ასე უნდა წერდეს კაცი ქალი კი არა, ანგელოზი ხარ
დიდი მხატვრისა ხელით ნახატი,
ქალი კი არა „ ჩიტი-გვრიტი “ ხარ
პეპელასავით გიყვარს ფარფატი.
ქალი კი არა, ღამის წვიმა ხარ
გეპატიება თუნდაც ღალატი,
ქალი კი არა, გენიოსი ხარ
ვირტუოზი ხარ, შენ ხარ „ ტალანტი “ .
შენ ხარ ოცნება მილიონების
„ მილიონი “ გყავს ქვეყნად მთხოვნელი,
შენ ხომ მუზა ხარ ყველა პოეტის
დასაჩუქრდება შენი მპოვნელი.
შენ შედევრი ხარ, ქვეყნიერების
კაცთა ხელისთვის მიუწვდომელი,
შენ საწყისი ხარ მშვენიერების
დამილოცნია შენი მშობელი!