მამა იგივე არაა რაც ძე, ვინაიდან ისინი განსხვავდებიან თავიანთი არსებობის წესით. რადგან მამა არის მთლიანი სუბსტანცია, მაგრამ ძე არის წარმოშობილი და პორცია (ანუ რაღაც ნაწილი) მთლიანის, რომელიც აღიარებს რომ "მამა ჩემზე დიდია, ვიდრე მე ვარ." ხოლო ფსალმუნებში მისი მდგომარეობა აღწერილია როგორც "ცოტათი დაბალი ვიდრე ანგელოზების". მაშასადამე მამა განსხვავებულია ძისგან, და ბევრად აღმატებულია, იმდენად რამდენადაც ის ვინც შობს ერთია და ვინც შობილია მეორე (ანუ სხვა). ასევე ის, ვინც აგზავნის, ერთია და ვინც გამოგზავნილია მეორე; აგრეთვე ისევ ის, ვინც ქმნის, ერთია და ის ვინც შექმნილია მეორე. quia non sit idem pater et filius, vel modulo alias ab alio. pater enim tota substantia est, filius vero, derivatio totius et portio, sicut ipse profitetur, Quia pater maior me est: a quo et minoratus canitur in psalmo, Modicum quid citra angelos. sic et pater alias a filio, dum filio maior, dum alias qui generat alius qui generatur, dum alius qui mittit alius qui mittitur, dum alius qui facit alius per quem fit.(TERTULLIANO: Adversus Praxean IX) .
"სული არის ღმერთი და სიტყვა არის ღმერთი, რადგან ღვთისგან მოდის, მაგრამ სინამდვილეში არ არის ზუსტად იგივე, ვისგანაც ის გამოდის. ამრიგად, ის არის ღმერთის ღმერთი. და მისგან გამომავალი არის რეალურად არსებული საგანი, ის არ შეიძლება იყოს თავად ღმერთი, რადგან არის მთლიანის რაღაც პორცია ანუ ნაწილი. უფრო მეტიც, უზენაესის ძალა არ იქნება თავად უზენაესი, რადგან ის არ არის რეალურად არსებული საგანი, როგორც სული - ისევე, როგორც სიბრძნე (ღმერთის) და განზრახვა (ღმერთის) არ არის ღმერთი: რადგან ისინი არ არიან ესენციები (substantiae), არამედ რაიმე არსის შემთხვევითი თვისებები (accidentia). ძალა დაკავშირებულია სულთან, მაგრამ ის თვითონ არაა სული." et ideo spiritus deus et sermo deus, quia ex deo, non tamen ipse ex quo est. quodsi spiritus dei, tamquam substantiva res, non erit ipse deus sed hactenus deus qua ex ipsius dei substantia, qua et substantiva res est et ut portio aliqua totius, multo magis virtus altissimi non erit ipse altissimus, quia nec substantiva res est quod est spiritus, sicut nec sapientia nec providentia: et haec enim substantiae non sunt sed accidentia uniuscuiusque substantiae. virtus spiritui accidit, nec ipsa erit spiritus. (TERTULLIANO: Adversus Praxean XXVI).
იესო მამას აღიარებდა ღმერთების ღმერთად (ფს. 49:1), იესოს არ უთქვია მე ვთქვი ღმერთები ხართო (ფს. 81:6), არამედ თქვა დაწერილია თქვენს რჯულში. იესო მამას მოიხსენებს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად (ინ. 17:3), მას არ უთქვია გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც ღმერთს სამებას, კაცობრივი ბუნებით იესოს არ უარსებია ქვეყნის შექმნამდე, ამიტომ (ინ. 17:5) - ში ლოცულობს სიბრძნე ღვთისა ანუ ლოგოსი და არა უბრალოდ კაცი იესო ქრისტე. თუკი ვიტყვით რომ იესო არ იყო მამაკაცისაგან ჩასახული და ამიტომ იყო ჩვენზე აღმატებული, მაშინ არც ადამი არ ყოფილა მამაკაცისაგან ჩასახული და ამ ლოგიკით ადამი ჩვენზე აღმატებულია? როგორც ხდება ადამისეული გამრავლება ხორციელი შობის გზით, ასევე ხდება იესოს მიერ ზეციერი შობა სულისაგან შობილობის გზით. ზეციური საშოდან სულიერად შობილებს ეწოდებათ იესო ქრისტეს ძმები საერთო რწმენაში, ამიტომ არის იესო მეორე ადამი: პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი (1 კორ.15:47). ღმერთის ბუნება არის უვნებელი, ამიტომ შეიძლება რომ საღვთო ბუნებას შეეხოს რამე ზიანი ანდა სიკვდილი? რათქმაუნდა არა! აბა რომელი ბუნებით ევნო ქრისტე და იტანჯა? რათქმაუნდა კაცობრივი ბუნებით მიიღო განცდა ტკივილის, მაგრამ როგორც ღმერთი ლოგოსი ის ყოველთვის იყო მამასთან: არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში (ინ. 3:13). ვინმეს რომ არ ეგონოს თითქოს იესო თვითონ არის მიზეზი ზეციდან ჩამოსვლის და ის თვითონ არის მამა, ნახეთ (იაკ. 1:17): "ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის." ანუ იესო ქრისტე, ციდან ჩამოსული ჭეშმარიტი მანანაა (გამცხ. 2:17), გამოგზავნილი ნათელთა მამისაგან, წარგზავნილის ბუნება წარმგზავნელისგან აშკარად სხვაა. თუკი იესო არ ყოფილა ბუნებით თანაარსი მამისა, მაშინ როგორ შეეძლო კაცობრივ სხეულს ჯოჯოხეთიდან სულების ამოყვანა და საკუთარი სხეულის მკვდრეთით აღდგომა (ინ. 2:19; 5:21)? იესოს აქვს ძალაუფლება მამისგან რადგან ის მამა ღმერთმა უფლად დაადგინა: "ის მომიხმობს: მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ხსნის კლდე; მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე მეტად ავამაღლებ," (ფს. 88:26-27). იესო ანუ ლოგოსი ღმერთი თვითონ უწოდებს თავის ღმერთს მამას. ანუ მამა არის მიზეზი ბუნებით ღმერთების არსებობის, ვინაიდან ის ვინც ღვთისგან იშვება ხდება საღვთო ბუნების თანაარსი იესოს მსგავსად. ჩვენ გვჯერა რომ ღმერთმა საკუთარ ხატად შეგვქმნა, ეს უკვე ნიშნავს ღმრთის არსებობის მტკიცებულებას, რადგან მანამდე არ ვიყავით, არარსებულიდან არსებობაში შეგვქმნა, მანამდე გვიცნო სანამ დედის მუცელში გამოგვსახავდა (იერ. 1:5; რომ. 8:29), მისი ძის იესოს მსგავსად გამოგვარჩია, რათა იესო ყოფილიყო პირველი, პირმშო პირველ დაბადებული მრავალ ძმებს შორის: "ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, მამებისათვის მიცემული აღთქმა შეგვისრულა და აამაღლა (ἀνίστημι,v \{an-is'-tay-mee} აღგვიდგინა) იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია (2:7): ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ." (საქმ. 13:33), ისევე როგორც ოდესღაც დავითი აამაღლა ანუ აღგვიდგინა (საქმ.13:22). ხოლო (საქმ. 13:34-35) - ში მოციქული საუბრობს იესოს მკვდრეთით აღდგომაზე: ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს, სარწმუნოდ“ (ეს. 55:3). ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“ (ფს. 15:10). ანუ წინა მუხლი არ ეხება იესოს მკვდრეთით აღდგომას, არამედ მის დადგინებას რჩეულად, იესო მამა ღმერთის აღთქმის პირობის შესასრულებლად მოვიდა, თავისი მამის ნების და არა საკუთარი ნების. იოანე დამასკელი წერს: "საკუთრივ მამა უმალ ღმერთია ჩვენთვის, ვინც არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა, ვიდრე მშობლები, რომლებმაც მისგან მიიღეს არსებობაც და მშობლობაც". აქ ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მშობელი არის მამა ღმერთი და არა ბუნებრივი ბიოლოგიური მშობლები. ზირაქი წერს: იყავი ქვრივისთვის ქმრის მაგიერი, და გახდები უზენაესის ძე, რომელიც დედაზე მეტად შეგიყვარებს (ზირაქ. 4:10). ღმერთი არის ჩვენი არსებობის მიზეზი და არა ხორციელი მშობლები, რადგან ხორცისაგან შობილი ვერ იქნება სულისაგან შობილი, თუკი ხელახლა არ დაიბადა (ინ. 3:3). ასევე არის იესოც შექმნილი მამის მიერ: უწინარეს საუკუნისა, დასაბამითვე, შემქმნა მე და უკუნისამდე არ გავთავდები. წმინდა კარავში ვიმსახურე მის წინაშე და სიონში ასე განვმტკიცდი (ზირაქ. 24:9-10). იესო ამბობს: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ (ინ. 14:12), როგორ გავაკეთებთ იესოზე მეტს თუკი ის რასაც იესო აკეთებდა მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არა ადამიანს? ასევე ელისეს მკვდარმა სხეულმაც გააცოცხლა მიცვალებული (4 მეფ. 13:21) და რა ამის გამო ელისე ღმერთი იყო? როდესაც იძახიან რომ მკვდრების აღდგომა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ელისემ თუ ეს შეძლო, განა იესოს არ შეეძლო ეს გაეკეთებინა?
