(დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” შთაგონებიდან)
პოემა
“საჩრდილეთი”
“ თუ სიბნელე არ გინახავს,
ფასს ვერ დასდებ სინათლესა...”-გოეთე.
სევდა 1
ჩემი სიცოცხლის მეოცე გზაზე,
სადაც იშლება რითმების ფარდა,
მგონია,მოვხვდი ბნელეთის ზღვარზე
და ვერ რას ვჭვრეტდი მე ნისლებს გარდა!
არ ვიცი,ცხადში ვალაგე,ან და სიზმარში მერია,
სჯობს რომ ამა აღწერას არ დავაფარო თხემია,
ესე,ადგილი... წყეულიმც... იმოდენ საზარელია,
ვითარცა წამად ხილული მოჩვენებათა გემია!
ჯერაც არ ახსოვს გონებას... თუ ვისმეს აღუწერია,
რაც კი რამ დადის ამ სფეროს,ჟინჭველი მიწის ფერია,
როს გახსენება იმ ფიქრის,მზისაებრ სხივთა მწველია,
ვით მწერთა შორის აღლუმი... ფრინველთა მინაწერია!
ვერ იტყვის სიტყვა ფრაზული,სანახევროდა ვიფასე,
რაც კი იქ ჩემი თვალებით,სასჯელი რომა ვითავსე,
რთულია მათი აწყობა,თუმც მენადიროს ციცარზე,
რომ დამემართოს სიცრუე,რაც ამ გარემოს ვიარსე!
არასდროს კიდეც ამ არსის,არა დათქმულა მბობილი,
არც თუ რამ ამის შესახებ,ვერა გამხდარა ცნობილი,
ამიტომც მინდა გაგანდოთ ბგერა ბაგეთა რჭობილი,
ესრეთ ადგილი,იმას ჰგავს,სადაც სულია გმობილი!
არა მგონია,ისხდეს არსიდგან,ამოდენიმე ცდომილი,
აღარც რამ მოსჩანს ღვთიური… აქ ნაკრავისა წვდომილი
და კი ელვარებს საოცრად,რამოდენიმე ვრდომილი,
თანაც ლანდია,მენიშნა ამ საფლავისა ხვდომილი!
მოდით,დავიწყოთ აწ ამბის თხრობა,
ვიცი და გიჯობსთ წინარედ ნდობა,
მე ამას გეტყვით,რომ იყოს ცნობა,
მინდა საჩრდილეთს ამბისა ვრცობა!
ყოველთა ჩემებრ აზრთათა,რომე სურვილნი რგულია,
პოემის წერაც ამოდენ,როგორც ბღავილი რთულია,
მოხველ და მკითხე,ამოდენ ესრეთ რა ბაღი რწყულია,
როს დაღამება იკითხე,რაც კი ამ სფეროს ცრულია!
მგონია,როდესაც მე თვალნი აღვახენ,როცა ძეგლისა,
მოიცათ,უნდა მოგიყვეთ,რაც მე უბედურსა ჰერცისა,
ვით,დავგოგმანებ მეეტლე და სიყვარული მეღირსა,
აღმოჩნდის,თითქოს ვიდექ მე,უკუნეთისა ცის ძირსა!
მოვისრეს მზერა გვემული,მოვხედ გარემოს წრფელია,
მილეულ სახედ გამოვდექ,ვითარცა იყოს შტერია,
ეფარდნენ ნიკაპ წვერები,მეცვნენო იგიც მცველია,
თურმე ყოფილა ადგილნი,რომელ ჯოჯოხეთს მჭერია!
მერმე რა გითხრათ,დავმუნჯდი მსგავსად მსნელია,
რა უშნოდაცა გარემო,ხეთა ფოთლებად მცვენია,
სახეზე ხელი ვიფარე,დავყრუვდი,არ ვრთავ ძღვენია,
ვბან ამოდენი სიძნელე,რომელ ძონძებად მფენია!
ნისლებს შეუკრავთ კამარა და არა ჩანდა გარემო,
კარებს ჭრიალი გაუდის და შიშის ზარსა მაგვემო,
უპეებს ამად ვახელდი და ვეღარცა დავდექ ბარემო,
ღრუბლებს ტყვიები ეკიდათ და მოსდიოდათ გარშემო!
როცა გადმოვდექ და ნაჩქარევად დავდგი ნაბიჯი,
მიწა ისემც მეჩვენა,რომ გაბერილი ჭირის ფორია,
დავკვირდ,გავშტერდი,მეხ დამეცულსა,ფერი ნარიჯი,
რა ვსახ,რა ვლანდე,ვუწყ მოგონილი ბოდვის სწორია!
