარსელებს, რადგან იმ დროს მიდიელების სახელით იყო ცნობილი ეს ხალხი.
2) ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას. არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ.[7] ეს წინასწარმეტყველება ახდა როდესაც კიროსის შემდეგ მისი მემკვიდრენი, დარიოსი და ქსერქსე, საბოლოოდ ანადგურებდნენ ბაბილონს, ქალაქს ამშვენებს, მოგეხსენებათ ბაბილონის კიდური ბაღები, მსოფლიოს უპირველეს ქალაქად იყო აღიარებული.
3) დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა![8] ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულებაზე მიუთითებს ტიგლათფილასარის ერთერთი წარწერა, რომელშიც იკითხება:
ვბრძანე, სირიელთა უდიდესი რაოდენობისთვის თავები მოეკვეთათ, ადარას, რაცინის მამის სასახლე, რომელიც მიუვალ კლდეზე იყო აგებული, ალყაში მოვაქციე და დავიპყარი; რვა ათასი ადამიანი ტყვედ წავასხი; 500 ქალაქი დამასკოს ქვეყნისა ნაგვის გროვად ვაქციე. ისტორიული ცნობებით ქალაქი დამასკო 732 წელს დაიპყრეს ასურელებმა, ტიგლათფილასარის დარბევის შემდეგ დამასკო მალევე აღადგინეს.
4) იმ წელს მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი დართანი, ბრძოლა გაუმართა აშდოდს და აიღო იგი.[9] ასურეთის მეფე სარგონს ესაიაც ახსენებს, - მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული. თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის. ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.[10]
ეს წინასწარმეტყველება ახდა ასურეთის მეფის ასარხადონის[11] დროს, რომელმაც დაიპყრო ეგვიპტე, უამრავი ადამიანი ტყვედ წაიყვანა და საკუთარ თავს ეგვიპტის მეფეთ - მეფე უწოდა.
ასურეთის მეფე სენაქერიმი[12] იგივე სანხერიბი იუდას ქალაქ იერუსალიმზე ილაშქრებს 713 წელს, რაც ესაიას 36/37 თავებშია გადმოცემული, მეფე სანხერიბი მოსალაპარაკებლად აგზავნის ელჩს