მამა ღმერთს დაუსაბამობას უკარგავენ ძის თანასწორობით, საღვთო ერთიანობა არ ნიშნავს მამის და ძის ერთიდაიგივეობას, ისე თითქოს მამა ძე გახდა, რადგან ის ვინც ვინმეს აგზავნის და ის ვინც წარიგზავნა სადმე, არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ წარმგზავნელი გამოიგზვანა ან თავად გახდა წარგზავნილი, ის ვინც განსხვავდება იმისგან, ვინც გამოაგზავნა, მაგრამ ჭეშმარიტებაში ერთად ქმნიან სიმართლეს, როგორც ერთი მეფის მიერ გამოგზავნილი მეორე მეფე, არანაერად არ აკნინებს პირველი მეფის დიდებას, რადგანაც მისი ანარეკლია და მის საქმეს ასრულებს, მამა კი არ აკეთებს ძის საქმეს, არამედ ძე აკეთებს მამის საქმეს, საერთო საქმეს ემსახურებიან მამაც და ძეც და ერთმანეთის წინააღმდეგ რატო წავლენ? ამიტომ ამბობს იესო: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი (ინ. 5:17). სიტყვამდე თუ აზრი არ გაჩნდა, სიტყვა როგორ შექმნის თავისთავად. მამამ სიტყვით შექმნა ყველაფერი, მაგრამ სიტყვამდე იყო აზრი, ანუ მამა ძის გარეშე არაფერს ქმნის, რადგან ძე სიტყვაა და სიტყვის გარეშე არაფერი შეუქმნია, ეგ იმას არ ნიშნავს რომ მამა სიტყვის საქმეს ასრულებს, არამედ სიტყვა ასრულებს მამის საქმეს, ამიტომ ამბობს: ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს. რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად (ინ. 5:19-20). არქიტექტორი რო ხაზავს ანუ გეგმარდება რაღაცა, ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ თვითონაა მშენებელი, ასევე ძეც თუ არ იხილავს მამის საქმეს, ისე ვერაფერს აკეთებს. ანუ მამამ იცის კიდევ ისეთი რამ, რაც ჯერ ძემაც არ იცის, ამიტომ ამბობს, მეტ საქმესაც უჩვენებს თქვენდა გასაოცრადო. სიტყვა ვინც წარმოთქვა, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თვითონ ის არის სიტყვა. ანუ მამა კი არ ასრულებს სიტყვის საქმეს, არამედ სიტყვა ასრულებს მამის საქმეს. არის მრავალი ღმერთი, თვითონ ადამიანებსაც უწოდებს წმიდა წერილი ღმერთებს, თუ ადამიანს ღმერთს უწოდებს, რა იესო არ არის ღმერთი? მაგრამ არა ერთადერთი, რადგან მამა უმეტესია, როგორც დაწერილია: გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ (ფს. 137:1). ვინ არიან ღმერთები? ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი (ფს. 135:2). მამა აგზავნის ძეს როგორც სინათლის შუქს, რათა შენშიც აენთოს ნათელი მამისა, მაგრამ შუქი არ არის მიზეზი სინათლის და არც სინათლე არსებობს შუქის გარეშე. მამა თვითონ იმიტომ არ მოდის რომ აგზავნის შუქს, რადგან თვითონ მამა არის მიუწვდომელი და უხილავი სინათლე და არავის შეუძლია მისი ნახვა გარდა ძისა, რომელიც არის სინათლის შუქი, მაგრამ არა სინათლის მიზეზი თუმცა მისი არსის ნაწილი. იესო არის ანარეკლი დიდებისა: ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ (1 ტიმ. 6:16). ჩემი შვილი ჩემს საწინააღმდეგოს არაფერს გააკეთებს, რადგან ჩემი ხასიათი აქვს, ასევე არც იესო არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც მამის ხასიათს დააკნინებს, იმიტომ რომ დაწერილია, მოვდივარ შენი ნების ნების აღსასრულებლად ღმერთო: მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“. ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს (ებრ. 10:7-9), პავლე წერს რომ ამას იესო ლაპარაკობს და არა მამა ღმერთი. კაცობრივი ბუნებით ამას როგორ იტყოდა მანამდე, სანამ სხეულში მოვიდოდა, შენი ნების აღსასრულებლად მოვდივარ ღმერთოო, თუკი ის მამის თანასწორია? თანასწორი თავის ნებას კი არ ასრულებს, არამედ სხვისას? ქრისტე მამა ვერასოდეს გახდება და ვერც სულიწმიდა გახდება იესო, ამ ყოველივეს ერთმანეთში შერევა არაქრისტიანულია და მსგავსი სწავლება არ არსებობს, რომ მამა ღმერთი ძის გარეშე ვერ მოფობს დაუსაბამოდ. მამა ძე არ გამხდარა, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებენ წმ. მამები, ისინი ამბობენ რომ მამა ღმერთი გახდა ჩვილი: «რა შემიძლია ვთქვა? რადგან საკვირველება მაოცებს მე. «ძუელი დღეთა» რომელიც ზის მაღალ და დიდებულ ტახტზე, მიიწვინა ბაგაში» (წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია მაცხოვრის შობაზე). ასევე: «ძუელი დღეთა, ჩვილად იქცა " (წმ. ათანასე, ჰომილია ქრისტეს შობაზე). «მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ» (წმ. კირილე იერუსალიმელი, ჰომილია ტაძრადმიყვანებისათვის (მირქმისა) უფლისა). რადგან მამამ ძე შექმნა ეგ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მამაც შექმნილად მივიჩნიოთ? თუ მამა შექმნილია, მაშინ როგორაა ის უსაწყისო, და თუ იესოს საწყისი მიეცა, როგორ იყო ის ბუნებით უსაწყისო? ის რომ იესოს აქვს მამის ბუნების არსი და მისი დიდების ანარეკლია, ეს სრულებით არ გაძლევს იმის საბაბს რომ ვთქვათ მასზე თანასწორობა. თანასწორმა რატომ არ იცი მეორედ მოსვლის ჟამი, რომელიც დაადგინა მამამ? თანასწორი როგორ სთხოვს მამას რამეს, თუნდაც სულიწმიდას, თუკი ის იგივეა ბუნებისაა, მაშინ რატომ გვეუბნება ილოცეთ მამათქვენის წინაშე დაფარულადო და არა ჩემს წინაშეო? თანასწორი რატომ ასრულებს სულ მამის დავალებებს, რატომ არ შეუძლია მამის გარეშე რამის გაკეთება თანასწორს? იესოს სიტყვებია თვითონ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს (ინ. 5:19). სინათლის შუქია იესო, ღმერთის ღმერთი, მაგრამ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი ერთად აღებული, რომელიც ქმნის სამობის ერთიანობას.
იესო მამა ვერასდროს გახდება და ვერ მისი თანასწორი, მიუხედავად იმისა რომ მისი დიდების ანარეკლია. იგივეს წერდა პავლე მოციქულიც: იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა (ფილ. 2:5-6). თუკი იესო თვლიდა თავს ღვთის თანასწორად, ნუთუ ჩვენც უნდა ჩავთვალოთ თავები ღვთის თანასწორად, რადგან იგივე ზრახვები გვქონდეს რაც იესოს? მოდით ახლა და პავლეს ეს მუხლი ისე გავიგოთ, თითქოს ჩვენც ისეთივე ზრახვები გვქონდეს როგორც ქრისტეს იესოს, რომელიც თუმცა იყო რა ხატი იგი ღვთისა უხილავისა, არასდროს უარუყვია თავი ღვთის თანატოლად ყოფნისა, ანუ ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის თანასწორად ყოფნა? და ჩვენც ასეთივე ზრახვა გვქონდეს ანუ ჩვენც ასე უნდა ჩავთვალოთ თავები ღმერთის თანასწორებად? ბერძნული ტერმინი ἡγέομαι,v \{hayg-eh'-om-ahee} ჰეგეომა ნიშნავს წინ ნაბიჯის გადადგმას ასევე ლიდერობასაც, ანუ პავლე მთლიანი ტექსტის კონტექსტში გამოთქვამს შემდეგ აზრს: "ქრისტე თუმცა იყო რა ხატი იგი ღვთისა უხილავისა, მაინც არასდროს ღმერთზე წინ არ წასულა, ანუ გადაწყვეტილება არ წაურთმევია ღმერთისთვის, ლიდერობაში მასზე წინ არასდროს დაუყენებია თავი, არათუ გაუტოლებია მისთვის თავი, ფიქრადაც კი არ გაუვლია თავში მსგავსი რამ". მაგრამ რატომღაც რელიგიურ ორგანიზაციებში და თეოლოგიურ სასწავლებლებში ჩამოყალიბდა შემდეგი აზრი: "ის ვინც ღმერთის სახით არსებობს, ღმერთის თანასწორია". მამა თუ ძემდე არ ქმნიდა არაფერს, აბა როგორ შექმნა ძე სულიწმიდით? მამა გახადეს ძეზე დამოკიდებული, თითქოს ძემდე მამა არაფერს აკეთებდა, არადა თვითონ იესო იძახის, რომ სანამ შექმნიდა მას, მამა მანამდე ქმნიდა სამყაროს: როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული (იგ. 8:27-30), როგორ იძახიან მამა ძის გარეშე არაფერს ქმნიდაო, როცა თვითონ იესო ამბობს, რომ მამა დღემდე იქმს და ვერ ვიქმო (ინ. 5:17) და მან მასწავლა ყველაფერიო? ოსტატი ნიშნავს რომ ძემ არ იცოდა და მამამ შეასწავლა. იესო იძახის მე გავჩნდი (იგ. 8:24-25) გაჩენილი ნიშნავს თუ არა მანამდე არ არსებულს?
