-ყოველთვის როცა თვალებს გავახელ,ვხედავ რომ რეალობა ბევრად განსხვავდება ოცნებისაგან!–ფიქრობდა ერთი ყმაწვილი.ვინაა ეს ყმაწვილი? და რატომ არის იგი გამორჩეული სხვათა შორის? რატომ უნდა მიიჩნიოს მისი პერსონაჟი მკითხველმა საინტერესოდ? ან მისი ამბავი რატომ უნდა აღელვებდეს ვინმეს საერთოდ? ყველაზე მეტად ამ ბოლო კითხვის მეშინია მკითხველთა მხრიდან. საპასუხოდ შემიძლია მხოლოდ ვთქვა,რომ ამ ახალგაზრდას თავგადასავლის მოსმენა ალბათ საჭიროა,იმიტომ რომ ეს ღრმა და მღელვარე დრამა,თავისი ტრაგიკული არსით ეხმიანება 21 საუკუნის თანამედროვეობის ხელშესახებ და ამავე დროს ფრიად პრობლემურ საკითხს:-ესაა სიყვარული და ამ გრძნობის სიმძიმე,რომლითაც ყველა და ყოველი გაჟღენთილა გულის გაჩერებამდე! ამ ამოუხსნელმა ფენომენმა ხომ ამდენი ბედნიერების კვალდაკვალ იმდენივე უბედურება მოუტანა კაცობრიობას. რა,არ გჯერათ ჩემი? მაშინ ვფიქრობ,დროა მწარე სინამდვილეს თვალებში ჩახედოთ და დაინახოთ,რომ საკმაოდ ხშირად რეალობა მეტად სასტიკია რომანტიკოსი არსებისათვის! დიახ,ზოგჯერ სიყვარული, კლავს კიდეც...
ვინ იყო ახალგაზრდა ყმაწვილი? მოკლედ,რომ გითხრათ,იგი მისი დროის პირმშო გახლდათ და შესაბამისად ისეც აზროვნებდა,როგორც იმ ეპოქას შეესაბა- მებოდა. რომელი დროის პირმშო იყო? ეს ის პერიოდია,როდესაც უკვე მომხდარი იყო “ჯვაროსნული ლაშქრობები” და მათი მოგონება შემორჩენოდა მხოლოდ იმათ, ვისაც “რაინდობაზე” ეჭირა თვალი ან უბრალოდ იბრალებდნენ ამას. ერთ-ერთი ამათაგანი ალბათ ახალგაზრდა ყმაწვილიც უნდა ყოფილიყო და ჩავთვალოთ კიდეც ასეთად,რადგან მასაც ახსენდებოდა ხოლმე ასეთი მივიწყებული ამბები, რომლებიც ბებიამისისგან ჰქონდა ბავშვობაში მოსმენილი. თუმცა,იგი ჯერ არ თვლიდა თავს რაინდად,ყოველთვის უნდოდა ასეთი გამხდარიყო და სულ ამაზე ოცნებობდა.თუმცა,ეს მხოლოდ მისი ხედვის ერთი მხარე გახლდათ და მეტი არაფერი.სინამდვილეში კი,ის უფრო დიდი იყო,ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა, თუნდაც თავის გულუბყვილო ოცნებებში,რადგან მისი ხედვა განსაკუთრებული ტიპის გახლდათ!
