წერილი მისი ლივინგსტონს ჩემო ძვირფასო მისი,
ძალიან გამახარა შენი წერილის მიღებამ. თუ არ ვცდები, ბოლო წერილი შენგან ერთი წლის წინ მივიღე. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ამ ცხოვრებაში. მიხარია, რომ კარგად ხარ და თავს ბედნიერად გრძნობ. ტეხასში ალბათ კარგი ამინდებია ახლა, საშობაო დროს. აქ კი შენ როგორც იცი ცივა და თან ტენიანი ამინდია. თუმცა სიმართლე უნდა გითხრა, რომ ბოლო ოთხი დღეა, რაც შედარებით კარგი ამინდებია. ოკეანემ თბილი ჰავა მოიტანა ტროპიკული კუნძულებიდან. და მეც შვებით ამოვისუნთქე. თორემ, ძვირფასო მისი, სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მიჭირს ამ სიცივის გადატანა. ხომ იცი, რა ძნელია ტენიან ქალაქში ქარის გაძლება. ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზამთრის დარჩენილი დღეები ასეთი თბილი იქნება. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ თითქმის სამი თვეა დარჩენილი სიცივეებისა, და ალბათ გადავიტანთ რამდენიმე ყინვას. მაგრამ, ხომ იცი ყველა მაინც უკეთესზე ოცნებობს.
ვნახე შენი და შენი ფიანსეს სურათი. ძალიან მიხარია, რომ ასეთ კარგ კაცთან ერთად ხარ. ამაზე კარგი რა უნდა ისურვოს ადამიანმა. იყოს თბილ ტეხასში ცივი ზამთრის თვეში და თანაც ასეთ კარგ მეგობართან ერთად. თანაც აკეთებდეს იმას, რაც მას უხარია. ამაზე მეტის ოცნება ძალიან ძნელია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ბედნიერნიც ვიყოთ. მთავარია ეძებოს ადამიანმა და ის ყოველთვის იპოვნის ამ ბედნიერებას. ზოგიერთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბედნიერება არ არსებობს და არ ვიცი რა არის მათი მიზანი. თვითონ მოცარტის რექვიემშიც კი ჩანს სასწაული სწრაფვა ბედნიერებისადმი. სიკვდილის წინაც კი შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი. და ისინი, ვიცნ ამტკიცებენ, რომ ბედნიერება არ არსებობს, თითქოს გვეუბნებიან, რომ ცხოვრებაში მარტო სიკვდილი და სიკვდილიც ყველაფრის ბოლოა. შენმა შერილმა კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბედნიერება არსებობს. მისი პოვნა ყოველთვის შეიძლება. მთავარია ჩვენ ვეძებოთ იგი და არ გავჩერდეთ არც ერთი წამით.
შენ ამბობ, რომ შენს ძმასთან იყავი ოკლაჰომაში და იქ შეგეძინა ორი მშვენიერი ძმისშვილი. ორი პატარა მშვენიერი გოგო. და იგრძენი, რომ რაღაც ახალი, დიდი ბედნიერება მოვიდა, ახალი ცხოვრების დასაწყისი. და ამ დროს უკვე აღარ იყო ეს ცხოვრება ისეთი საშინელება, როგორც სამი წლის წინ გაზაფხულზე, როცა ოკლაჰომა სიტში შენობა ააფეთქეს და პატარა ბავშვები დახოცეს. თითქოს ცხოვრებამ თავისი ქნა და უარი უთხრა უბედურებას. ჩემო ძვირფასო მისი, მე მინდა ვისწავლო უარის თქმა ურწმუნობისთვის. და ხანდახან ვფიქრობ, რომ შემიძლია ამის გაკეთება. და შეიძლება ისიც მართალია, რომ უბედურება სულაც არ არის უბედურება და ისიც ბედნიერების ნაწილია. კაცმა არ იცის რამდენი სოფისტიკა შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ამის შესახებ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლესან ერთად თავიდან იწყება სასწაულად მშვენიერი სამყარო და იმათ ვისაც ამ ყველარისთვის ხაზის გადასმა უნდა, არაფრის საფუძველი არა აქვს. ცხოვრება საშინლად ტკბილია და საშინლად ძლიერნი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ თუ ვცდები, ძალიან გთხოვ, მომწერო ამის შესახებ.
შენ მწერ, რომ ძალიან სწუხარ, რომ შენს მხატვრობას ამ ბოლო ხანებში იმდენ დროს ვეღარ უთმობ და გადართული ხარ სხვა სამუშაოზე. მაგრამ, ამავე დროს იმასაც მწერ, ძვირფასო მისი, რომ შენ და შენი პოლი ცდილობთ ჩართოთ ხელოვნება და ესთეთიკა თქვენს ცხოვრებაში. მე მომეჩვენა, რომ რაღაც უნდა ვისწავლო შენგან, ჩემო კარგო მეგობარო.
ამ ბოლო ხანებში ბევრს ვფიქრობ ხელოვნებაზე, რომ გამოგიტყდე. მე სადაც ვიზრდებოდი, იქ ხელოვანი ითვლებოდა სინდისის ხმად. იმ საზოგადოებაში, სადაც აკრძალული იყო სიმართლის თქმა, ხშირად ხელოვანი ამბობდა ამ სიმართლეს და ხანდახან საკუთარი სიცოცხლის ფასადაც. მაგრამ მერე თითქოს მოდაში შემოვიდა ხელოვანის პროფესია, თითქოს პრესტიჟული გახდა ხელოვანი, და აი ამ დროს იყო, როდესაც შემერყა წარმოდგენა ხელოვანის შესახებ. ის ხელოვანი, რომელიც ადრე თანაუგრძნობდა დაჩაგრულსა და გაჭირვებულს და მასთან ერთად იყო, ნელ-ნელა ჩემს თვალწინ მჩაგვრელთა კარის პოეტად იქცეოდა. შედიოდა ახალი პოეტი მწერალთა კავშირში და იმაზე სწერდა, თუ რა კარგია მისი მეფე და ბატონი. და მერე იმის წერასაც იწყებდა, თუ რა კარგია ბატონობა საერთოდ და ამას ვერაფერს ვერ უზამ და არც არაფერს უნდა ეცადო, რადგანაც ცხოვრებაში მაინც ყველა უბედურია და რა აზრი აქვს ბედნიერების წყურვილს. სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ჩემთვის ყველაფერი. სულ უფრო და უფრო მიჭირდა დამეჯერებინა, რომ ეს ხალხი შეიძლება ყოფილიყო სინდისის ხმა. მაგრამ მაინც ვიტოვებდი იმედს.
მერე ჩამოვედი აქ, თავისუფალ სამყაროში და ვნახე როგორი მეორეხარისხოვანია