იტვირთება...

საღმრთოჲსა სამებისათვის

ლევან პეტრიაშვილი

454 ნახვა
3.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
20
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
იცით მე არ მჭირდება რომ ჩემს გამო მოხვიდეთ ჭეშმარიტ რელიგიაში. თქვენ ჩემი გულისთვის კი არ უნდა მოხვიდეთ ჭეშმარიტ რელიგიაში, არამედ ეს თქვენი თავისთვის უნდა გააკეთოთ, მე არ გთხოვთ ფულს, როგორც ამას სახარების მქადაგებლები ითხოვენ, მე არ გეუბნებით რომ ფული გამოგზავნოთ შოუში. მე არ გთხოვთ არც ფულს და არც ლოცვას ჩემი გულისთვის, მე თქვენგან საერთოდ არაფერს არ ვითხოვ. სიტყვა სამება არ არის მთავარი. მთავარია საიდან წამოვიდა ეს დოქტრინა. ვგულისხმობ იმას რომ სამება არ იყო ადრე ბიბლიაში. დოქტრინა სამება არ არის გამომჟღავნებული არც ძველ და არც ახალ აღთქმაში. სამების დოქტრინა გაჩნდა ტერტულიანეს დროს 220 წელს. ამას კი მიაწერენ ტერტულიანეს, თითქოს ეს იქნა გამოგონილი თავად ტერტულიანეს მიერ. ვინ იყო ტერტულიანე? ის იყო კართაგენელი ადვოკატი. იესოს მისიიდან 200 წლის შემდეგ, ასე რომ ეს დოგმა არ იყო დაწერილი ბიბლიაში, ეს დოგმა იყო გამოგონილი ადვოკატის მიერ. ტერტულიანე წერდა: „მართლაც, უბრალო ადამიანები (მე არ ვუწოდებ მათ არაკეთილგონიერებს ან უსწავლელებს) რომლებიც შეადგენენ მორწმუნეთა უმრავლესობას, გაოცებულები არიან დარიგებით (სამი ერთში) იმ მოტივით, რომ მათი რწმენის წესი აშორებს მათ სამყაროს ღმერთების სიმრავლიდან ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთამდე; არ ესმით, რომ მართალია ის ერთადერთი ღმერთია, მაგრამ მაინც უნდა სწამდეთ მისი საკუთარი წინდახედულობით ქრისტიანობის ქადაგებაში. სამების რიცხვით რიგითობაზე და მის გაყოფაზე რომელზეც ისინი თვლიან, რომ ხდება ერთის გაყოფა სამად; ხოლო ერთს, რომელსაც სამება გამოაქვს საკუთარი თავისგან, შორს არის განადგურებისგან, რადგან თავისგან არის იგი გამოსული და მისგან მიიღო დამოწმება. ისინი გამუდმებით ისვრიან სიტყვებს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ ორი ღმერთის და სამი ღმერთის მქადაგებლები ვართ, როდესაც თვითონ საკუთარ თავებს წინამორბედი რწმენის მიხედვით ერთი ღმერთის მიმდევრებად აიგივებენ.“ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ზუსტად ტერტულიანე მოვიდა 200 წლის შემდეგ სამების კონცებციით. ტერტულიანეს პარადოქსები. ტერტულიანე ყველაზე მეტად თავისი პარადოქსული, ანუ ისეთი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი, განცხადებებით იყო ცნობილი, როგორიცაა: „ღმერთი (სწორედ) მაშინ არის განსაკუთრებით დიდი, როდესაც პატარა ჩანს“. „ძე ღვთისა გარდაიცვალა. ეს სავსებით დამაჯერებელია, რადგან გაუგებარია“. „დამარხვის შემდეგ იგი აღდგა. ეს უეჭველია, რადგან შეუძლებელია“. ტერტულიანე სხვებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ჭეშმარიტების დაცვის მცდელობისას, სინამდვილეში, ანადგურებდნენ მას. ის ამბობდა; „სად არის ქრისტიანსა და ფილოსოფოსს შორის რაიმე მსგავსება? ადამიანებს შორის, რომელთაგან ერთნი ხრწნიან ჭეშმარიტებას, ხოლო მეორენი — მის აღდგენასა და სხვებისთვის სწავლებას ცდილობენ? რა საერთო აქვთ აკადემიასა და ეკლესიას?