ამ ახალგაზრდა ყმაწვილს სახელად ბიჭი ერქვა,უბრალოდ ბიჭი და თქვენც ასე დაუძახეთ.ბიჭი მეთევზე იყო,ევროპის ერთ სანაპიროზე ცხოვრობდა ზღვასთან ახლოს და თავს თევზჭერით ირჩენდა.ალბათ უკვე მიხვდით,რომ საკმაოდ ღარიბიც უნდა ყოფილიყო.მართალია და დიდად გაჭირვებით უხდებოდა თავის გატანა.ერთ,პატარა ქოხში ცხოვრობდა,რომლის აღწერაც საკმაოდ საინტერესო იქნება: როგორც ვიცით,ეს ქოხი ჯერ კიდევ ბებიის დ ბაბუის დროინდელი იქნებოდა,რადგან პირველად სწორედ ისინი გადმოსახლებულან აქ და ქოხიც აუგიათ.ბიჭმა ბებიამისის მონაყოლიდან იცოდა,რომ ისინი ამ ზღვის პირას თავისი ნებით არ გადმოსახლებულან,არამედ იმ სამეფოში,სადაც ადრე ცხოვრობდნენ მტერი შეჭრილა და მათაც იქაურობა სასწრაფოდ დაუტოვებიათ,რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ ან საერთოდაც სიცოცხლეს არ გამოსალმებოდნენ ომის მსვლელობის დროს.ამ ზღვის ნაპირზე კი თევზაობა დაუწყიათ და დრო გამოშვებით კარგი ფულიც კი ჰქონიათ ჯიბეში.მაშინ სულ მთლად ახალგაზრდები ყოფილან და აქ გადმოსახლების მერე გასჩენიათ ამ ბიჭის მამა,რომელსაც მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია და თავისი მომავალი ცოლიც ახლო მდებარე პორტში გაუცნია.ის გოგო,თურმე პორტის სადუქნოში ოქფიციანტად მუშაობდა და ერთხელაც საქმეზე წასული მამამისი იქ შესულა,ერთმანეთი გაუცნიათ და იმის მერე შეჰყვარებიათ.ქორწილი დაუთქვავთ,მომავალი ცოლის შედარებით კარგ პირობებში საცხოვრებლად,ბიჭის მამას ქოხი დაუნგრევია და კარგი ორ სართულიანი ფიცრული სახლში აუშენებია.
-ისინი ტკბილად ცხოვრობდნენ და სულ მალე გაჩნდი შენც!-ხშირად ეუბნებოდა ხოლმე ბებია ბიჭს.ბიჭი კი ეკითხებოდა,თუ რატომ უწოდებდა საკმაოდ მოზრდილ და კარგ ხის სახლს ბებია ყოველთვის “ქოხს”! ის პასუხობდა,რომ სულ ავიწყდება,რომ ძველი ქოხი დაინგრა,სახლზე ლაპარაკისას სულ ძველი ნაგებობა ახსენდება და რატომღაც ასე უწოდებს მას.
არა,არ დამვიწყებია,რომ გითხარით,ბიჭი ამ ე.წ .”ქოხში” სულ მარტოდ-მარტო ცხოვრობდა-მეთქი.ეს სიმართლეა,რადგამ ბებიას ბიჭი იმდენად მიჩვეული იყო, რომ მისი ყოფნა ზოგჯერ არც კი იგრძნობოდა.ბებია ყოველთვის ცალკე იყო, საკუთარ ოთახში: ქსოვდა,კერავდა და ძველი ავეჯიდან მტვერს ასუფთავებდა. როცა ბიჭი თევზს მოიტანდა,მის გაპუტვასა და გაკეთებაშიც ეხმარებოდა შვილიშვილს.საერთოდ,ბებია იშვიათად გამოდიოდა თავისი ოთახიდან და ასეთივე იყო ბიჭიც.ალბათ ერთნაირი ხასიათი ჰქონდათ და მარტო ყოფნა უყვარდათ. მარტო კი არ ცხოვრობდა ბიჭი,არამედ იგი ფიქრობდა ასე,რადგან თავს მართლაც მარტოსულად გრძნობდა.იგი წყნარი და სიტყვაძუნწი გახლდათ და იმას, თუ რას ფიქრობდა ან რას გრძნობდა არაფრის დიდებით არ გეტყოდათ,თუ არ დარწმუნდებოდა იმაში,რომ ისეთ ადამიანს ესაუბრებოდა,რომელიც სანდო იქნებოდა და მას გაუგებდა!
