კურაჟი კავკასიაში
პიესა სამ მოქმედებაში
მოქმედი გმირები:
აზდაკი - წამყვანი და მოდერატორი
დედა კურაჟი
კატო, მისი მუნჯი ქალიშვილი
ელდარი, მისი უფროსი ვაჟიშვილი
გურგენი, მისი უმცროსი ვაჟიშვილი
ჯარში დამქირავებელი სურენა
კაპრალი ქაიხოსრო
მზარეული ნურლანი
ჯარის უფროსი გურამ შანბა
ჯარის მამაო, მამა იპოლიტე
ინტენდანტი ვოვა გაზაევი
პოსტმოდერნის ტურფა, შორენა
ხელსახვევიანი ადამიანი, ბორია ზედაზნელი
მეორე ასმეთაური, გურამ ლაფაური
ბებერი პოლკოვნიკი, ვიქტორ ასამოვი
ომის მწერალი დათო ყრუაშვილი
ახალგაზრდა ჯარისკაცი ვიქტორი
ბებერი ჯარისკაცი ვალერი
გლეხი ნურლანი
გლეხის ქალი მარგო
ახალგაზრდა კაცი იკა გვარამია
მოხუცი ქალი ანნა ღოღობერიძე
მეორე გლეხი შერგილი
მეორე გლეხის ქალი ნუცა
ახალგაზრდა გლეხი ბექა
ოცმეთაური უშანგი
მრავალი ჯარისკაცი, რომელთა სახელებსაც ვერ იმახსოვრებენ
უხილავი ხმა.
სცენაზე შემოდის აზდაკი, რომელიც ამ დადგმის მოდერატორ-წამყვანია.
აზდაკი - სალამი ძვირფას აუდიტორიას. მე, როგორც ყოველთვის წავიყვან "აზდაკის თეატრის" ამ წარმოდგენას. სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, მინდა ჩვენი სპექატკლის ძირითადი წესები გაგაცნოთ. თქვენ ახლა იხილავთ დიდებულ სპექტაკლს, რომლის მიმდინარეობისას შინაარსის გაგებაში მეც დაგეხმარებით. მე გახლავართ თქვენი მოდერატორი. მე ვქმნი გაუცხოების და აგრეთვე დაახლოების ეფექტს. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი აზდაკის იმედი. მე თქვენი მეგზური ვარ. მე მინდა რომ ამ სპექტაკლს ჰქონდეს კარგი ბოლო, ისევე როგორც "კავკასიურ ცარცის წრეში". ამ სპექტაკლს კარგი ბოლო ჩვენ თვითონვე უნდა შევუქმნათ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ერთად უნდა ვნახოთ დრამა - კარგად საყურებელი და მიმზიდველი დრამა. მერე ვისაუბროთ ამ დრამაზე და მის კარგ ფინალზე. მე, როგორც ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი მოსამართლე მოგაშველებთ სხვადასხვა თეორიებს და პრაქტიკებს. არ გაგიჭირდებათ ამის მერე კარგი დაბოლოების მოძებნა. ოღონდ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო მხოლოდ რამოდენიმე თხოვნა მაქვს: პირველი, მე ვიღებ - მაშასადამე გთხოვთ ბილეთები იყიდოთ, ვისაც არ უყიდია მათ შევახსენებ რომ აქვეა სალარო, თუ არადა მე მოგაწვდით ჩემს ქუდს და თქვენი შემოწირულობა იქ მაინც ჩააგდეთ. მეორე, საშინლად არ მიყვარს ძაღლური საქციელი. ამიტომაც გთხოვთ რომ სპექტაკლის მსვლელობის დროს ნურავის დაატყვევებთ ან დააპატიმრებთ. ნუ დაარღვევთ ჩვენი სპექტაკლის კანონებს და ნურავის დააპატიმრებთ სპექტაკლის დროს - განსაკუთრების მაშინ, როცა ადამიანები შემოქმედებით გადაწყვეტილებას იღებენ. ეს სპექტაკლი არის პოლიციური სახელმწიფოსაგან თავისუფალი ზონა - იყავით კანონდამჯერნი და ნურავის დაიჭერთ სპექტაკლის დროს და მერეც. მესამე, მე როგორც ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი მოსამართლე გთხოვთ თავი შეიკავოთ პირდაპირი ძალადობისაგან - ერთმანეთს ნუ მივაყენებთ ფიზიკურ შეურაცყოფას. მე ვცნობ სიტყვის თავისუფლებას და თუ იგრძნობთ რომ განსაკუთრებით მჩაგვრელი მხარე იმსახურებს გინებას, თქვენ სრული უფლება გაქვთ შეაგინოთ მას - ოღონდ აუცილებელი და იმპერატიულია ფიზიკური შეურაცხყოფისაგან თავის შეკავება. ვინც ამას ჩაიდენს, მყისვე გაყვანილ იქნება ჩვენი თავისუფალი სიტყვის ზონიდან და გადაყვანილ იქნება ისეთ ზონაში, სადაც ძაღლური კანონები ჯერ კიდევ მოქმედებენ. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ უმორჩილესად გთხოვთ რომ დისკუსიის დროს ნუ ილაპარაკებთ 5 წუთზე მეტს. მიუხედავად იმისა რომ მე არ ვცნობ ძალიან ბევრ უკმარისობას - მაგრამ იცოდეთ დრო მაინც უკმარისია და სპექტაკლში თანამონაწილეობა არა მარტო თქვენ გნებავთ. ამიტომაც მივცეთ საშუალება სხვებსაც რომ თავი გამოიჩინონ თავის კრეატიული პასუხებით.
ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზდაკის თეატრში. დღეს თქვენ ნახავთ მამაჩემ ბერტოლტ ბრეხტის გენიალური ტრაგედიის "დედა კურაჟის" კავკასიურ თემაზე გადაკეთებულ ვარიანტს, რომლის ავტორიც გახლავთ ანტონინ მარტო - რომელიც მარტოდმარტოა ამ პიესის ასეთ ინერპრეტაციაში. მაგრამ მე პირობას გაძლევთ რომ თქვენც გექნებათ საშუალება რომ იყოთ მარტოდმარტო და განუმეორებელი, როდესაც თქვენს შესწორებებს შეიტანთ. ამის საშუალება თქვენ გექნებათ სპექტაკლის პირველი ნაწილის დამთავრების შემდეგ. მეორე ნაწილში თქვენ ენაცვლებით ანტონინ მარტოს და სულაც არ ხართ მარტო. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ და ვაზროვნებთ და ვცვლით ცხოვრებას - როგორც აზდაკის, ანუ ჩემს ტრადიციას შეეფერება, სულაც არ არის აუცილებელი ცხოვრების ყველა ეპიზოდი კატასტროფით და ტრაგედიით დამთავრდეს.
მაშასადამე, ჩემო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო კარგო მეგობრებო, მე თვენ გიწვევთ რომ მონაწილოება მიიღოთ სრულიად არაჩვეულებრივ დრამაში. ისეთ დრამაში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ბედნიერი ან უბედური ბოლო მოიტანოთ - ოღონდ ამისათვის დასაწყისში ჩემთან ერთად უნდა ნახოთ "დედა კურაჟი კავკასიაში".
ახლა, ჩემო ძვირფასებო, ნება მიბოძეთ წარმოგიგდგინოთ თვით კავკასიის