წინასიტყვაობა ეს ჩემი მეხუთე ლექსების კრებულია. ლექსის ავტორს უჩნდება ხოლმე სურვილი დროდადრო თვალი გადაავლოს განვლილ ცხოვრების გზას, რომელიც სასიამოვნო განცდებით და დადებითი ემოციებით იყო დატვირთული და სურს რომ ეს ფიქრები და განცდები ლექსების სახით მკითხველს გაუზიაროს. რათქმაუნდა ამ კრებულს რჩეულის პრეტენზია არა აქვს, მაგრამ მჯერა რომ თქვენს გულებში საკუთარ ადგილს დაიკავებს და მიისაკუთრებს.
მჯერა რომ ჩვენი მეგობრობა ამ ფურცლებზე გააჩერებს დროს და გაგრძელდება მომავალში. კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ახალი იდეებით, ფიქრებით და იმედებით სავსე!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მკითხველებს და გულშემატკივრებს.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!