“ საოცარია, მაგრამ თავადაც, ღვთივსულიერი ბიბლიური ჭეშმარიტების ადამიანურ ფილოსოფიაში აღრევით, იმავე მახეში გაება. ტერტულიანე კი აკრიტიკებდა ფილოსოფიას, მაგრამ თავისივე იდეების დასამტკიცებლად მას მიმართავდა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ნებისმიერი რამ რაც იბადება მანამდე არ არსებობს და თუ ის არსებობდა, მაშინ აღარ ითვლება დაბადებულად ანდა შობილად. თეოლოგები თვითნებურად ამტკიცებენ რომ ძე დაუბადებელია, რადგან მათი აზრით მამა დაუსამაბამოდ ვერ იარსებებს ძის გარეშე. თუკი ძე დაბადებულია, მაშინ მანამდე როგორ იყო, თუმცა მეორე ფსალმუნი გარკვევით ამბობს: „დღეს გშობე შენ”, თუ ვიტყვით რომ აქ მის მიწიერ შობაზეა საუბარი ღვთისმშობლისგან, მაშინ რაღა ვთქვათ 109 ფსალმუნის ამ სიტყვებზე: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ”? წმ. ჰილარიუს პიქტავიელის აზრით სადაც არსების წყარო მარადიულია, დაბადებაც მარადიულია: ვინაიდან დაბადება არსების წყაროდან მოდის, დაბადება, რომელიც არსების მარადიული წყაროდან მოდის, მარადიული უნდა იყოს. ანუ გამოდის რომ არცერთს არ შეუძლია ერთი მეორეს გარეშე არსებობაო, ამ ლოგიკით მამა დამოკიდებული ყოფილა ძეზე, რაც არის ერესი ანუ მამა რომ იყოს დაუსაბამო, მას აუცილებლად უნდა ყოლოდა შობილი ძეო. რა არის მარადიულად შობა როცა მამობა შემთხვევითი თვისებაა და არა თანდაყოლილი? ღმერთი ყოველთვის არ იყო შემოქმედი და მამა, თუ იყო მაშინ ვისი მამა იყო, თუკი ის შვა? თუკი შვილი არ გყავს, ვისი მამა ხარ? თუმცა ეს იმას არ ამტკიცებს რომ სანამ ძე არ გეყოლება, მანამდე როგორც ცალკეული პირი არ არსებობ. თუკი ის იყო დაბადებული, მან დაიწყო ყოფნა, იმ დროს როცა ის იყო, ის არ იყო და როცა არ იყო, ეს არ შეიძლება რომ იყოს. ამ მტკიცებით დამტკიცდეს რომ გონივრული ღვთისმოსაობის ენაა იმის თქმა, ის არ იყო ვიდრე გაჩნდებოდა, რადგან იმის გამო რომ ის შეიძლება მოსულიყო, ვინც არ იყო, არც ის ვინც იყო, გაჩნდა. ის ვინც იყო არ საჭიროებს დაბადებას და არც ის ვინც არ იყო დაბადებული, რათა არსებობდეს. ყოველი დაბადებული იბადება არსებობისთვის, მაგრამ თუ ის უკვე არსებობდა არ შეიძლება ჩაითვალოს დაბადებულად. ორ უშობელ ღმერთს ქადაგებენ ერთ ღმერთ სამებაში, მამაში, ძეში და სულიწმიდაში. ჰილარიუსის აზრით სადაც მამა მარადიულია, ძეც მარადიულია. რადგან ძე არ არის, სწორია იმის თქმა რომ მამა არ იქნები, მაგრამ ძე მამის გარდა ღმერთიცაა და უფალიც და ასევე ცალკე მყოფიც, მაგრამ თუ მამობის საკუთრება თანამარადიულია