დასაწყისი დაგივიწყე, აქ დამთავრდა ყველაფერი,
დიახ, მიხვდი კარგი ვინმე შემიყვარდა,
შენ თუ წადი მიმატოვე გამიფრინდი,
რა გეგონა, ვერ ვნახავდი სხვას შენს გარდა.
მაშინ ცდები, რახანია დაგივიწყე,
და რომ მძინავს ცრემლების ზღვას აღარ ვხედავ,
ტკბილად მძინავს, რადგან ვიცი ჩემგან შორს ხარ,
არ არსებობს ჩემთვის დარდი-სევდა.
ანგელოზმა მეც მაჩუქა სიყვარული,
შევიყვარე კარგი ვინმე მთელი გულით,
შენც გისურვებ სიყვარული გამოცადო და
გაიგებ რა ყოფილა სიყვარული.