ასეთი კი,არავინ იყო ბებიამისის გარდა; თავად მას,სხვა მეთევზეებთანაც ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა,მაგრამ მეგობრულად ისინი მას არ ეპყრობოდნენ, უფრო უმცროსისავით და ამით მის ახალგაზრდობას უსვამდნენ ხაზს,განსაკუთრებით მოხუცებული და ესოდენ გამოცდილი მებადურები.ამიტომ,ბიჭს ეფიქრებოდა,რომ სულ მარტოდ-მარტო იყო და აღარც კი ახსოვდა როდიდან დარჩა ასე,ან იქნებ ეს მხოლოდ მისი ილუზია იყო,რადგან სხვა მეთევზეები მის არსებობას ხანდახან ვერც კი ამჩნევდნენ.
ბიჭს სახელი არ ერქვა და ვინ იცის რატომ? ბებიამ გაზარდა,მშობლები არ ჰყავდა და არც უკითხავს მიზეზი.ამისი გაგება არ სჭირდებოდა,რადგან ბებია მისთვის ყველაფერი იყო. და აი ერთხელაც,როცა კი უკვე წამოიზარდა,მოხუცმა უამბო ის საზარელი ტრაგედია,რომელმაც ბიჭს ორივე მშობელი ერთ დღეს წაართვა:
-ეს საშინელი დღე ახლაც თვალწინ მიდგას,ნათელი დ მზიანი დილა იყო. როგორც ყოველთვის,ამჯერადაც მამაშენი ადრე ადგა და მას გამოჰყვა დედაშენიც. მაშინ ჯერ კიდევ სრულიად პატარა და უმწეო იყავი და აკვანში მშვიდად გეძინა.მათ სამზარეულოში წაიხემსეს და მალევე წავიდნენ სათევზაო ნავისაკენ. ისეთი ბედნიერები ჩანდნენ,რომ შეგეხედა მიხვდებოდი,როგორ უყვარდათ ერთმანეთი.ერთ ხანს ნაპირთან იდგნენ და ცას გასცქეროდნენ.ზღვაში გასვლის წინ ამინდს ამოწმებდნენ.მშვენიერი დარი იდგა და ცა მოწმენდილი იყო.იმ დღეს დედაშენი უკან მობრუნდა და მითხრა,რომ მამაშენს გაყვებოდა,რათა ენახა როგორ თევზაობდა და შენი თავი კი მე დამიტოვა.რამდენიმე საათი გავიდა და რომ არ დაბრუნდნენ ძალიან შევწუხდი.ასე დაღამდა და გათენდა მეორე დღე.არ ვიცოდი რა მეფიქრა,ავდექი და პორტში ჩავედი,შენც თან წაგიყვანე,იქ კი მითხ- რეს,რომ პორტთან ახლოს ზღვაში ქარიშხალს გადაუვლია,თუმცა კი ნაპირს ასცდა და შორს გადაიარა.დიდი ხანი ვკითხულობდი მამაშენს და მის ცოლს, მაგრამ ისინი არავის უნახავს და არც ზღვას გამოურიყავს მკვდრები!
-იქნებ,გადაურჩნენ ქარიშხალს და დაიკარგნენ,ან სხვაგან აღმოჩდნენ?-იმეორებდა ბიჭი და იმედს არ ჰკარგავდა,რომ ერთ დღესაც მისი მშობლები გამოჩდებოდნენ და დაბრუნდებოდნენ.
ბებია კი თავს აქანავებდა და ამდენი ხნის მერე ასეთი რამის არ სჯეროდა:-ალბათ ისინი მაინც დაიღუპნენ...-ფიქრობდა ბებია,თუმცა თავის აზრს ბიჭს არ უზიარებდა,რადგან მისი იმედის მოსპობა არ სურდა.
-და სახელი რატომ არ დამარქვეს?-იკითხავდა ხანდახან ბიჭი.