მამა და ძე ერთი არსი თუა, ჩვენ როგორ ვართ მაშინ ისეთივე ერთი, როგორიც ისინი არიან? მაშინ მამა უმეტესი როგორაა, თუ ერთი არსია? როგორც ვხედავთ ბიბლიაში სამება არ იკითხება არსად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამი ერთი ღმერთი რომ ყოფილიყო, იესო აღარ იტყოდა გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთსო, არამედ იტყოდა გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც ღმერთს სამებას, მაგასაც თავი დავანებოთ თუ იესო თანასწორია, მაშინ რატომ თქვა თანასწორმა, ისინიც ჩვენსავით ერთი იყვნენო (ინ. 17:22), რა ამის გამო ჩვენც ისეთივე თანასწორები გამოვდივართ, როგორც მამა და ძე? იფიქრეთ ამაზეც. ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად (1 კორ. 15:45). თანასწორს შეიძლება მეორე ადამი ვუწოდოთ? ხორციელი ბუნებით რა იცოდა როდის იყო მამასთან ზეცაში, ან როგორ შეიძლება ზეცაში მყოფი კაცის ძე ემორჩილებოდეს მამას, თუკი მისი თანასწორია? კაცური ბუნებით რა იცოდა როდის იყო მამასთან ზეცაში? თუ მანდ მარტო ადამიანური ბუნება ლოცულობდა, მაშინ ზეცაში ის ვის წინაშე მსახურობს საუკუნო მღვდელმთავრად, ვის წინაშე ლოცულობს, ან ვის წინაშე არის მეოხი? ანუ იქაც კი ყავს შემოქმედი ღმერთი და მამა ხო, ვის წინაშეც ჩვენ გვშუამდგომლობს, აბა რატომ იძახიან რომ კაცობრივი ბუნებით იძახდა მაგას, იყვნენ ჩვენსავით ერთიო, კაცორბივი ბუნებით როგორ იყო ღმერთი და ძე ერთი, ამიხსენით ვინმემ. რადგან კაცის ძე იყო ცაში მანამდე ვიდრე განკაცდებოდა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის მამის თანასწორი იყო. შექმნილზე ვერ იტყვიან ბუნებით შეუქმნელიაო. ასევე იესო თვითონ იუწყება, რომ ზეცაში ადამიანთაგან ისეთი არავინ ყოფილა, რომ მას კაცის ძის წოდება ჰქონოდა: არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია (ინ. 3:13). როდის იყო იესო ზეცაში ადამიანური სხეულით, ეს სიტყვები რომ ეთქვა? ციდან ჩამოსული კაცის ძეო, ესე იგი იესო მანამდე იყო კაცის ძე, როგორც ენოქის წიგნში წერია, რომ ეს კაცის ძე შექმნა მამა ღმერთმა მის წინაშე მსახურად და არა თანასწორად, თანასწორი მამის ნებას კი არ ასრულებს, არამედ თავისას. თანასწორი არავის ემორჩილება და არავის ნათქვამზე არ დადის. რანაერად არის იესო იგივე მამა ღმერთი, როდესაც ყველაფერში მამის ნების შემსრულებელი და მისი მორჩილი იყო?
თუკი იესოს გარეშე ვერავინ გაიცნობს მამას, მაშინ როგორ ამბობს იესო, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუ ის მამაჩემმა არ მოიყვანაო? ესე იგი მე თუ არ ვიცნობ მამას, ისე როგორც იცნობდა იოანე ნათლისმცემელი, ვერანაირად ვერ გავიცნობდი ქრისტეს, ეგ კი არა თვითონ მღვდელმთავრებსაც გაუჭირდათ იესოს ცნობა როგორც მესიის და ღვთისგან მოვლენილი აღთქმის პირობის აღსრულება. იესო არის მამის მართალი მორჩილი, რომელიც ქვეყნის შექმნამდე წარდგენილ იქნა სულთა უფლის წინაშე მსახურად. იესო მამა ვერასოდეს გახდება და ვერც სულიწმიდა. იესო ეხლაც ემსახურება მამას და თავის ღმერთს უწოდებს მას. უფალს ღმერთი ყავს? როდის იყო უზენაესი მღვდელმთავარი ხდებოდეს? თუ არსებობს ერთი ღმერთი, მაშინ რატომ უწოდებს იესო თავის ღმერთს მამას, თუკი თვითონ არის ერთადერთი ღმერთი? ღმერთს მამა ყავს იესოს სახით? მამამ სულიწმიდით შექმნა სიბრძნე და სიტყვაც. მანამდე იყო მხოლოდ მამა, ჩვენ არ გვისწავლია ორი უშობელი და არც იმას ვასწავლით, რომ მამასთან ერთად მყოფობს ძე დაუსაბამოდ, რადგან ძეს მიეცა დასაბამი. ძის დასაბამიერობა ნიშნავს იმას, რომ ის მამის დაუსაბამო ბუნების თანასწორია? ჩვენ არსად არ ვასწავლით, რომ მამა ძე გახდა, არამედ ვასწავლით, რომ მამა დაუსაბამოდ მყოფობს ძის უწინარეს. სამება ასწავლის რომ მარადშობილი ძის გარეშე არ არსებობს ღმერთი, ანუ მამა დაუსაბამოდ ვერ იარსებებდა ძის გარეშეო, მაგას ასწავლის სამების დოგმატი. უფლის ღმერთი ვინაა, ღმერთს მამა ყავს? რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; (ეფ. 1:17). ანუ ღმერთი შეცნობადია ხო? აბა რატომ იძახიან სამების მადიდებლები რომ სამება შეუცნობელიაო? მამის გარეშე ძე კარგავს ღვთაებრივ ბუნებას, მაგრამ მამა რჩება მამად. ყველაფერი ემორჩილება ქრისტეს, გარდა იმისა ვინც ეს ყველაფერი დაუმორჩილა მას. როგორც ცეცხლით გახურებულ მახვილს აქვს მწველი ბუნება და ამავდროულად მჭრელი, მაგრამ თუ მოსცილდა მწველი ბუნება გამოწვეული ცეცხელისგან, ის კარგავს თავის მწველობას, მაგრამ არა მჭრელობას, ასეა ძეც მამის ხელში, თუ ძე ემორჩილება მამას, რატო არ ემორჩილება მამა ძეს თუ მისი თანასწორია დავითი წერს: არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა (ფს. 85:8). თუკი ამ გაგებით უზენაესის ძეებს ეწოდებათ ღმერთები (ფს. 81:6), მაშინ არაფერია ცუდი იმაში, რომ იესოსაც ეწოდოს ღმერთი ოღონდ არა ერთადერთი და ყოვლისშემძლე. ყოვლისშემძლე ღმერთს რაში სჭირდება ვინმესგან რამის სწავლება, რა თქვას ან რა ილაპარაკოს (იხ. ინ. 12:49), მითუმეტეს თუკი იესო მამის თანასწორია?! რანაერადაა ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ქრისტე თუკი „თვითონ ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს მამის საქმეს“? (იოანე 5:19). ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, თუკი იესო არის ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც თანასწორია მამა ღმერთის უშობელი ბუნების, ვინაიდან მისი წიაღიდან არის გადმოღვრილი, მაშინ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთს ვინმემ რაიმე მცნება დაუწესოს თუ რა თქვას ან როგორ ილაპარაკოს (ინ. 12:49)? თუკი იესო ღმერთის თანასწორია, შეიძლება რომ ყოვლისმცოდნე ღმერთმა არ იცოდეს ჟამი მეორედ მოსვლის (მრკ. 13:32)? იესოს არ უთქვია მე დავადგინე ჟამი მეორედ მოსვლისა, არამედ თქვა რომ ეს ჟამი დაადგინა მამამ, მაგრამ არავინ იცის როდის, რადგან ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი, ცოდნა მეორედ მოსვლის დროის (საქმ. 1:7). შეიძლება ღმრთის თანასწორმა, რაიმე არ იცოდეს ისეთი, რაც იცის მხოლოდ მამამ? იესო ამბობს: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელსა ვჰრწმენე მე, საქმეთა მათ, რომელთა მე ვიქმ, იგიცა იქმოდის და უდიდესღა ამათსა იქმოდის, რამეთუ მე მამისა მივალ. და რასა ითხოვდეთ სახელითა ჩემითა, ვყო იგი, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა (ინ. 14:12-13). როგორ გავაკეთებთ იესოზე მეტს, თუკი ის რასაც იესო აკეთებდა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არა ადამიანს? მამასთან ერთად ძის დიდება, ხელს არ გვიშლის ვაღიაროთ ისრაელის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და იესოს ქრისტეს მამა.