გულ წასულმა... ცქერასა მზერა სწრაფლად ავარიდე
და ტანჯვისა მე შემყურეს არ მიხსნიდა პირსა რიდე,
ღმერთო ჩემო,ამ სანახავს ნეტავ რატომ არ ამრიდე
და ამ სართავს სული ჩემი,ეგზომ რისთვის წამოზიდე!
ბურუს მალვე გაიფანტა და მეღირსა ერთი ცნობა,
შიშსა ჩემსა თავი ვაცან და არ ვარგე მას დამცრობა,
ცას მოესხა ცისარტყელა,ჭრელი იყო ფერთა ცხობა,
გულსა ჯეჯილ ამოვიდა და აღმომხდა სიტყვათ ვრცობა!
თავსა ჩემსა ვსაუბრობდი და ფიქრითა მუნ ვიწვოდი,
მაკვირვებდა ეს ქვეყანა და სახელით არ ვიცნობდი,
მაგრამ მეცა ღრენა და ჟრუანტელ მთელ კისრომდი,
ცერბერ თავზე წამომადგა და რა მექნა არ ვიცოდი!
სიკვდილის დიდი კლანჭები,სამსა თავსაცა იქნევდა,
მისი შეხედვა ძალმიძდა,ამ სფეროს მცველსა ირქმევდა,
ჯერ მაშინებდა და ხტოდა,საწყლის შეჭმასა ითმენდა,
ეშვებს ღრიალით იშვერდა,ლოყებს დორბლებით იცვენდა!
და სადილის მომლოდინეს,მას არ აკლდა სახეს დინგი,
კარებს ბჭობდა და მთვლემარე ყოფილიყო იქვე ფლიდი,
მე კი ჩქარვით ვერ შევნიშნე,ამყოლია კვალზე ჩირქი,
რო შეხვდება მოკუნტრუშეს,კურღელასო კლდიდან ჯიქი!
უკვე ვემზადე გაქცევას,რა წამს მინდოდა ძრომილი,
ცერბერი თავზე გადმომხტა და მომიტოვა ნდომილი,
ბოლოს უკანა გავიქეც,ძალ-ღონე მაქუნდ რჩომილი,
მაგრამ სახსრებად მეკეცა,ატალახებულ ჯდომილი!
რა წამს თავ ზედ წამომადგა და დააღო გესლის პირი,
იმის სუნის მე გამხსენეს ახლაც მომდის ცუდი რწყვილი,
რა ჰგავს ესრეთ მძაღე გემოს,მისგან ბალახს არის ფრქვილი,
ცერბერ, მითხარ! ვითარ ხარო,სამი სახით მოქსოვილი?!
მარცხნით რამამ გაანათა და შემოსდგა მაღლით ლანდი,
მისსა ნათელს ვერა ვჭვრეტდი,ანგელს ჰგავდა ბარემ მარდი,
საფარველი თან ემოსა და შემოსჭრა მადლით დარდი,
მარად მისი მოწყალე ვარ,მან დამიხსნა სიკვდილს ვარდი!
უცებ,განიხვნენ მისით ტუჩები,ხელ დაეჭირა მძლავრადა ჯვარი
და მონსტრსა ზედ მიანათა,ცვლის სიკაშკაშეს არ ედო ზღვარი,
წართქვა მცირედ იგი ლოცვანი,ამობრწყინებულ ამოჩნდა რკალი,
რომელ ეძგერა ბოროტ არსებას,გადარეულმაც წარკვეთა კვალი!
შიშით სულსა ძლივს ვითქვამდი და მიჭირდა მისი ხედვა,
ძლივს გავსწორდი და ვიფერთხე არნახული იგი სევდა,
ისეც ვიდეგ მის წინაშე,გავლახულვარ სიყრმის მხნედა,
ალბათ ანგელს,ჩემსა მშველელს,დანახვაზე ეცა ელდა!
თუმცა,შევცდი,ასე რომ ვიფიქრე,სათნო ვინმე ის აღმოჩნდა,
მისი ნათლის საბურველი მომეახლა და კვლაც გამოჩნდა,
სახე თვისებრ დამანახა და ღიმილით თან გამკოცნა,
მე კი იგი ვერ შევიცან,სახელთ ვკითხე,ვინ დამტყორცნა?!
ასრეთ მითხრა-:ნუ გეშინის,აწ უსაფრთხოება აქ არი,
ცერბერი,უკვე განვაგდე,რომელმაც დაგცა თავზარი,
ისეთი სახით მიყურებ,თითქოს გგონივარ აბდალი,
მაგრამ მე მიტომ მოვედი... შენ ხარ ჩემი სადარი!
ვარქვი:-შენი თქმულიდან,ბატონო,მე ვერაფერი გავიგე,
გულში კი სითბო შენებრი,რომ იცოდ რა რიგ ჩავიდე,
უფრო კი ერთსა რამეს გთხოვ,უცილობელად მარიგე,
ვინა ხარ,ცისა ანგელო,უფლისა სახლის გამრიგე?!
