ახალგაზრდა კალვინისტის ხილვანი მე ვარ იმიგრანტი და ამაყი მომხმარებელი მეოცე საუკუნის ბოლოში. დღეს, როდესაც დემოკრატია ზეიმობს, ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ. და ეს ალბათ ძალიან კარგია. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ ამაში.
მე უკვე მეორე წელია, რაც კალვინისტი გავხდი. ჩემს ქვეყანაში მართლმადიდებელი ვიყავი. დავდიოდი ეკლესიაში დ სანთლებს ვანთებდი. თან როკენროლს ვუსმენდი. იქ მღვდელი გვეუბნებოდა როკენროლი ეშმაკისეულიაო. მე ვცდილობდი, რომ დამეჯერებინა, მაგრამ ძალიან მიჭირდა. სულ ვფიქრობდი, თუ ეს როკენროლი მართლა ეშმაკისეულია, მაშინ რატომ არის კაცის კვლავს და სხვა ცოდვებს ხელს არ უწყობს და პირიქით, აწყნარებს ადამიანს-მეთქი. მოკლედ ვერ დამარწმუნა მღვდელმა, მაგრამ ამავე დროს ისიც ვიცოდი, რომ ცხოვრება არ მთავრდება აქ. ცხოვრება გრძელდებასამუდამოდ. მე ღმერთის მჯერა. მე ვიცი, რომ არარაობა ვარ ღვთაებასთან შედარებით.
მას მერე, რაც ამერიკაში ჩამოვედი, გავხდი ამაყი მომხმარებელი. ვიცი, რომ ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეიძლება გარდა რწმენისა. და ეს რწმენაც მაქვს. ორი წლის წინათ ვირჯინიის ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაში წავედი და ძალიან მომეწონა მათი ცერემონიალი. ისინი როკენროლის მსგავს მუსიკას უკრავდნენ და ხალხიც ისე დაძაბული არ იყო, როგორც ჩვენს ეკლესიებში. ისინი ერთად იყვნენ და ეკლესიაში დადიოდნენ კვირაობით. მათ მღვდელიც არ ჰყავთ. მოძღვარი ქადაგებს კვირაობით და ხშირად იწვევენ სხვადასხვა სტუმერბს სალაპარაკოდ. იქ ქადაგების მოსმენაც სახალისოა. მოკლედ კარგად ვერთობით.
ერთი წლის წინ კი პროტესტანტი გავხდი. მომწონს ეს მრწამსი. მე მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო და ისიც მწამს, რომ ჩვენთვის ეწამა. მაგრამ იმის აღარ მზამს, რომ მღვდელს უნდა ვუსმინო ყველაფერი ამის გასაგებად. არა, მღვდელი არ არის საჭირო. ჩვენ თვითონ შეგვიძლია ღმერთთან ლაპარაკი. ასე გვეუბნება ჩვენი მოძღვარი, რომელიც ბავშვობიდან კალვინისტია. მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი არისტოკრატიის რელიგიებია და ჩვენ ანტერპრენიორების რელიგია ვართ. მათ ჰქონდათ მრავალი სოციალური დოგმა, ჩვენ გვაქვს მარო მრწამსის დოგმები. ჩვენი რწმენა უფრო მოსახერხებელია. და ის შეეფერება ჩვენი ახალი კლასის ცხოვრების სტილს. ჩვენ ხომ დემოკრატია გვაქვს, ჩვენთან ხომ ყველა თანასწორია. რა თქმა უნდა, ზოგი ბევრს აღწევს და ზოგი სიღარიბეში კვდება, მაგრამ შესაძლებლობა ხომ ყველას ერთნაირი აქვს. და ეს არის მთავარი.
კალვინისტური ეკლესია მორგებულია ჩვენს საჭიროებებს. იქ შეიძლება კარგად დახდეს ადამიანი და მოხერხებულად მოთავსდეს სკამზე და ღმერთთან უშუალო კავშირი დაამყაროს. მშვენიერი არაა?! ზიხარ თბილ შენობაში მოხერხებულად ფაფუკ სკამზე და ღვთაუბასთან კავშირს ამყარებს. გწამს, რომ იესო ქრისტე ჩვენი გულისთვის ეწამა და ამის მეტი ბევრი არაფერი გევალება. თავს თავისუფლად გრძნობ. და ამავე დროს იცი, რომ მოვალეობაც მოხდილი გაქვს ღვთაების წინაშე.
ჩემი შეყვარებულიც კალვინისტია. ის კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ახლა პროტესტანტი გახდა. ის ულამაზესი ახალგაზრდა ქალია. განსაკუთრებით უხდება, როდესაც მოკლე კაბას იცვამს. ჩვენ ერთად დავდივართ სალოცავად ყოველ კვირას. შაბათობით კი ახალგაზრდა ხალხი იკრიბება ეკლესიის შენობაში და ერთად მღერიან სიმღერებს. კარგად ვერთობით იქ. მე და სკარლეტს ძალიან გვიყვარს იქ ჯდომა. როდესაც ერთად ვართ ეკლეიაში შაბათობით, მე სულ მას ვუყურებ და მგონია, რომ ის ღმერთმა გამომიგზავნა. სკარლეტს ულამაზესი სახე და ტანი აქვს. მოკლე შარვალი როცა აცვია, მის ტანს თვალებს ვერ ვწყვიტავ. ის ტანი ისეთი მიმზიდველია, რომ თვალის მოშორება ძალიან ძნელია. მერე სინდისი მაწუხებს, ეკლესიაში ქალზე როგორ ვფიქრობ-მეთქი. მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი ცოდვის შვილები ვართ. ხომ ყველანი ცოდვის შედეგად ვართ გაჩენილები. ამიტომ თავს ვიწყნარებ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ჩემი კომპანია ლათინურ ამერიკაში მუშებს მონებივით რომ ამუშავებს და ამის ხარჯზე ვცხოვრობ, ქრისტე რას მეტყოდა ამის შესახებ. სხვებს რომ არ ვენდობი და თითქმის ყველა ჩემთვის შესაძლო მტერია, ესეც მაეჭვებს.
საერთოდ, ბევრი აზრი მომდის თავში. ხანდახან ისეთ სიზმრებს ვნახულობ, რომ აღარ ვიცი რა ვქნა. მესიზმრება, რომ ჩემი მეგობრის დედასთან მძინავს. ეს ქალი ასე 50 წლისა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ ულამაზესია და სასწაული შესახედავი ქერა თმები აქვს. ხან სკარლეტი მესიზმრება და ხან ის. მერე ღმერთს პატიებას ვთხოვ, რომ მაპატიოს ასეთი სიზმრები.
მე და სკარლეტს არ გვძინავს ერთმანეთთან. უფრო სწორად, ბოლომდე არ ვამყარებთ ინტიმურ კავშირს, რადგანაც ორიეს გვწამს, რომ ეს დიდი ცოდვაა. 90-იან წლებში ძალიან ბევრი ფიქრობს ჩვენნაირად. თითქმის ყველა ჩვენი მეგობარი ასე აკეთებს. დაქორწინებამდე არავინ ცხოვრობს ერთად. თავს სხვა გზებით ვიკმაყოფილებთ. ეს ისეთი დიდი ცოდვა არ არის, როგორც კოიტუსი. ბიბლიაში ხომ ამის შესახებ არაფერი არ სწერია. ხანდახან კი მეპარება