მოშორდით ანტიქრისტეებს, რომლებიც უარყოფენ მამასა და ძეს, ფრთხილად იყავით! ვინაიდან ისინი უარყოფენ მამას ძის იდენტურად მიჩნევით ანუ აიგივებენ მამასთან, ხოლო ძეს მამის იდენტურად მიჩნევით ანუ ძეს მამასთან აიგივებენ; ისინი ანიჭებენ მათ იმას, რაც მათი არ არის და ართმევენ იმას, რაც სინამდვილეში არიან. სხვამხრივ, ვინც აღიარებს, რომ ქრისტე არის ღვთის ძე და არა მამა, ღმერთი მასში რჩება და ის ღმერთში (1 ინ. 4:15). არ გვინდა დავიჯეროთ ღვთის მოწმობა მისი ძის შესახებ?! ვისაც ძე არ ჰყავს, არც სიცოცხლე აქვს (1 ინ. 5:12). მაგრამ მას არ ჰყავს ძე, რომელიც მას ძის გარდა სხვა რამედ მიიჩნევს. viderint igitur antichristi, qui negant patrem et filium: negant enim patrem dum eundem filium dicunt, et negant filium dum eundem patrem credunt, dando illis quae non sunt, auferendo quae sunt. qui vero confessus fuerit Christum filium dei, non patrem, deus in illo manet et ipse in deo. nos credimus testimonio dei quo testatus est de filio suo: Qui filium non habet, nec vitam habet. non habet autem filium qui eum alium quam filium credit. (Adversus Praxean XXXI:3).
„და თქვენ მოგიწევთ [ეს] დაამტკიცოთ წმინდა წერილებიდან ისევე ნათლად, როგორც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთმა საკუთარი სიტყვა ძედ აქცია. ყოველივე ამის შემდეგ, თუ მან მას ძე უწოდა, მაშინ ძე სხვა არაფერია, თუ არა ის, ვინც მისგან გამოვიდა. სიტყვა მისგან მოვიდა, ის არის ძე და არა ის, ვისგანაც მოვიდა - ღმერთი ხომ თავისგან არ მოდის. გარდა ამისა, მამასა და ძეს ერთი და იგივედ წოდებით, თქვენ აკეთებთ იმას, რომ ერთი და იგივე წარმოშვა და წარმოიშვა კიდეც. თუმცა ღმერთს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მან არ გააკეთა. ან მოიტანეთ მტკიცებულება, რომელსაც მე მოვითხოვ, ჩემ მსგავსად, ანუ ის, რომელიც თავად წმინდა წერილების საფუძველზე აჩვენებდა, რომ მამა და ძე ერთი და იგივეა, როგორც ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მამა და ძე განსხვავებულია, - განსხვავებული, ვიმეორებ, არა განცალკევებული. და როგორც მე მოვიხსენიებ, თუ რა თქვა ღმერთმა: ჩემმა გულმა გადმოღვარა (აღმოთქვა) კეთილი სიტყვა (ფს. 44:2), ასევე თქვენ მოიყვანეთ ადგილი, სადაც ღმერთი იტყვის საპირისპიროს, [ანუ]: ჩემმა გულმა გადმოღვარა კარგი სიტყვა, ეს რატომ იქნება ის, ვინც გადმოიღვარა და ის, ვინც გადმოღვარა; და მის მიერ, ვინც წარმოთქვამს და მის მიერ ნათქვამი, თუ მხოლოდ ის არის ერთდროულად სიტყვაც და ღმერთიც.
მაგალითად, მოვიყვან, რა უთხრა მამამ ძეს: შენ ხარ ჩემი ძე; დღეს მე გშობე შენ (ფსალმ. 2:7). თუ გინდა, რომ დავიჯერო, რომ ის ერთდროულად არის მამაც და ძეც, მაშინ სხვაგან აჩვენე ეს განცხადება: უფალმა უთხრა საკუთარ თავს, მე ვარ ჩემი საკუთარი ძე, დღეს ვიშობე ჩემი თავი?! და ასევე მე უფალმა დავიმკვიდრე ჩემი გზების დასაწყისი ჩემი საქმეებისათვის, ყველა ბორცვის უწინ მეც ვშობე ჩემი თავი?! ან სხვა რამ, იგივე სახის. ვის ეშინოდა სამყაროს უფალ ღმერთს ასე რომ განაცხადეთ, მართლა ასე იყო? ეშინოდა თუ არა მას, რომ ხალხი არ დაუჯერებდა მას, თუ ის უბრალოდ გამოაცხადებდა თავს მამად და ძედ? არა, მას ერთი რამის ეშინოდა - ტყუილის, [რადგან] ის თავად არის ჭეშმარიტების და თავად სიმართლის შემოქმედი. და მაშასადამე, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენით, მე ვიცი, რომ მან არ გამოაცხადა სხვაგვარად, ვიდრე წინასწარ განსაზღვრა, და მან არ დაადგინა სხვაგვარად, ვიდრე მან განაცხადა. გარდა ამისა, თქვენ გამოგყავთ ის მატყუარა და საკუთარი თავისადმი ნდობის დამღუპველი, თუ ის, სავარაუდოდ, მისი ძე, დაიწყებს პიროვნებების მიკუთვნებას. ძის შესახებ სხვაზე. ამავდროულად, მთელი წმინდა წერილი მიუთითებს წმინდა სამებაზე და მის [პიროვნების] განსხვავებაზე, რის საფუძველზეც [ჩვენ ვაშენებთ] ჩვენს წინააღმდეგობას და ვასკვნით, რომ ის, ვინც ლაპარაკობს, არ შეიძლება აღმოჩნდეს ერთი და იგივე. ლაპარაკობს და ის, ვისაც ელაპარაკება. ბოლოს და ბოლოს, არც მოტყუება და არც სიცრუე არ შეეფერება ღმერთს, რაც ასე იქნებოდა, თუ ის, ვინც იყო ის, ვისაც მიმართა, საკუთარი თავის ნაცვლად სხვას მიმართავდა.
მაშ, ყურადღება მიაქციეთ მამის სხვა სიტყვებს ძის შესახებ, რომელიც წარმოთქმულია ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით: აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს (ეს. 42:1) და ასევე შემდეგ სიტყვებს: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს (ეს. 49:6). ყურადღება მიაქციეთ ძის სიტყვებს მამის შესახებ: უფლის სული ჩემზეა, ამიტომ მცხო, რომ სასიხარულო ცნობა (სახარება) მექადაგა ხალხისთვის (ეს. 61:1). ძე იგივეს ეუბნება მამას ფსალმუნში: ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს (ფს. 70:18), და ასევე სხვა ფსალმუნში: უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი (ფს. 3:2). და თითქმის ყველა ფსალმუნი (რომელიც) წინასწარმეტყველებს ქრისტეს პიროვნების შესახებ, წარმოადგენს ძეს, რომელიც საუბრობს მამასთან, ანუ ქრისტე ღმერთთან. და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ რას ამბობს სული მესამე პირისგან მამასა და ძეზე: უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ (ფს. 109:1). იგივეა ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით: ასე ეუბნება უფალი ჩემს უფალს (ცხებულს) ქრისტეს (ეს. 45:1).[1] მისი მეშვეობით ეუბნება მამას ძის შესახებ: ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ (ეს. 53:1-2). ეს მცირედია ბევრის. ჩვენ არ ვცდილობდით, დამუშავებას წმინდა წერილების, როცა ჩვენ ნაწილი თავების მიხედვით ვამტკიცებდით სრულ (მის) დიდებულებას და ავტორიტეტს. რადგან კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოვიყვანეთ ადრეც. თუმცა მცირე მტკიცებულებებშიც გარკვევით ჩანს განსხვავება წმინდა სამების. სინამდვილეში ვინც სცხებს - ეს სულიწმიდაა, ის ვინც მას სცხებს - მამაა, და ის ვისაც ეცხო - ძეა. მარტივია უფრო, ნათქვამი მამისგან ძეზე, და პირიქით ძისგან - მამაზე. და სულიწმინდას (აჩვენებს) წარმოადგენს ორივე თავიანთი განსაკუთრებულობით“ (ტერტულიანე: ფრაქსეასეს წინააღმდეგ XI).
[1] სინოდის თარგმანი: «ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულ კირს». ტერტულიანი კითხულობს «უფალი» (κυριος) «კიროსის» (Κυρος) მაგივრად: item per Esaiam: Haec dicit dominus domino meo Christo. ასევე ესაიას მეშვეობით: ამას ეუბნება უფალი ჩემს უფალ ქრისტეს.
თუკი თვითონ ღმერთმა მარტომ არ შექმნა ყველაფერი, მაშინ როგორ ამბობს წმ. წერილი მხოლობით რიცხვში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა (დაბ. 1:1) და არა მოდი შევქმნათო. გამოდის თავდაპირველად ღმერთი ქმნიდა სამყაროს მარტო და არც სხვების ჩარევით შეუქმნია რაღაც. თუკი თავადაა სიტყვა ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ღმერთმა შექმნა, გამოდის სიტყვა მერე შეიქმნა ნათლის სახით და მანამდე ღმერთი სიტყვის გარეშეც ქმნიდა სამყაროს, ასე არაა?! თუკი იესო მამის სიტყვაა, სიტყვა ხო ხმის გარეშე არ არსებობს, აბა მაშინ ვისი ხმა გაიხსმა ზეციდან, თუკი იესო იყო ღმერთის ხმაც და სიტყვაც დედამიწაზე: მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ” (ინ. 12:28)? ასე რომ, ძე ითხოვს მიწიდან და მამა პირდება ზეციდან. მაშ, რატომ აქცევთ მამასაც და ძესაც მატყუარად? ბოლოს და ბოლოს, თუ მამა ზეციდან ესაუბრებოდა ძეს, თუმცა ის თავად იყო ძე დედამიწაზე, ან ძე ლოცვით შესთხოვდა მამას, თუმცა თვითონ იყო მამა ზეციერი, მაშინ ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ძემ სთხოვა მამას, სთხოვა საკუთარ თავს, თუ ძე იყო მამა, ან მამა დაჰპირდა თავის თავს, როცა ჰპირდებოდა ძეს, თუ იყო ის მამა? ვის უნდა განედიდებინა იესო, თუკი მთელი დიდება ძეს მისცა, გამოდის მამას არ დაუკარგავს თავისი დიდება და ძალაუფლება ძეზე გადაცემით. ის რომ იესო მამის სიტყვად არის მოხსენებული და ეს სიტყვა ღმერთია, მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მამას სიტყვა არა აქვს მის გარეშე და მუნჯია, დამოკიდებული არ უნდა გახდეს არავისზე, არამედ მამას აქვს თავისი პიროვნული სიტყვა და ძალაუფლება, ძესაც აქვს სიტყვა, მაგრამ არა მამის პიროვნული სიტყვა და ძალა, ისე თითქოს მამა ძის გარეშე არასდროს არ არსებობდა, რადგან ის ვინც მისგან გამოდის ყოველთვის არის მეორეხარისხოვანი, ამიტომ მუსულმანები მართლები არიან, როდესაც იძახიან რომ ლოგოსი არაა ისეთი ალაჰის სიტყვა, როგორც ამას ქრისტიანები განმარტავენო, რადგან მამას აქვს თავისი ცალკეული პიროვნული ხმაც და სიტყვაც, რომელიც ძისგან დამოუკიდებლად თავისი სურვილით ქმნის იმას, რაც მას სურს და მანამდე არ არსებობდა.