მითხრა:-მე ანგელო არ გეგონო,შენებრ პოეტ ვეღარა სცნო?
ღმერთსაც მალე ამას ვაფრენ,რომე ვპოვე მე “რაღაცო,”
ალექს შენ ხარ ჩემი დარი,მე ჩემ “კომედ” რომ გაგაცნო,
მითხარ,შენებრ მთლად ჩემს მერე,ასე ლექსი ვინ განავრცო?!
შევესატყვისე:
-ლანდი,ვინცა ხარ და მე სიკვდილსა მაშორე,
ამიტომ,გეტყვი რომა ვარ,შენის კალთისა მამბორე,
ჩემად გონება ვერ ხვდების,თუ ვინა ასრედ მამფონე,
მითხარი,მშობელთ რა გარქვეს,გლოცო იმისა გამგონე!
“მე ვარ პოეტი იტალიისა,სახელად მარქვი,ოღონდაც დანტე,
თან გაფრთხილებ,გვარის გამგონე არცა თოვლივით დადნე
და თუ გახსოვარ,ის ვარ,ვისაც ემგზავრა ვირგილი მთამდე,
ალიგიერსა მე მიწოდებენ... სამთა სამყაროს ხიდები გავდე!”
ამის გამგონე,წავიქეც მგონი და მომიყვანა დანტემა გონზე,
მიყურებს როგორც პატარას,ბეჭედ ეკიდა ყელისა სწორზე,
წამომაყენა მოსულ იესომ და გადამსახა პირ-ჯვარი მორზე,
ისე შეგხედავს,გიცინის,თავს წარმოიდგენ მშობლისა გორზე!
ვუთხარ:-
დანტევ,ვცან ყოფილხარ ჩემი მხსნელი ანგელ,
ახლა მართლაც თუ იცი,რომე შენ ხარ ჩემი რამდენ?
ალიგიერ!-თაყვანსა გცემ,ურჩხულს მიხსენ,განზე დამდევ
და მითხარი,ვით გაიგე,მე რომ საფრთხეს,ასეთს ვარდენ?!
“პატარძლმა გამომგზავნა,თუმცა სხვამან,არც ჩემთ ევა,
შენ რომ იცნობ,სწორედ იმან და შეწუხდა თავის რხევა,
წინსწარ მითხრა,მიდი მასთან,ბიჭს სწადია ლაღი წვევა,
ღმერთსა მაღალს ასეცა სურს,უწინამძღვრო,მისცე რჩევა!”
ამის თქმისას მომაგონდა,ბეატრიჩეს ტრფობის გემო,
ალი მისთვის მოფარული,მარჩენს სანთლად წინ ამყოლი,
დანტეს ვუთხარ,რომ მისთვის ვარ,შინაური კალმით ვწერო,
მადლობელიც ჩვენი ღვთისა,რომ იგია წინამძღოლი!
დანტემ მითხრა:-ვხედავ,კიდეც,რომ სიყვარულს თან ატარებ,
ბეატრიჩე სალამს გითვლის და ამ გრძნობის გზად გატარებს,
ადრეც გითხარ,რომ ხარ სწორი,ჩემსა ლექსსა მუნ გადარეს,
მეტი რა ვთქვა, ა,ხომ ხედავ? შენთვინ მოსვლა ჩამაბარეს!
მივუგე:-დანტევ სრულო,როგორ მალბობ შენი ქებით,
მე კი ვფიქრობ,შენისთანა არ შობილა ტკბილი ხმებით,
გენიაო,როს მოხვედი და მაცოცხლე ხვალის ცხებით,
ალიგიერ,ჩემო ძმობილ,მინდა ვიყოთ შებმულ ცნებით!
“იყოს ნება შენი,პოეტის უბრალო ფიცით დავიდეთ
რომ ამ სიტყვისა თქმითითა,ჩვენი გამჩენი ვადიდეთ,
მომეცი ხელი,ჯვარს ვიღებ,რომე სამოთხეს დავირგეთ
და სამომავლოდ რისხვისა,მწამს მის კარამდინ ავიდეთ!”
როს მან ფიცი დაასრულა და ვადიდეთ ჩვენ უფალი,
შემობრუნდა ალიგიერ და მესიტყვა ის უმალი,
ხარო ამ სფეროსი,ღვთის რჩეული სასთუმალი,
მომყევი და მაკითხეო,ვითომ ვიყო გამყურნალი!
თვალებს ტირილი წამოსკდა,ვაგლახსა ზედა ეფინა,
მკითხა ეს როდეს შენიშნა,გულიცო რაზედ მეტკინა,
მივუგე,ამა ცრემლისთვინ,არ თვალოს ცუდად მეცინა,
მის გამო სიხარულ ქმნილმა,ბალღსა ტირილით ედინა!
