ხოგაის მინდი
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვიანა ჰხდებოდა,
ჩამოდიოდა მაკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შავარდენი, არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიუხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი, ტიალი,
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისი, ბეჩავი,
სულ შავად იმოსებოდა;
დედა იმის, საბრალო,
ტირის, აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო,
თმა-წვერით იხოშებოდა.