„შენ ამბობ: თუ ღმერთმა თქვა და ღმერთმა ქმნა ან ერთმა ღმერთმა თქვა მეორემ ქმნა, ამით ქადაგებ ორ ღმერთზე. თუ შენ ასე ჯიუტობ, მაშ იფიქრე თავად და უკეთ რომ გაიგო ყურადღება მიაქციე ფსალმუნს, სადაც ნახსენებია ორი ღმერთი: ტახტი შენი ღმერთო - უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია - კვერთხი შენი ხელმწიფებისა. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად (ფს. 44:7-8), ფსალმუნი ახსენებს ცხებულ ღმერთს ღმერთისგან, აქ საუბარია ორ ღმერთზე. ამიტომ ესაია ეუბნება ქრისტეს: "ეგვიპტის ნაყოფები, ქუშის ნავაჭრი და შებაელნი, ზორბა ხალხი, შენი გახდებიან, შენ გამოგყვებიან, ბორკილებში ივლიან, მოიდრიკებიან შენ წინაშე და შემოგღაღადებენ: ნამდვილად მხოლოდ შენშიაო ღმერთი და მის გარდა სხვა არავინაა ღმერთი. მართლაც შენა ხარ ღმერთი დაფარული, ღმერთი - ისრაელის მხსნელი" (ეს. 45:14-15). აქ წინასწარმეტყველი ესაია მიგვითითებს ორ ღმერთზე სიტყვებით შენშია ღმერთი და შენ ხარ ღმერთი, ანუ ვინც ცხებულია და ის ვისგანაც არის ცხებული, ამის გარდა სახარებაში შეგხვდებათ სიტყვები: ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი (ინ. 1:1), ანუ ერთი რომელიც იყო და მეორე ვისთანაც იყო და სიტყვა ღმერთი მიეკუთვნება ორივეს. უთხრა ღმერთმა თავის ღმერთს დაჯექი ჩემს მარჯვნივ (ფს. 109:1), ესაიაც ამბობს: ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა? (ეს. 53:1) ის ხომ იტყოდა მკლავი შენი და არა ღმერთის, მაგრამ მას უნდოდა განესხვავა ღმერთი მამა და ღმერთი ძე, გახსოვთ: და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან (დაბ. 19:24) და თუ წმიდა წერილი არ შეუშინდა ადამიანებს ღმერთები უწუდოს, თავისი რწმენით რომ ღვთისშვილნი გახდნენ, მაშ გაიგე რომ ღმერთს უწოდებს ჭეშმარიტ ერთიან ღვთის ძეს.
ასე რომ, - ამბობ შენ, - მე მოგიწოდებ ახლა იმავე წმინდა წერილების ავტორიტეტით, მტკიცედ განაცხადო ორი ღმერთი და ორი უფალი. არამც და არამც! ჩვენ ხო შემწყნარებლის მოწაფეები ვართ და არა ადამიანის, ღვთის წყალობით განვასხვავებთ მამასა და ძეს წმიდა წერილში. არა სამს წმიდა სულსაც, სახლმშენებლობის მცნების გასაგებად, რომელიც წარმოქმნის (ღმერთში მრავალს) რიცხვს, და ჩვენ არ გვწამს თქვენი მოსაზრების რომ თითქოს თავად მამა იშვა და დაზარალდა,[1] ეს არ იმსახურებს რწმენას ვინაიდან ასე არ არის თქმული, არასოდეს ჩვენ ბაგეებს არ უთქვამს ორი ღმერთის არსებობაზე, არა იმიტომ რომ შეუძლებელია რო მამა ღმერთი, ძე ღმერთი, წმიდა სული ღმერთი და თითოეული არის ღმერთი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენამდეც თქმულა, უქადაგიათ ორ ღმერთზე და ორ უფალზე, როდესაც მოვა ქრისტე ის ეღიარებინათ უფლად და ღმერთად, ვინაიდან ის ძეა ღმერთის და ბატონის ,ვინაიდან წმიდა წერილში რომ გვეპოვნა ერთი სახე ღმერთი და ბატონი მაშ სამართლიანი ვერ იქნება ქრისტე ღმერთად აღიარო და ბატონად. ყოველივე ამის შემდეგ, [წმინდა წერილში] არავინ ქადაგებს ერთი ღმერთისა და უფალზე, მაშინ საჭირო იქნება მივყვეთ, რომ მამა თავად ჩამოვიდა [დედამიწაზე], რადგან [წმინდა წერილში] მხოლოდ ერთ ღმერთზე და ერთ უფალზეა საუბარი. და ამრიგად, მთელი მისი სახლმშენებლობა, რომელიც წინასწარ იყო გააზრებული და განზრახული გამხდარიყო [ჩვენი] რწმენის საგანი, ფერმკდალდება. როდესაც ქრისტე მოვიდა და ჩვენ მიერ იქნა აღიარებული, როგორც ის, ვინც შექმნა [ღმერთში მრავლობითი] რიცხვი, გახდა მეორე მამის შემდეგ და სულიწმიდასთან ერთად - მესამე და რომლის მეშვეობითაც მამა უფრო სრულად გამოცხადდა, მაშინ ღვთისა და უფლის სახელი კვლავ გაერთიანდა ისე, რომ წარმართები მრავალი კერპიდან გადავიდნენ ერთ ღმერთზე და დადგინდა განსხვავება ერთი ღმერთისა და მრავალი ღვთაების თაყვანისმცემლებს შორის. რადგან ქრისტიანები, როგორც სინათლის შვილები, უნდა ბრწყინავდნენ სამყაროში, პატივს სცემდნენ და მოუწოდებდნენ ერთიან ღმერთსა და უფალს სამყაროს ნათელს.
თუმცა, თუ ამ იდეის შემდეგ, რომლის წყალობითაც ვიცით, რომ ღმერთისა და უფლის სახელი შეეფერება როგორც მამას, ასევე ძეს და სულიწმიდას, მათ ღმერთებს და უფალებს ვუწოდებთ, უნდა ჩავაქროთ ჩვენი ჩირაღდნები და ზომიერება მოწამეობამდე, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა თავიდან ავიცილოთ [ის], როგორც კი დავიფიცებდით ღმერთებს და მბრძანებლებს, როგორც ზოგიერთი ერეტიკოსი, რომელსაც ბევრი ღმერთი ჰყავს. ასე რომ, მე საერთოდ არ გამოვიყენებდი გამოთქმას ღმერთები ან უფალი, არამედ მივყვებოდი მოციქულს და თუ მამას და ძეს ერთნაირად უნდა ეძახდნენ, მამას ღმერთს დავარქმევდი, იესო ქრისტეს კი უფალს (რომ. 1:7). მაგრამ მხოლოდ ქრისტეს შემიძლია ვუწოდო ღმერთი, როგორც იგივე მოციქული ამბობს: მათგან არის ქრისტე ხორციელად, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეული უკუნისამდე (რომ. 9:5). რადგან მე რომ ვუწოდო მზე მზის ცალკეულ სხივს. თუ თავიდან დავარქვი მზე მას, რასაც სხივი ეკუთვნის, მაშინ სხივს მზეს არ დავარქმევ, რადგან ორ მზეს მივიღებ. თუმცა, მზესაც და მის სხივსაც მივიჩნევდი ორ დამოუკიდებელ არსებად და ორ ტიპად ერთი და განუყოფელი არსების, ისევე როგორც ღმერთი და მისი სიტყვა, როგორც მამა და ძე“ (ტერტულიანე: ფრაქსეასეს წინააღმდეგ XIII).
[1] აქედან მომდინარეობს სახელწოდება პატრიპასიანები, რაც აღნიშნავს მონარქიელებს, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ მამა თავად იტანჯებოდა ჩვენთვის.
