წინასიტყვაობა ცხოვრების კანონზომიერება მუდმივი მოძრაობაა და ჩემი პოეზიაც მოძრავია როგორც თავად ცხოვრება, სწორედ ამიტომ ვცდილობ ვიყო აქტიური და მთელი სულით ვეწაფები მუზას და პოეზიას.
ჩემთვის მეოთხე კრებულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩემი ამოცანა კი ინტელექტუალი და პოეზიაზე შეყვარებული ადამიანების გაერთიანებაა, რადგანაც სწორედ რომ ლიტერატურის სიყვარული და პოეზია ხელს უწყობს ადამიანების სულიერ განვითარებას და ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას.
ჩემი მეოთხე კრებულიც იმ ადამიანებისთვის არის ვინც მუდამ ახალს ეძებს და პოეზიის ახალი ხედვით დანახვა სურს. წერის პერიოდშიც და ახლა როცა უკვე პოეტი მქვია, კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა მუდმივი განვითარების სურვილი. ვფიქრობ, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად ვარ მოტივირებული და უფრო მეტად შემიძლია შემოქმედებითად აზროვნება და ფიქრი. ვაგრძელებ წერას თქვენთვის და იმედი მაქვს ჩემს მეოთხე ნაშრომსაც ისევე შეიყვარებთ, როგორც მე მიყვარს ის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მკითხველებს და გულშემატკივრებს.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!