-მაშინ ძალიან პატარა იყავი და რა დაგარქვეს მშობლებმა ჩემთვის იქამდე არ უთქვამთ,სანამ გაუჩინარდნენ,ან თუ დაგარქვეს სახელი შესაძლოა მე ადრევე დაწყებული სკლეროზის გამო დამავიწყდა და გთხოვ,მომიტევე !
-კარგი,ეგ რა მოსატანია,ბებია!-ამხნევებდა ბიჭი.
-მე,კი რატომღაც სულ ბიჭს გეძახოდი და ახლაც ასე მოგმართავ!-განაგრძობდა დამშვიდებული მოხუცი ქალი.
-ბიჭიც კარგი სახელია,აბა ვის ჰქვია კიდევ,ხომ არავის,ჰო და გამორჩეული და ერთადერთი ვარ!-ამაყობდა თავისი სახელით ბიჭი.
ამგვარად უსახელობა ბიჭს თითქოს აღარც კი ადარდებდა.სამაგიეროდ მას ყოველთვის კარგად ახსოვდა,თუ როგორ ზრუნავდა მოხუცი მასზე და მასაც,ის ძალიან უყვარდა!
ზოგჯერ ბიჭი დილიდან საღამომდე ზღვაზე იყო და თევზაობდა თავისი ნავით. თუ კარგ ნადავლს ამოიღებდა ზღვიდან,ნაწილს გაყიდდა კიდეც და ცოტა ფუ- ლს იშოვნიდა,მაგრამ თუ ავდარი მოუსწრებდა თევზს საერთოდ ვერ იჭერდა და ისე რჩებოდა.საერთოდ მეთევზის ცხოვრება ასეთია,ხან დაიჭერ თევზს,ხან კი ვერა! ყველაფრის მიუხედავად ძირითადად ბიჭს ბედი სწყალობდა და თევზაობით კარგ სარგებელსაც ნახულობდა.იქვე მახლობლად ერთი საზღვაო პორტი იყო,სადაც გემები იდგნენ.ბიჭიც ხანდახან იქ მიდიოდა და გემებს ათვალიერებდა. ოცნებობდა,რომ ოდესმე ვინმეს იგი გემზე დაეპატიჟა და სამოგზაუროდ წასულიყო.ოცნება კი ოცნებად რჩებოდა და მომავალი ბიჭს ვერაფერს სთავაზობდა,ან თვითონ ვერ შესთავაზა მომავალს მან ვერაფერი.მოკლედ,არ ვიცი ზუსტად როგორ იყო,მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდებოდა და ისეთი იყო,როგორიც ბიჭს არაფერს აკლებდა თუმც არაფერს უმატებდა.მოიცა,კი ერთი რამ ნამ დვილად მოუმატა მან ბიჭს–ასაკი!
ასაკი კარგი რამაა მანამ,სანამ პატარა ხარ და გინდა,რომ მალე გაიზარდო.აბა ჰკითხეთ ბავშვს და რომელი არ გეტყვიოთ,რომ უნდა რაც შეიძლება მალე გახდეს დიდი,რადგან სურს,რომ პატარა და ამავ დროს უკვე დიდი კაცუნა ან ქალუნა იყოს და ისეთი საქმეები აკეთოს,რაც მას ჯერ არც კი დასიზმრებია.ამ უდარდელი და სათნო ბავშვობის პერიოდში ვის არ უხარია საკუთარი დაბადების დღე,მაგრამ უკვე ზრდასრულ და სიბერეში გადასულ ადამიანს წლების მატება შიშს უღვიძებს და ეს საყოველთაოდ გავრცელებული სიკვდილის შიშია!