წმ. წერილში ვკითხულობთ: igitur Dominus pluit super Sodomam et Gomorram sulphur et ignem a Domino de caelo - და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან (დაბ. 19:24). ებრაულში წერია აწვიმა יְהוָה - მ სოდომს და გომორას გოგირდსი და ცეცხლი יְהוָה - სგან. გამოდის აბრაამთან მისული სამი სტუმარი კი არ იყო ღმერთი სამება, არამედ ცაში იყო კიდევ სხვა ღმერთი ვინც აწვიმა, ანუ აწვიმა უფალმა უფლისაგან. როგორც წერს ტერტულიანე, აბრაამთან მიდის არა მამა ღმერთი, არამედ თავად კაცის ძე იესო ქრისტე ანგელოზის სახით, რადგან მამა უხილავია და ის შეუძლებელია ანგელოზის სახით მოსულიყო აბრაამთან, რადგან ღმერთი ანგელოზი არაა. ხოლო თქმა იმისა რომ ღმერთს შეუძლია ანგელოზადაც გარდაისახოს და თავის ძედაც, ეგ არ ნიშნავს იმას რომ მან ეს გააკეთა რადგან ყველაფერი შეუძლია. წმიდა წერილში არსად დასტურდება რომ მამა ღმერთი ანგელოზად მოდის დედამიწაზე. ესაიაში ვკითხულობთ: ego Dominus et non est amplius extra me non est deus - მე ვარ יְהוָה და არავინაა სხვა, ჩემს გარდა არ არის ღმერთი (ეს. 45:5). მიუხედავად იმისა რომ ის აქ არ იყენებს ძის სახელს, სრულებით არ ნიშნავს იმას რომ ის ძის გარეშე არაა მარტო ღმერთი, რადგან ვისაც ვაჟი ჰყავს, თავისთავად არ წყვეტს მარტო ყოფნას. მაგრამ ამავდროულად ის მოიხსენიებია ძის გარეშე, როგორც პირველ პირს წარდგენისას ძის სახელზე წინ აყენებენ, რადგან ჯერ მამა მოდის შემეცნებაში და მამის შემდეგ ფიქრობენ ძეზე, როგორც დაწერილია: არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა (ინ. 6:44). ჯერ უნდა იცნობდე მამას, რომ გაიცნო მისი ძე: არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ (ინ. 8:19); და ასევე: როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო (ინ. 8:28-29); და კიდევ: ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა (ინ. 8:42); ასე რომ ერთდაერთი ღმერთი არის მამა და მის გარდა სხვა ღმერთი არავინ არ არის, მიუხედავად იმისა რომ ამას თავად წმიდა წერილი არ უარყოფს და ამით არ გამორიცხავს მის ძეს და არც უარყოფს მას, არამედ სხვა ღმერთს, თუმცა მამას სხვა ძე არ ჰყავს. წმ. წერილში აშკარად ჩანს რომ ძე იგივე არაა რაც მამა: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ (ფს. 109:1) ებრაულ ორიგინალში იესოს ადგილას წერია არა იახვე არამედ לַאדֹנִי - ლადონი, რომელსაც მიმართა მამამ ანუ יְהוָה - მ. აქაც აშკარად ჩანს ორი პიროვნება, ასევე იესო თავის თავს უწოდებს არა მამას, არამედ კაცის ძეს: არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია (ინ. 3:13). თუკი იესო კაცის ძე მერე გახდა როდესაც მოევლინა კაცობრივ სხეულში, მაშინ ადამიანური ბუნებით როდის იყო ზეცაში კაცის ძედ ეს სიტყვები რომ ეთქვა "არავინ ასულა ზეცად, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა"? სამება ასწავლის რომ იესო არ არის მამის მიერ შექმნილი, მაგრამ ბიბლია ასწავლის რომ იესოს ყავს შემოქმედი მამა, რომელსაც ის თავის ღმერთს უწოდებს (ებრ. 3:2, საქმ. 2:36, იგ. 8:22, ზირაქ. 24:8-9, გამცხ. 3:12). მართმადიდებლური სამება ძალიან ჰგავს ბაბილონურ სამებას, რომლის მეორე ჰიპოსტასია თამუზი. ისინი ამტკიცებენ რომ იესო ისეთივე დაუსაბამოა, როგორც მამა, მაგრამ წმიდა წერილი სხვა რამეს გვასწავლის, კერძოდ იესო არის მამისგან გაჩენილი. სამება მარადშობილი ძის გარეშე არ არსებობს, სამება ასწავლის რომ ძეც უშობელია, ბუნებით მამის თანასწორია. სამება ასწავლის რომ შობილი არ ნიშნავს დაბადებულს ან შექმნილს, არადა თვითონ იესო ამბობს რომ ის გაჩნდა (იგ. 8:25), გაჩენილი ნიშნავს მარადიულად არსებულს? გაჩნდა ნიშნავს თუ არა მანამდე არ არსებულს? მასე შეიქმნენ ანგელოზებიც მარადიულობაში და უდრობააში, რა ეს ნიშნავს რომ ისინიც მამის თანასწორებად მივიჩნიოთ რადგან ჯერ არ იყო დრო როდესაც მამამ ისინი უთვალავი რაოდენობის შექმნა? (იხ. დან. 7:10).
„არ იფიქროთ, რომ ძის მეშვეობით მოხდა მხოლოდ სამყაროს შექმნა, არამედ ყველაფერი, რაც შემდგომში ღმერთმა გააკეთა. რადგან მამას, რომელსაც უყვარს ძე და გადასცა ყველაფერი მას ხელში (ინ. 3:35), თავიდანვე შეიყვარა [ის] და თავიდანვე იხსნა, ამიტომ თავიდანვე სიტყვა ღმერთთან იყო და სიტყვა იყო ღმერთი (ინ. 1:1). სწორედ მას მისცა მამამ მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე (მათ. 28:18). და მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსჯა ძეს მისცა (ინ. 5:22) ასევე თავიდანვე. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც ის საუბრობს ყოველგვარ ძალაზე და ყოველგვარ განკითხვაზე და რომ ყველაფერი მისი მეშვეობით გაჩნდა (ინ. 1:3) და ასევე, რომ ყველაფერი მის ხელში იყო, ის არ უშვებს რაიმე დროში შეზღუდვას, რადგან ეს ყველაფერი [ძეს] არ ექნებოდა, რომ არ ყოფილიყო ყოველთვის.[1] მაშასადამე, ძე არის ის, ვინც თავიდანვე აღასრულა განაჩენი, დაამხო ამაყი კოშკი, აურია ენები, დასაჯა მთელი მსოფლიო საშინელი წარღვნით, ცეცხლი და გოგირდი დაასხა სოდომსა და გომორას - ღმერთი ღვთისგანაა [იეჰოვა იეჰოვასგან] (დაბ. 19:24). რადგან თვითონ ყოველთვის ჩამოდიოდა და ესაუბრებოდა ადამიანებს, ადამიდან დაწყებული პატრიარქებამდე და წინასწარმეტყველებამდე, ხილვაში, სიზმრებში, სარკეში და მკითხაობაში, თავიდანვე ყოველთვის ამზადებდა თავის გზას, რომელსაც მიჰყვა ბოლოს. ამგვარად, ღმერთს ყოველთვის ჩვევად ჰქონდა ადამიანებთან ურთიერთობა დედამიწაზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა სიტყვა, რომელიც ხორციელად უნდა ქცეულიყო. მან გვასწავლა, რათა ჩვენში რწმენის გავრცელება და უფრო ადვილად გვჯეროდეს და გავიგოთ [მოგვიანებით], რომ ღვთის ძე მოვიდა ამქვეყნად, (თუ) წინასწარ ვიცოდით, რომ მსგავსი რამ ადრე მოხდა. ვინაიდან რაც მათ დაემართათ ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, ვინც ამ წყობის დასასრულის ჟამს ვცხოვრობთ (1 კორ. 10:11). ამგვარად, მაშინაც, [სამყაროს დასაწყისში] მან იცოდა ადამიანური ვნებები, (მხედველობაშია უნებლიე ადამიანური აფექტები - ე.წ. ვნებები). განზრახული ჰქონდა ადამიანური არსის შემადგენელი ნაწილები (თვითონ ორბუნებოვანი არსი ადამიანის) - ხორცი და სული. ჰკითხა ადამს, თითქოს არ იცოდა: ადამ, სად ხარ? (დაბ.3:9). მან მოინანია, რომ მან შექმნა ადამიანი, თითქოს არ განჭვრიტა [ეს].
