წმიდა ნინო
ნუში ჰყვაოდა მას ჟამსა,
დედოფალო, ორბის მზერით
როს აერთა სიმაღლიდან
მცხეთას ფრთები მოუტევნი.
საკვირველი, საღმრთო სრბაყ
დედოფალო, ნიშს დაიდებს
ნაკლებ - დედაკაცებით და,
მეტად მამაკაცებაყთ.
ხედავ - ღმერთად ხადენ რკინას,
გამობერვით განჭედილსა,
ხედავ - ჩვილებს ვითარც თივას,
ვითარც თივას ესრეთ თიბვენ;
და დაუბრდღვენს ძალი შენი
ძუ ლომივით რვალის ქვევრებს,
დაუბრდღვენს და იმავ კერპებს
აქეთ-იქით მიარეკებს.
დააცხრება სეტყვის ქვებად
წამხდარ ვაზებს, ქვევრის დურდოს,
თუ ვიგლოვოთ, ჩვენვე შევსვათ
იმ კერპების ნაცარტუტო.
დედოფალო, ძალით შენით,
სრულის მამაკაცის ძალით
ორშიმოთი ამოგვქონდეს
დროშმის ჩამოფქვილი რვალი.
დედოფალო, ბაგით შენით,
ბნელის ნათლად გარდამქცევით,
ჯურღმულით აღმომდინარით,
წყაროით დაუწყუედელით;
დედოფალო, ხატით შენით,
თეთრად აფეთქილი ნუშით
ტკბილი უფლის თანალმობით
ქართლი ნუღარ მოიქუშვის.