ამაზედ ოსტატს სახესა მყისვედ ღიმილმა გადაჰკრა,
მომიახლოვდა თავადა და ცხვირსახოცი ზედ მაკრა,
მომწმინდა თვალნი ნადენი,ეჟვანიც უცბად გადასჭრა,
მერმე კი წინა წარმიძღვა და საჩრდილეთსა თან გამჭრა!
“ჩემებრ სიტყვათა წისქვილი სიყვარულისთვის მფქვარია,
როგორცა დილით გაზაფხულს,მინდორის სახეს ღვარია,
ესრეთ სიტურფე აზრთათა,თვალთაგან თოვლად მდნარია,
თითქოს მთებიდან მოსული,მდინარეთ წმინდა წყალია!”
ეს რა წამს მომცდა პირიდან,ვცან ჩემი დარდის ადგილი,
ახლაღა მივხვდი დევნილი,რომ არა ვყოფილვარ ადვილი
ფიქრებმა ერთხმად დამფერთხეს და მომაგონდა აჩრდილი,
ვისსა სახელსაც ვერ ვიტყვი,მწვავს იმის ტრფობის წადილი!
ამ დროსა იგი,მოძღვარი,მელანქოლური ილტოდა
და ჩემი წამოძახილი,მკვახე თმენისთვის ისმოდა,
იგიცა,ვითარც მამობილ... ამავ ნავლებით იწვოდა,
მე არ ვიცოდ თურმედა,დანტე რა კარგად მიცნობდა!
მითხრა:-ალექს,მე შენგან ესეთ სიტყვებსა როდი ველი,
სჩანს გატყვია მაგ სამკერდეს ნატყვიარი ძველის-ძველი,
გიჯობს თავი აიმაღლო და არა წაქცდეს ფრაზა ნელი
და ხომც იცი,რომ მე ამ მქეყანად ამიღია შენი მხსნელი!
ვუთხარ:
-დანტევ,სრულო,შეიბრალე წამომცდარი იგი სიტყვა
და აწღა შევეცდები,მაქეთ ვამთნო რამაც ითქვა,
მე შენ გვედრი,ოჰ... ოსტატო,მაპატიე ესრეთ რისხვა,
მითხარ,რითი გემსახურო,რომე ვიღო შენგან მიზღვა?!
“ნუ გგონია,რომ გავბრაზდი,უჯერე ბებრის ხსომასა,
ილაღე და ნუ წამოცდენ,საფიქრთ ამოდენ ნდომასა,
ამასზედ,გირჩევ უფრთხოდე,ეჩვიო უქმად სხდომასა,
გიძღვები,რომე აგრიდო,უბედურს ხიფათ წვდომასა!”
ვუპასუხე:-დანტევ,დანტევ,მივხვდი ფიქრსა შენი მცნარი,
ამ სამყაროს ოსტატი ხარ და ჩემს ხიფათის გადამტანი,
ახლა მინდა რომ ვიტირო და არ წამსცდეს წამწამს ღვარი,
მინდა ვიყოთ ერთად ყველგან და ქვეყანას ვავლოთ ზღვარი!
“ალიგიერ,მართალს გეტყვი,მინდა ვიყო შენი დარი,
გლეხსა იმდენ უთოხნია,გასცვეთია პირსაც ბარი,
მთასა ერთად ჩამოაქცევს, “კომედიის” ბალავარი,
აწ ღა მითხარ,როგორ ვიქცე,აჩრდილების მაძებარი?!”
მითხრა:-თუ აქამდე წაგიკითხავს კომედია ღვთაებრივი,
ვიცი,რომ პოემ დამწერი ხარ,ტრაგიკულად წამებრივი,
ის კი იქნება მწერლისა,სულის ნაჭრიდან მყის სხივი,
ჩრდილთა გალიას მოსული ქარვის ანკარა ლივ-ლივი!
ვარქვი:-
ჰე,შენ ჩემო ოსტატო,როგორ მამხნევე იცოდე,
უთუოდ ბუდედ მოსული,დედა არწივი გიწოდე,
ახლოდან მინდა გეხვიო,ვითარც დემონი ვიწვოდე,
მართვედა გიხმობ დანტევო,ჩემო ანგელო,მიწოდე!
დანტე:
“კარგი,იყოს ნება შენი... აქ გვწადია სიარული
და გახსენებ მეგობარო,რომ იყავი მხიარული,
ყვავის ჩრდილთა ისტერია,ისმის ახლაც ჟრიამული
და მაშინ კი მომიცია ცრემლებისა ნება-სრული!”
ნიმუშად 1 თავი პოემიდან "საჩრდილეთი".