მან გამოსცადა აბრაამი, თითქოს არ იცოდა რა იყო ადამიანში (ინ. 2:25). გაბრაზდა და შეურიგდა იმავე [ადამიანებს]. და თუ ერეტიკოსები ახსენებენ რაიმე ვითომდა უღირსს ღმერთის შემოქმედის დასამცირებლად, მათ არ იციან, რომ ეს ეხება ძეს, რომელიც უნდა დაექვემდებაროს ადამიანურ ვნებებს: წყურვილს, შიმშილს, ცრემლებს, თავად დაბადებას და თვით სიკვდილს, რის გამოც იგი მამამ ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენა (ფს. 8:6). მაგრამ ზოგიერთი ერეტიკოსი (დოკეტისტი) თვლის, რომ ღვთის ძეს არ შეეფერება, რასაც თავად მამას მიაწერ, თითქოს თვითონ შემცირდა ჩვენი გულისთვის, თუმცა წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ერთი მეორემ დაამცირა და არა თვითონ. მაშ, რა მოხდება, თუ ერთი არის ის, ვინც გვირგვინოსანია დიდებითა და პატივით (ფს. 8:6), ხოლო მეორე არის ის, ვინც გვირგვინოსანს ხდის, ანუ ძეს მამა? და როგორ შეიძლება, რომ ყოვლისშემძლე, უხილავი ღმერთი, რომელიც მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში (1 ტიმ. 6:16), და არა ხელნაკეთ ტაძრებში (საქმ. 7:48), და რომელიც არავის უნახავს და ვერც ნახავს. (1 ტიმ. 6:16), რომლის დანახვაზე დედამიწა კანკალებს (...) მთები ცვილივით დნება (იოელ. 2:10; ფს. 96: 4-5), რომელიც მთელ სამყაროს თავისი ხელით იპყრობს. ბუდე (ეს. 10:14), რომლისთვისაც ცა ტახტია (...) და მიწა - ფეხქვეშა სადგამი (ეს. 66:1-2), რომელშიც არის ყველგან, მაგრამ თავად ის არსად არის, რომელიც არის სამყაროს უსაზღვროება, ეს უზენაესი [ღმერთი] დადიოდა საღამოს სამოთხეში, ეძებდა ადამს, დახურა კიდობანი ნოეს იქ შესვლის შემდეგ, დაისვენა აბრაამთან ერთად მუხის ხის ქვეშ, მოუწოდა მოსეს ალმოდებული ბუჩქიდან და გამოჩნდა მეოთხე ბაბილონის მეფის ღუმელში, თუმცა მას კაცის ძეს უწოდებენ.[2] [რაც შეეხება იმას, რომ ღმერთი] გამოჩნდა (ხილვაში, სარკეში და მკითხაობაში), მაშინ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დაგვეჯერებინა ღვთის ძის შესახებაც, თუ ეს არ იყო წმინდა წერილში. შესაძლოა არც ეს დავიჯეროთ მამაზე, თუნდაც ეს იყოს წმინდა წერილში, რადგან ერეტიკოსებს ის მიჰყავთ მარიამის წიაღში, მიჰყავთ პილატეს კარზე და აპატიმრებენ იოსების საფლავში. აქედან ირკვევა მათი შეცდომა. ყოველივე ამის შემდეგ, არ ესმით, რომ ღვთაებრივი სახლისმშენებლობის მთელი წესრიგი განხორციელდა ძის მეშვეობით, მათ მიაჩნიათ, რომ მამა თავად იყო ხილული, მოვიდა, მოქმედებდა, განიცდიდა წყურვილს და შიმშილს. მაგრამ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: მარადიულ ღმერთს საერთოდ არ სწყურია და არც შია (ეს. 40:28). მით უმეტეს, რომ ის არ კვდება და არ დაიმარხება! ამრიგად, ერთი ღმერთი, ანუ მამა, ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც ხდებოდა ძის მეშვეობით“. (ტერტულიანე: ფრაქსეასეს წინააღმდეგ XVI).
[1] ეს განცხადება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ტერტულიანე, ისევე როგორც მისი შემდგომი თანამედროვე ორიგენე, უშვებდა შემოქმედების მარადისობას. მას სჯეროდა, რომ ღმერთისთვის იყოს შემოქმედი შემთხვევითი თვისებაა, ასე ვთქვათ აქციდენცია, ასე რომ ღმერთი ყოველთვის არ იყო შემოქმედი და უფალი (იხ. ჰერმოგენესის წინააღმდეგ, §3. - Quintus Septimius Florent Tertullian. Op. cit. pp. 131–132).
[2] გამოთქმა „ძე კაცისა“ ასევე გვხვდება დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი (დან. 7:13). ღვთის ძე „კაცის ძის“ წოდებით მანამდე იყო, ვიდრე იესო დაიბადებოდა: და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა (დან. 3:25).
„ასე რომ, სულელო, შენ ქრისტეს მამად აქცევ, მისი სახელის არსს ვერ ხვდები, თუ ქრისტე არ არის შესაბამისი სახელი და არა მხოლოდ ტიტული, რადგან ის ნიშნავს ცხებულს. ფაქტობრივად, „ცხებული“ არ არის იმაზე მეტად საკუთარი სახელი, ვიდრე „შემოსილი“ ან „ფეხშემოსილი“, რადგან ის მხოლოდ საკუთარ სახელს ახლავს. ახლა წარმოიდგინე, რომ რატომღაც იესოს ეძახი შემოსილს, ისევე როგორც მას ქრისტეს უწოდებენ ცხების საიდუმლოდან. შენ თანასწორად უწოდებ იესოს ღვთის ძეს და ამავე დროს თვლი მამას შემოსილად? ახლა ქრისტეს შესახებ. თუ ქრისტე მამაა, მაშინ მამაც იყო ცხებული, რაც ნიშნავს სხვის მიერ [ცხებულს]. თუ თავის თავის მიერ, მაშინ დაამტკიცე ეს! მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მოციქულთა საქმეები ასწავლის, როდესაც ეკლესიამ შეჰღაღადა ღმერთს: ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად (საქმ. 4:27). ასე რომ, მათ დაამოწმეს, რომ იესო არის ღვთის ძე, რომელიც არის ცხებული მამის მიერ. მაშასადამე, იესო იყო ქრისტე, რომელიც მამამ სცხო და არა მამა, რომელმაც სცხო ძე. ასევე პეტრე მოციქულმა [თქვა]: მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით (საქმ. 2:36). მოციქული იოანე გმობს მათ სიცრუეს, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე და, პირიქით, [ადასტურებს], რომ ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისგან არის დაბადებული (1 ინ. 5:1). ამ მიზეზით, ის მოგვიწოდებს, ვირწმუნოთ ღვთის ძის იესო ქრისტეს სახელი, რათა ვიყოთ ერთობაში მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. ზუსტად ასე, პავლე მოციქული ყველგან საუბრობს მამა ღმერთზე და ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე. მაგალითად, როდესაც ის წერს რომაელებს და მადლობას უხდის ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით (რომ. 1:7-8). ან როცა ის წერს გალატელებს და თავს მოციქულს უწოდებს, [არჩეული] არა ადამიანების მიერ ან ადამიანების მეშვეობით, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ (გალ. 1:1) თქვენ გაქვთ მთელი მისი წმინდა წერილი (Totum instmmentum eius), რომელიც ქადაგებს და ამტკიცებს ზუსტად ორს - მამა ღმერთს და უფალს ჩვენს იესო ქრისტეს, მამის ძეს, და ასევე [ამბობს], რომ იესო არის თავად ქრისტე; [და ამით] და სხვა სახელით ის კვლავ არის ღვთის ძე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ იმავე საფუძველზე, რომლითაც ერთი და მეორე სახელი ეკუთვნის ერთს, ანუ ძეს ღმერთის, და ერთი [სახელი] მეორის გარეშე, ასევე ეკუთვნის ერთს და სადაც სახელი იესო ჰქვია, ქრისტეც ესმით, რადგან იესო იყო ცხებული. და სადაც [სახელი] ქრისტე, ის არის ასევე იესო, რადგან იესო იყო ზუსტად ცხებული და ამ სახელებიდან ერთი არის შესაბამისი სახელი, რომელსაც ანგელოზმა უწოდა, მეორე კი არასაკუთარი, შემთხვევითი, რომელიც მოდის ცხებიდან, მაშასადამე, ქრისტე [ანუ ცხებული] არის ძე და არა მამა.
რა ბრმაა ის, ვისაც არ ესმის, რომ თუ ის მამას ანიჭებს სახელს ქრისტეს, მაშინ ქრისტეს სახელთან ერთად სხვა ღმერთს ქადაგებს. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ქრისტე არის მამა ღმერთი, მაშინ როცა თქვა: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან (ინ. 20:17), ის ამით ავლენს სხვას - მამას და საკუთარ თავზე მაღალ ღმერთს. ასევე, თუ მამა არის ქრისტე, მაშინ არის სხვა, რომელიც აძლევს ძალას ჭექა-ქუხილს და ქმნის ქარს და თავის ქრისტეს უცხადებს ხალხს (ამბ. 4:13). si item pater Christus est, alius est qui solidat tonitruum et condit spiritum et adnuntiat in homines Christum suum. და თუკი ქვეყნიერების მეფეები აჯანყდნენ და მთავრებმა ერთად მოილაპარაკეს [უფლისა და] მისი ქრისტეს წინააღმდეგ (ფსალმ. 2:2), მაშინ იყო სხვა უფალი, რომლის წინააღმდეგაც შეიკრიბნენ მეფეები და მთავრები. და თუ ასე ეუბნება უფალი ჩემს უფალ ქრისტეს (ფსალმ. 109:1), მაშინ იყო სხვა უფალი, რომელიც ელაპარაკებოდა მამა ქრისტეს. და თუ მოციქული წერს: რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების (ცოდნის) სული მის შესაცნობად (ეფეს. 1:17), მაშინ იესო ქრისტეს ღმერთი, სულიერი ნიჭების გულუხვი მომცემი განსხვავებული იქნება. მაგრამ იმისათვის, რომ არ მოგვიწიოს ყველაფრის ჩამოთვლა, [მოკლედ ვთქვათ]: ვინც ქრისტე მკვდრეთით აღადგინა, ჩვენს მოკვდავ სხეულებსაც აღადგენს (რომ. 8:11); და ის, როგორც აღმდგარი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სხვა ვინმე გარდა მკვდარისა და მკვდრეთით აღმდგარი მამისა, თუ [ვფიქრობთ, რომ] ქრისტე, რომელიც მოკვდა, არის მამა. ოღონდ ეს მკრეხელობა შეწყდეს, შეწყდეს!“ (ტერტულიანე: ფრაქსეასეს წინააღმდეგ XXVIII).
