სწორი ძილი პოზიტიური განწყობის შექმნისა და სტრესის თავიდან ასაცილებლად, მეტად მნიშვნელოვანია სწორი ძილი. პირველ რიგში განვმარტოთ რა იგულისხმება ტერმინში ,,სწორი ძილი “ . ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური დღის რეჟიმი აქვს. ხშირად გვესმის მსგავსი ტერმინები: ,, ტოროლა “ , რომელიც დილით ადრე იღვიძებს, ან ,,ღამურა “ რომელსაც პირიქით დღისით სძინავს. მოდით დავსვათ შეკითხვა ამ ორიდან, როგორი ტიპის ადამიანები არიან უფრო ჯანმრთელები? რათქმაუნდა პირველი! ვინაიდან რამდენიც არ უნდა ვისმინოთ იმის შესახებ, რომ ,,ღამურები “ ასეთ რეჟიმში უკეთ გრძნობენ თავს ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ან მაქსიმუმ დროებითი მოჩვენებითი გრძნობაა, რამაც შეიძლება ჟანმრთელობაზე და შესაბამისად ყოველდღიურ განწყობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.
საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი და ფსიქიკა, მოწყობილია იმგვარად, რომ აქტიურდება მეტწილად დღისით და პირიქით, პასიური ხდება გვიან ღამით. ეს ნიშნავს იმას, რომ ღამის ძილი შეუცვლელია და ამავდროულად ძალების სრულფასოვნად აღდგენის ერთადერთი საშუალებაა.
ხშირია სიტუაციები როდესაც, ადამიანი უბრალოდ ვერ ახერხებს დაძინებას. მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალგვარი, დაწყებული დეპრესიით, დამთვარებული ზედმეტად აქტიური დღის რეჟიმით, რის შემდეგაც ორგანიზმი ვერ ახერხებს დამშივდებას. ასეთ სიტუაციაში ნუ ეცდებით ძალით განაწყოთ საკუთარი თავი ძილისთვის, უბრალოდ დაკავდით სასიამოვნო და დამამშვიდებელი საქმიანობით, მაგალითად წაიკითხეთ წიგნი, ძილი კი თავად მოვა თქვენთან.
ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 7-8 საათით დღე-ღამეში, თუმცა არსებობენ ინდივიდები, რომლებიც 6 საათის ძილის პირობებშიც მშვენივრად გრძნობენ თავს. ასეთი ადამიანები როგორც წესი ჰიპერაქტიულები არიან, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარდა ამჟამინდელი მდგომარეობისა, უნდა ვიფიქროთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეც, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ამ მხრივ უმჯობესია ჯამრთელი ღამის ძილი, რაც ერთ-ერთი წინაპირობა და გარანტი იქნება პოზიტიური განწყობის და შესაბამისად წარმატებული დღის!