მაგრამ ბიჭს სიკვდილის შიში არ აწუხებდა,რადგან ჯერ მთლად ახალგაზრდა იყო.უბრალოდ მას დაემართა ის,რაც ასეთი ასაკის მოზარდებს ემართებათ ხოლმე და გულში ელვასავით გაუელვებთ.ეს არის უმშვენიერესი არსი,რომელიც როგორ არ უნდა ეცადო თავიდან არაფრით არ მოგშორდება და ფიქრის საშუალებსაც არ მოგცემს.ამ წადილს მე პირადად სიყვარულის წადილს ვუწოდებ და არა სხვა უზნეო რამეს.ასე და ამგვარად,ჩვენს ბიჭსაც სატრფოს შესახებ შეეპარა ფიქრი ანუ მას უნდოდა ცხოვრების მეორე ნახევრის პოვნა და თანდათან ეს ფიქრი აკვიატებად ექცა!
საწინააღმდეგო სქესის არსეობის შესახებ მან კარგა ხანი საერთოდ არც არაფერი იცოდა და ვერც კი წარმოიდგენდა ალბათ გოგონას პორტრეტს და საერთოდაც როგორი უნდა ყოფილიყო იგი.ბებიამისს ამ თემაზე მასთან არასდროს უსაუბრია და ბიჭმაც არ იცოდა,თუ რა იყო ქალი ზოგადად.თუმცა,ასეთი უცოდინარი ბიჭი დიდხანს არ დარჩენილა.ერთხელაც,იგი სათევზაოდ სხვა მეთევზეებთან ერთად იყო წასული და როცა ნაპირზე დაბრუნდნენ თავიანთი ნავებით ერთ-ერთ მის ნაცნობ ახალგაზრდა მეთევზეს ვიღაც უმალ გამოეგება და გაგიჟებით ჩამოეკიდა კისერზე.ბიჭი გაოგნებული უყურებდა ამ სანახაობას და ვერ მიმხვდარიყო ეს რა არსება ატუზულიყო მის მეგობართან და რატომ ეკრობოდა წამდაუწუმ ზედ.ეს მეთევზეც დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი უნდა ყოფილიყო და მისი ერთადერთი გულითადი მეგობარიც:
-ეს რა არსებაა,ცხოველია თუ მცენარე?-იკითხა მაშინ მან.
-რაა,ბიჭო? ჯერ არ გინახავს ხომ ქალი?!-იყო პასუხი და მის მეგობარს თავის სატრფოსთან ერთად ხარხარი აუვარდათ.
-არა და რა არის?-დარცხვენით იკითხა ბიჭმა.
-ქალი არის ბუნების ნატიფი სილამაზე და ღმერთის მიერ გამოქანდაკებული მშვენება!-ასეთი პოეტური სიტყვები,რომ თქვა იმ მეთევზეს და მის შეყვარე- ბულს,ორივეს გაუკვირდათ და ერთხანს დამუნჯდნენ.
-რაო,ვერ მივხვდი რა იგულისხმე?-შეეპასუხა ბიჭი.
-აბა,ბებიაშენი ვინ ჩემი ფეხებია,ბიჭო?-გაუჯავრდა მეგობარი,რომ ვერ მიუხვდა ბიჭი ხატოვან ფრაზაში ჩადებულ აზრს და გოგოსთან ერთად წასვლა დააპირა.
-ბებიაჩემი ალბათ ქალია,მაგრამ ეს გოგო მას რომ არ ჰგავს?-წამოსცდა ბიჭს.
-როგორ ემგვანება,ეს ახალგაზრდაა და ის ბებერი,დებილო!-უკვე წასულმა შემოსძახა რიხიანად ბიჭს და სატრფოსთან ერთად ნაპირს გაუყვა.
-გოგო,გოგონა..-იმეორებდა ბიჭი და ცდილობდა მიმხვდარიყო ამ ცნებაში დაფარულ აზრს!
მოგვიანებით,მეგობარმა მეთევზემ ბიჭს უამბო თავისი მომავალი საცოლის და საერთოდ საპირისპირო სქესის სესახებ და ბიჭსაც ამიტომ ჩაუვარდა გულში ის,რაც ასე კარგი და მშვენიერი რამ მოეჩვენა-“სიყვარულის წადილი!”