სამება ქადაგებს რომ მამა ღმერთი ძის გარეშე არ არსებობს, ის თავისთავად არაა ღმერთი ძის გარეშე! სამების დოქტრინა არის სიგიჟე! ის ქადაგებს მამას, როგორც ძის გარეშე არ მყოფს თავისთავად, და ამით უკარგავს მამას თავის პირველყოფილობასა და შეუქმნელობას, ასევე უსაწყისობასა და დაუბადებლობას, ეს კი ღვთის გმობაა! სამება ქადაგებს რომ მამა მარადიულად არ არსებობდა ძის გარეშე, რომ ყველაფერი რაც მამას აქვს ძის დამსახურებით აქვს და რომ ძეს თავისთავად აქვს თანამარადიულობა და თვითშობილობა საკუთარ თავში და მამისგან დამოუკიდებლად ქმნის თავისი სურვილით იმას, რაც მას ნებავს. ის ყოველთვის ასრულებდა თავის ნებას, როგორც ღმერთი და არა მამის ნებას, როგორც მასზე დამოკიდებული, რადგან ის მამის თანასწორია! არ თქვა რომ ღმერთი სამია, ჩვენ კი არ ვყოფთ, არამედ ისინი ყოფენ ერთს სამად, ვინც იძახის რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთი ღმერთია, თუკი ერთია როგორაა სამი? და თუ სამია, ერთი როგორაა? ერთობა არ ნიშნავს, რომ მამა პირველი არასდროს არ ყოფილა, დამაბნეველად ნუ ქადაგებთ, არანაერი მამა, ძე და სულიწმიდა ერთი ღმერთი არაა და არც არასოდეს იქნება! ორივე თანაბრად შემოქმედია სამყაროს: ორივე, ვინც შექმნა და ის, ვის მიერაც მან შექმნა. ყოველივე ამის შემდეგ, ის ვის მიერაც მან შექმნა, არ შეიძლება ჩაითვალოს ყველაფრის შემქმნელად, რადგან თვითონაც შექმნილია. თუკი სიტყვა იგივე სიბრძნე ყოველთვის არსებობდა მამაში, მაშინ როგორ ითქმება მასზე დაბადებული? ღმერთი დაუბადებელია, მაგრამ შეიძლება ის, ვინც მან ღმერთად გახადა იყოს თანამარადიული? მაშინ ის პირველი ვის მიმართ იქნება? პირველყოფილი მამა არის ის, ვისაც მარადისობა საკუთრებად აქვს, მაგრამ თუ ეს მარადისობა აქვს საკუთრივ ძესაც, მაშინ ის ვერ იქნება დაბადებული ანდა გაჩენილი.
წმ. წერილში წერია რომ ღმერთთან ერთად ის იყო ავტორი ყველაფერის, მაგრამ თვითონ არ ყოფილა მარადისობის მიზეზი, რადგანაც ის მამისგან არის გაჩენილი. ამიტომ არის მითითება მამის მიერ მის პირველობაზე, რომ მის გარდა სხვა ღმერთი არ იყო ვინც ამ ყველაფერს შექნიდა, მიზეზი მარადისობისა არის დაუბადებელი მამა: ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა (ეს. 45:23), მას რომ ჰყოლოდა სხვა ღმერთი ვისაც ის დაიფიცებდა, მაშინ არ მოუწევდა საკუთარი თავის დაფიცება, არც იმის თქმა რომ მხოლოდ მან მარტომ გადაჭიმა ცა: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა” (ეს. 44:24), რაც მიუთითებს მის პირველ ყოფილობაზე. მას რომ ჰყოლოდა სხვა ღმერთი, ვისაც მისცემდა თავის პირველობას, მაშინ არ იტყოდა მე მარტომ, ე.ი. როცა ის ქმნიდა სამყაროს, რათქმაუნდა არ იყო მარტო, თუმცა ის მარტო იყო იმ გაგებით, რომ მხოლოდ ის არის მარადისობის მიზეზი, სხვა ყველაფერი კი მისი სურვილით და მისი მეშვეობით არსებობს. ამიტომ არის ძე მასზე დამოკიდებული და როდესაც მას აბრალებენ რომ კაცი ხარ და თავს ღმერთს უტოლებო, ის არ ეთანხმება, არ ადასტურებს ბრალდებას „მე ვარ ღმერთის ტოლი“, არამედ მოყავს ფსალმუნიდან სიტყვები: თქვენც ღმერთები ხართ! ღვთისთვის დამახასიათებელია ყოველთვის არსებობა, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე და იყო პირველი და მარტომყოფი და ყველაფრის ავტორი, მხოლოდ ის ქმნის ღმერთებს. მხოლოდ მას ეკუთვნის მარადისობის ფლობა, თუკი ეს მის გარდა სხვისი საკუთრებაცაა, მაშინ ის აღარ გამოდის ერთადერთი ღმერთი და ამიტომ შეუძლებელი იქნება სხვა ღმერთის დაშვება, როცა სხვა არსებას არ აქვს ნებადართული რაიმე ღმერთის ფლობა.
თქვენ ამბობთ რომ ჩვენ არ გვაქვს ღმერთის არაფერი? მაგრამ ჩვენ მხოლოდ მისგან ვიღებთ ამას და ვაკეთებთ და არა საკუთარი თავისგან. ჩვენ ვიქნებით ღმერთები, თუკი ვისმახურებთ ვიყოთ მათ შორის, რადგან თვითონ მან გამოაცხადა: ღმერთი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი (ფს. 81:1). მაგრამ ეს მისივე მადლიდან მოდის და არა ჩვენში არსებული რაიმე საკუთრებიდან, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ღმერთების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მან ღმერთისგან მიიღო ის საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ღმერთს - ვგულისხმობ მის მარადისობის ატრიბუტს - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორივეს აქვს ღმერთთან საერთო ატრიბუტი და ამავე დროს ღმერთი არ არის. თუკი მარადისობა სხვას მიეწერება, ის აღარ არის ღმერთის განუყოფელი საკუთრება, არამედ იყოფა მასსა და იმას შორის, რომელსაც მიეწერება. ყოველივე ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არიან ღმერთად წოდებულნი, როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე, ჩვენთვის არის მხოლოდ ერთი მამა ღმერთი, „რომლისგან არის ყოველივე“ (1 კორ. 8.5-6). მით უფრო აუცილებელია, რომ ჩვენ შორის ის, რაც ღმერთის განუყოფელი საკუთრებაა, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდეს. და, როგორც უკვე ვთქვი, მარადისობა არ იქნებოდა ღმერთის თანდაყოლილი საკუთრება, თუ ის სხვას ეკუთვნოდა. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ღმერთი არსებობს, მაშინ აუცილებელია, რომ რაღაც უნიკალური არსებობდეს და ის მხოლოდ [მას] ეკუთვნოდეს. რა უნდა იყოს ერთადერთი, თუ არა ის, რასაც ვერაფერი შეედრება? რა არის პირველყოფილი, თუ არა ის, რაც უპირველეს ყოვლისა მაღლა დგას და საიდანაც არის ყველაფერი? რადგან მხოლოდ ღმერთი ფლობს მარადისობას, ის არის ღმერთი. და რადგან მხოლოდ ის ფლობს მას, მაშინ მხოლოდ ის არსებობს. თუ ვინმე სხვა ფლობდა, მაშინ რამდენი ღმერთი იარსებებდა, რამდენს ექნებოდა ის თვისება, რაც მათ ღმერთებად აქცევს!
ღმერთის ბუნება არის სრულყოფილი, ის არ შეიძლება გამოიგზავნოს ვინმესგან ანდა გახდეს ანგელოზებზე დაბალი, ან არასრულფასოვანი, მისთვის უცხოა დაკნინება და არასრულფასოვნება, ის აბსოლიტურად დაუბადებელი და შეუქმნელია. თუკი ვიტყვით რომ მარადისობა არ მიეწერება მხოლოდ მამას, მაშინ ვიტყოდით: მეც პირველი ვარ; მეც ყველაფერზე წინ ვარ; და მე ვარ ის, საიდანაც ყველაფერი მოდის; თანაბარი ვიყავით, ერთად ვიყავით - ორივე ერთნაირი დასაწყისის გარეშე, დასასრულის გარეშე; ორივე ერთნაირად ავტორის გარეშე, ღმერთის გარეშე. მაშ, რა ღმერთია ის, ვინც მემორჩილება თანადროულ, თანამარადიულ ძალას? თუ ის არის ის, ვისაც ღმერთს ეძახიან, მაშინ მე თვითონაც მაქვს ჩემი (ღვთაებრივი) სახელი. ან მე ვარ ღმერთი, ან ის არის მატერია, რადგან ჩვენ ორივე ვართ ის, რაც არც ერთი ჩვენგანი არ არის. გამოდის ღმერთი არ არის საკმარისად ძლიერი და ისეთი ყოვლისშემძლე რომ ყველაფერი არაფრისგან წარმოექმნა? ანუ მას სჭირდებოდა სხვა ღმერთი, რომლის მიერაც შექმნიდა ყველაფერს? მაშინ თვითონ როგორ შეძლებდა ყველაფერი შეექმნა არარსებულიდან, თუკი ის არსებულიდან დაიწყებდა ყველაფრის შექმნას? ასე რომ წინასწარმეტყველებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, არც მოციქულებმა აქამდე და არც, ვფიქრობ, ქრისტემ. რატომ იცის რაღაც მხოლოდ მამამან და არა ძემ ან სულიწმიდამ, თუკი მას მათ გარეშე არაფრის შექმნა არ შეეძლო არარსებულიდან? ქრისტე კი არ არის ღმერთის თავი და მისი უფალი, არამედ ღმერთი არის ქრისტეს თავიცა და მისი შემქმნელი უფალიც!