2010-2011 წ–წ. $1. ათასი წლის შემდეგ
ათასი წლის შემდეგ ისევ,
ნისლისფერ ოცნებას ვიწვევ,
ვირჩევ წარსულის ლანდს,
ლანდს ვერ ვანებებ თავს!
მე მესახება შენი სახება,
ეს უცნაური, ნაზი ზმანება,
რომელიც ისე უცებ გაქრება
და რა დარჩება, მხოლოდ ვაება!
სული ტანჯული, სული ობოლი,
ცრემლად იღვრება და იფერფლება,
ჩემი ოცნებაც, ნორჩი ყვავილი,
გვერძე იხრება და ითელება!
ჯარისკაცი ვარ, ომში დაჭრილი,
მგონი, სისხლისგან უკვე ვიცლები,
მაინც მომწვდება შენი ძახილი,
ყაყაჩოს ველზე, მე იქ ვიქნები!
სხეული ტანჯვისგან კვდება,
სულიც ნელ-ნელა ქრება,
დაუშრეტელი ცეცხლისგან,
ის სანთელივით დნება!
სარკმელში შუქი აღარ ჩანს,
მზეც სამუდამოდ ჩავიდა,
შენი სახება აღარ მყავს,
ეს მონატრებაც წავიდა!
ათასი წლის შემდეგ ისევ,
ნისლისფერ ოცნებას ვიწვევ,
ისევ აღვსდგები და გეტყვი,
ისევ მიყვარხარ, ისევ!
2010წ. ივლისი-აგვისტო
$2. მთვარის ნათება
(ჩემი ნაწარმოებიდან “ მთვარის ნათება ” )
სიზმრად ვნახე მთვარე ვიყავ,
გულზე დარდი მეფარა,
მზისგან სხივი მომავალი,
ნუთუ არ შემეყარა?!
სიზმრად ვნახე,აღარ ვიყავ,
დარდი სადღაც გამქრალა,
მზისგან სხივი წარმავალი,
ნუთუ სადღაც გამცდა-რა?!
და თუ მკითხავდეთ:
რა არის...
ეს ჩემი ასე ანთება,
მე მძივი მისი,
ის ჩემი მთვარის ნათება!
და თუ მკითხავდეთ:
რა არის...
ეს ჩემი მთვარის ნათება,
ის სხივი ჩემი,
მე მისი გამონათება!
2011 წელი.
$3. ჩემთა ძარღვთაგან სისხლი რბის
&
ჩემთა ძარღვთაგან დარდი ჩქეფს
ჩემთა ძარღვთაგან სისხლი რბის
გარემოს მოსდგამს ჩერება,
ამიტომც მოსდუღს მძვინარედ,
სიყვარულს დარდით ბერება!
ჩემთა ძარღვთაგან სისხლი რბის
საწუთროს ღრუბელთ ევლება,
ამიტომ მოჰქუხს წვიმვარე
სინანულს ხათრით ედრება!
ჩემთა ძარღვთაგან დადრი ჩქეფს
ბუნებას უთქმელთ ეცლება,
ისიც ჩემსავით ნანობს,
სიხარულს ფარვით ეცვლება!
ჩემთა ძარღვთაგან დარდი ჩქეფს
თვალზე კი ფერნი მელევა,
მაგრამ გამგონე არსად მყავს,
ცრემლი აღარსად ერევათ!
2011წ. 10 მაისი
$4. იასამნისფერო გოგონა
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ მეგონა,
შენ შემოდგომის ფოთლებს გიგავდა თმები,
რომ ყვითლდებიან და ცვივიან ამაყად მფრენი,
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ გეგონა მშვენი!
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ მეგონა,
შენს ზურმუხტისფერ თვალებში იდგა უცხო ელფერი,
როგორც ბუნებისა შექმნილი სილამაზე, ბუნების შველი,
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ მეგონა მშვენნი!
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ მეგონა,
შენს გამოხედვაში ანგელოზი ჩანდა, ცეცხლივით მწველი,
რომ ჩაგიქროლებს და თან წაგიღებს, ამაყად მზერი,
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ მეგონა მშვენი!
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სხვა რამ მეგონა,
შენ შემოდგომის სევდა იყავ, თვალებით მდენი,
რომ ივსებიან ცრემლებით, ათასფრად მფრქვევნი,
იასამნისფერო გოგონა, მე შენში სწორედ ეს მეგონა მშვენი!