ა
ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
ა, დათვი და ა, კვალი!
აასვენა, აღარ დაასვენა.
ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი.
აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.
აბლაბუდაც ფიქრობს.
აგანგალა - განგალაო, შარშან კატა მომკვდარაო.
აგიაშვილის გამზრდელი ქორწილში ყოფილა დაპატიჟებული, სადაც წასულა სადილის უჭმელად, მაგრამ ქორწილისათვის ვერ მოუსწრია და შინ დაბრუნებულს უთქვამს: “იქაც მოვცდი ქორწილსაო, აქაც სადილობასაო”.
აგიაშვილის გამდელივით არ დაგემართოს.
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს.
აგურის ნატეხი ლალს შეადარეს, აქაო და წითელიაო.
აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდა.
ადათია და წესია - ფეტვი ალაგზე თესია.
ადათის ამოწყვეტას - გვარის ამოწყვეტა სჯობია.
ადამიანი ადამიანის მალამოა.
ადამიანი სიცოცხლეს იწყებს წივილ-კივილით (ტირილით) და ათავებს კვნესით.
ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება - მეორე და სიკვდილი - მესამე.
ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში ბოძკინტიო (ზანტზე იტყვიან).
ადგომისას ძვლებს ცალცალკე ვეძებ (ძლიერ დაღლილი ვდგები ლოგინიდან).
ადე ნახე ჭირიო, დაჯე ნახე ლხინიო.
ადე, დაბრუნდი წისქვილო, დასჯერდი შენს ქონებასო.
ადლი ორად მოგივა.
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს.
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი.
ადრე ამდგარსა კურდღელსა მწევარი უნდა ქარისა, მისდევს და ვერ მისწევნია, იქავ და იქავ არისა.
ადრე ამდგარსა მწევარსა კურდღელი ვერ გაექცევა.
ავ მოვალემ რაც მოგცეს - გამოართვიო.
ავ მოვალეს ნაცარი გამოართვი, თვალებში შეაყარეო.
ავ მოვალეს შავი ნახშირი აართვიო.
ავად სახელის დავარდნას, თვალის დავარდნა ამჯობინესო.
ავადმყოფი რომ მორჩება, ექიმი შესძულდებაო.
ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა ერთია.
ავადმყოფსა ჰკითხავენ (საჭმელი გინდა თუ არაო).
ავაფურთხე - ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერებსაო.
ავდარში ცოლი შეირთე, კარგ დარში გამოგადგება.
ავდროში ცოლი შეირთე, კარგ დროში გამოგადგება.
ავთან - ავი, კარგთან - კარგი (ავკარგიანი კაცია).
ავი დასაჭერი ცხენი ავ დასაჭერს მოსძებნის.
ავი იქნება - თავისთვის! კაი იქნება - თავისთვის!
ავი კაცი თავისთავის მკვლელია.
ავი მეზობლისაგან ცეცხლი ნუ გინდაო.
ავი მუშა კვირა ძალზე.
ავი მუშა კვირა ძალს გახალისდება.
ავი სიტყვა მის მთქმელსაო.
ავი შემნახავი ქურდზე უარესია.
ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
ავი შვილი დედმამის ჭირიაო.
ავი შვილი მამას გზაზე უზამს აღაპს.
ავი ცოლის ყოლას, ავი ძაღლის ყოლა სჯობიაო.
ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო.
ავი ძაღლი იყეფებს, იყეფებს, დაიღლება და დადგებაო.
ავის მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
ავისა კარგი ნუ გინდა, ნურც მისი მოსაგებელი.
ავიც შეუძლია, კარგიცო.
ავიხედავ, ცას შევხედავ, დავიხედავ, მიწასაო (არაფერი მაბადია).
ავმა რა ქნა - ავის მეტი.
ავმა სახლმა, ავმა კარმა, ავად გამადედაკაცა, კარგმა სახლმა, კარგმა კარმა, კარგად გამადედაკაცა.
ავს კაცს ქრთამით მოშორდიო.
ავს კაცს შორიდან შემოუარე.
ავს მეზობელს ცეცხლიც საციქველი ეგონაო.
ავსაცა აქვს, კარგსაცა აქვს, ბატონსაც და ყმასაცა აქვს (სახელი).
ავს მოვალეს ნაცრით გაეყარეო.
ავსა ავი არ მიუგო, მსჯავრი რითღა აიწონოს?
ავსა ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვა.
ავჭალაში ქორწილია, მცხეთაში დოლს უკრავენო.
აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება - ჭირსაც მომჭამსო.
აზნაურის მოკითხული, სუფრაზე არ დაიდება.
აზნაურის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობა.
აზრუმში არ ვყოფილვარ, აზრით კი ვიციო.
ათ დავრიშს შეუძლია ერთ წამოსასხამზე დაძინება, ხოლო ორ მეფეს ვერ შეუძლია ცხოვრება ერთ სამეფოში.
ათასი გიჟი მირბოდა, ყველას თავისი ერჩივნაო.
ათმა კაცმა მე მიჩივლა, ერთმა - შენაო.
ათჯერ გაზომე, ერთხელ მოსჭერი.
აიღე აჯას ჰქვიან, მოიტანე - ქონებასო.
აკაკაჩია, ბაკაკაჩია, გისვამს, გიჭამია, გზა გაგაჩნია.
აკურაში ერთი მღვდელი, ოცდახუთი დიაკვანი.
ალაგო, ვისი ხარო? და ვინც ზედ მადგანაო.
ალალბედზე ცხოვრება, არცხოვრებისთანა არი.
ალალმა დამიბერაო, რაც ვიცოდი, სულ ძირს ჩამომაყრევინაო.
ალი, ურული, ურული, ურული კუდიანებსა.
ალია წავიდა, მუსია მოვიდა.
ალია ჯოჯოხეთში არ შევიდა, ძალით შეაგდესო.
ალიას ქუდი მუსიას დახურე, მუსიასი - ალიასა.
ალხანა წავიდა, ჩალხანა მოვიდა.
ალხანას ჩალხანა არ დაელევა.
ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი პატიოსნება ლაპარაკობს უენოდ.
ამ ყურს, იმ ყურს.
ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ გადარჩებაო.
ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ ჩაივლისო.
ამინდი მუშაობდა და კაცი თავისას იკვეხდაო.
ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო.
ამოვიარე ალევსო, ფერხული ება ქალებსო.
ამოღებული ხმალი პურმარილმა (ან სავსე ჭიქამ) ჩააგოო.
ამქარი ამქარს იცნობს.
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება.
ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევი, წყალი ნაპირს გამოგრიყავსო.