ავტორისგან როგორც ამბობენ და როგორც მე ეს ჩემს წინა პოეტურ კრებულში ერთხელ უკვე ვახსენე. ადამიანს ბოლომდე მხოლოდ მაშინ გაიცნობ. თუ მის სულიერ სამყაროს ჩაწვდები.
ამ, მორიგ ჯერზე „ უცნაური “ და „ დამაინტრიგებელი “ სახელწოდების პატარა წიგნში თავმოყრილი „ ლექსების “ დახმარებით. მე კვლავ მინდა, რომ თქვენ გაგიზიაროთ ჩემი შინაგანი სამყარო და გაგანდოთ ჩემი სათქმელი, ჩემო მკითხველო.
ამ მესამე პოეტურ კრებულში შესული ლექსები სწორედაც, რომ ჩემი სულიერი სამყაროს ერთგვარი გაცნობაა.
მათში თქვენ მარტივად ამოიკითხავთ ჩემს სულიერ განცდებს, შეგრძნებებს, სიხარულსა და ტკივილს.
მინდა კვლავ განვმეორდე და გითხრათ ის, რომ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის „ სულიერი “ განვითარება სწორედაც, რომ პოეზიის სიყვარულით იწყება.
ამიტომაც მოგიწოდებთ ასე დაჟინებით, რომ ეზიაროთ „ პოეზიას “ და იკითხოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო წიგნი. აღმოაჩინოთ და გაიცნოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ავტორი და პოეტი. ესაუბროთ ერთმანეთს. გამოხატოთ თქვენი აზრი ყველაფერზე რაც გაინტერესებთ და რაც მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ თუ რამხელა ძალა აქვს „ სიტყვებს “ .
წიგნების კითხვას როგორც ამბობენ, ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს და მე მიხარია, რომ საქართველოში ყოველთვის იზრდებოდა ისეთი თაობები, რომელთაც წიგნის მნიშვნელობა და ფასი კარგად ესმოდათ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ წინ ჩვენ აუცილებლად უკეთესი მომავალი გველოდება.
აღნიშნული, უკვე მესამე ლექსების კრებული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩემი ლექსებია. არამედ იმიტომაც, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ახლა უკვე თქვენთვისაც გახდება ცნობილი.
მე ვარ ამაყი და ბედნიერი ამ პატარა წიგნის გამოცემით და ძალიან გამიხარდება თუ ის თქვენც მოგეწონებათ.
გისურვებთ სასიამოვნო კითხვას და მადლობა ყურადღებისთვის!