მამასთან, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს ძესთან ერთად მარადიული საკუთრებაც. მაშინ როგორ იყო ყოველთვის ის, თუკი დაიბადა? შეიძლება მარადიული ვუწოდოთ რაიმეს ისეთს, რაც იბადება და ჩნდება არარსებულიდან? მაშინ ამგვარად შეგვიძლია ვიფიქროთ ლუციფერზეც რომ ის მარადიულად შობილია მამისგან, ვინაიდან მასზე უწინ შვა ძე? ჰილარიუსის აზრით კი თუ შთამომავლობა არ არის მარადიული, მაშინ არც მამაა მარადიული, რომელიც არის თაობის წყარო. ამ ლოგიკით კი მამის უშობელობას და მარადიულობის თავის თავში ფლობას უქვემდებარებს მისგან შობილს არსებებს, რაც არის ერესი. მე თუ არ ვფლობ საკუთარ თავში მარადიულობას, მაშინ რა განმასხვავებს სხვა ჩემნაერ მსგავს ღმერთებისგან? რადგანაც მარადიული არის ძე, ეს არა იმიტომ რომ ის ყოველთვის მარადიული იყო, არამედ ეს მიეცა მაშინ, როცა იშვა, ვინაიდან იესო ამბობს: როგორც მამას აქვს სიცოცხლე საკუთარ თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ძესაც ჰქონოდა სიცოცხლე საკუთარ თავში (ინ 5:26) ამიტომ მარადიულობის ფლობა უნდა ეკუთვნოდეს ერთ ღმერთს, რომელიც არის ღმერთების ღმერთი. წარმოუდგენელია რომ ის ვინც უკვე არსებობდა დაიბადა. საუკუნეთა უწინაა შობილი იესო (ტიტ. 1:2), მაგრამ ეგ იმას არ გამორიცხავს რომ ის შობილია მარადოსობაში, მასე ლუციფერიც შობილი არ გამოდის მარადისობაში? დასაწყისში იყო სიტყვაო, ხოდა უსაწყისო თუა რომელ დასაწყისში იყო, ვინ მისცა მას საწყისი? დასაწყისი არის უკვე პერიოდი რაიმეს დაწყების აბა რა არის, რას ჰქვია მამას სულ ყავდა ძე, თუკი ძე არის საწყისიდან არსებული და მამა უსაწყისო? საუკუნეთა უწინო, როდესაც ამბობს პავლე, გულისმხობს დასაწყისზე, რომელშიც იშვა იესო, ანუ საწყისი მიეცა დასაბამიერობას და დრო-ჟამს, როდესაც დაუსაბამო მამამ სიტყვას მისცა დასაბამიერობა, რასაც ადასტურებს გამოცხადების სიტყვებიც: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი (გამოცხ. 3:14) და კიდევ: უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა (იგ. 8:22). თვითონ იესო აღიარებს რომ ღმერთი არის ერთი, ეს არის დიდების მამა, თუ ის ამ ერთადერთობაში თავის თავსაც გულისხმობდა, მაშინ მამაზე როგორ იტყოდა ერთადერთი ღმერთიაო, გამოდის მამა ძე გახდა? თუ მამა ძე იყო, მაშინ უწინარეს ბორცუთა ვინ შვა, საკუთარი თავის მე? თუკი იესოც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, მაშინ იტყოდა მე და მამა ვართო და არა მხოლოდ მამა შენ ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიო.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-8-6702-6
სათაური:
საღმრთოჲსა სამებისათვის
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
300
კატეგორია:
რელიგიური
ნახვები:
454
რეიტინგი:
3,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
3.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]